სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილები ჩემი მაყურებლები არ არიან, ქართულ კონტენტს არ უყურებენ... სხვა რაღაც აინტერესებთ" - რა რეაქცია აქვთ პოლიტიკოსებს თამუნა ლეკვეიშვილის პაროდიებზე
"ჩემი შვილები ჩემი მაყურებლები არ არიან, ქართულ კონტენტს არ უყურებენ... სხვა რაღაც აინტერესებთ" - რა რეაქცია აქვთ პოლიტიკოსებს თამუნა ლეკვეიშვილის პაროდიებზე

"ყო­ველ­თვის, სე­ზო­ნის და­წყე­ბის წინ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გან­წყო­ბა მაქვს, ვე­ლო­დე­ბი რა­ღაც ახალს, რაც უნდა და­ი­წყოს. ამი­ტომ არც ეს სე­ზო­ნია გა­მო­ნაკ­ლი­სი და მე და მთე­ლი გუნ­დი კარგ გან­წყო­ბა­ზე ვართ," - გვე­უბ­ნე­ბა იუ­მო­რის­ტი, მსა­ხი­ო­ბი, მუ­სი­კო­სი, ბენ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პა­რო­დის­ტი თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი.

ისე­თი მრა­ვალ­მხრი­ვია, მისი წარ­დგე­ნი­სას შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა უნა­რი, რაც მას აქვს და რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლის წი­ნა­შე წარ­მო­ჩენს, არ და­ა­სა­ხე­ლო... თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სი თუ არა­პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, ყო­ველ­თვის, მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვი­ან. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან პირ­ვე­ლი ეკა ბე­სე­ლი­ას პა­რო­დია იყო, შემ­დეგ პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის, ახლა კი უკვე ჩა­მო­ნათ­ვალს ნინო წი­ლო­სა­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი პა­რო­დი­აც შე­ე­მა­ტა. დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და ვი­დე­ო­საც ინ­ტერ­ნეტ­ში დიდი ნახ­ვა აქვს.

რას ამ­ბობს თა­ვის ახალ პერ­სო­ნაჟ­ზე თა­მუ­ნა, ასე­ვე საქ­მე­ზე, რა­საც წლე­ბია, ემ­სა­ხუ­რე­ბა, ამას ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

- "ვა­ნოს შოუს" სე­ზო­ნის პირ­ველ გა­და­ცე­მა­ში მა­ყუ­რე­ბელს პო­ლი­ტი­კოს ნინო წი­ლო­სა­ნის პერ­სო­ნა­ჟი შეს­თა­ვა­ზეთ, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. პო­ლი­ტი­კო­სის როლი თა­ვად შე­ას­რუ­ლე... რო­გორ შე­იქ­მნა ეს პერ­სო­ნა­ჟი?

- ჯერ კი­დევ ახალ სე­ზო­ნამ­დე შე­იქ­მნა. თა­ვი­დან რი­გით პერ­სო­ნა­ჟად გვქონ­და ჩა­ფი­რე­ბუ­ლი, მა­შინ პერ­ფორ­მან­სი არ გვქო­ნია, თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რად მი­იქ­ცია.

საკ­მა­ოდ დიდი ნახ­ვა ჰქონ­და და ნო­მე­რი სე­ზო­ნის ბოლო გა­და­ცე­მა­ში წარ­ვად­გი­ნეთ. შემ­დეგ მივ­ხვდით, რომ ამ პერ­სო­ნა­ჟის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ერთი მთლი­ა­ნი ნო­მე­რი უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და უკვე სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის­თვის შევ­ქმე­ნით. ნო­მერს "მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ" და­ვარ­ქვით.

- სა­ერ­თოდ ნომ­რის შექ­მნა­ში მთე­ლი გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობთ და რო­გორ იყო ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- სა­ერ­თოდ ამა თუ იმ პერ­სო­ნა­ჟის შექ­მნი­სას დიდი როლი აქვთ სტი­ლისტს და ვი­ზა­ჟისტს. ჩვე­ნი სტი­ლის­ტია თეა რაზ­მა­ძე, ხოლო ვი­ზა­ჟის­ტი - ნინი ჩო­ჩიშ­ვი­ლი. ორი­ვეს კარ­გი ხედ­ვა და ხელი აქვთ. ეს პერ­სო­ნა­ჟიც გა­რეგ­ნუ­ლად ზუს­ტად "დას­ვეს". სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტებს მე და ნიკა კა­კა­ბა­ძე (ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პა­რო­დის­ტი) ვწერთ. ამ სიმ­ღე­რის ტექ­სტი მე და ნიკა კა­კა­ბა­ძემ დავ­წე­რეთ და ასე­ვე ვა­ნოს კი­თხვე­ბიც, მაგ­რამ ჩა­წე­რის დროს ვა­ნოს ჩა­კი­თხე­ბე­ბის პრო­ცეს­ში იქვე რა­ღაც ახალს ვი­ფიქ­რებ­დით. თვი­თონ ვანო იყო ჩარ­თუ­ლი. მუ­სი­კა­საც ერ­თად ვარ­ჩევთ ხოლ­მე. რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ას ვა­სა­ხე­ლებთ, მერე მო­ვუს­მენთ, რო­მე­ლი უკეთ გა­და­კეთ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვახ­სე­ნე, „პა­რო­ლე­ზე“ კარ­გი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. შემ­დეგ „ვა­ნოს შოუს“ და­გეგ­მვი­სას ვა­ნომ თქვა, „პა­რო­ლე“ ხომ არ გა­ვა­კე­თოთ, მე ვიქ­ნე­ბი ნო­მერ­ში და მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რო­თო. ეს ფორ­მა უკვე ვა­ნომ მო­ი­ფიქ­რა.

- რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­დი თავს ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნოს ამ­პლუ­ა­ში?

- როცა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ვა­კე­თებ­დით მის პერ­სო­ნაჟს, მა­შინ­ვე და­ვი­წყე ლინ­ზე­ბის მო­ძებ­ნა, რად­გან მას აქვს ძა­ლი­ან ღია ფე­რის თვა­ლე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ლინ­ზე­ბი ვი­პო­ვე. კა­მე­რა ბო­ლომ­დე კი­დევ კარ­გად ვერ აღიქ­ვამს ყვე­ლა­ფერს. ლინ­ზე­ბით ლა­ივ­ში რომ მნა­ხოთ, როცა მი­კე­თია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნინო წი­ლო­სა­ნის თვა­ლე­ბი მაქვს. სა­ერ­თოდ, როცა ამა თუ იმ პერ­სო­ნაჟს ვქმნი, როცა უკვე მაც­ვია მისი კოს­ტი­უ­მი, მისი მა­კი­ა­ჟი მაქვს და თმაც შე­სა­ფე­რი­სად, პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა უკვე ძა­ლი­ან მი­მარ­ტივ­დე­ბა. როლ­ში შევ­დი­ვარ და ყვე­ლა­ფერს იო­ლად ვქმნი...

- თუ იცი თა­ვად პა­რო­დი­ის ად­რე­სა­ტის, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნოს აზრი?

- ეთერ­ში რომ გა­ვი­და, დიდი ამ­ბა­ვი იყო ატე­ხი­ლი, ვი­დე­ოს ბევ­რი აზი­ა­რებ­და და მე მთა­გავ­დნენ... ეტყო­ბა, ვი­დეო მა­საც შეხ­ვდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მერე სტა­ტუ­სი მოგ­ვი­ძღვნა - "ჩემ­მა პერ­სო­ნაჟ­მაც ვერ უშ­ვე­ლა ამ "ვა­ნოს შოუს" ხომ?"... ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბაა. კი­დევ ერთი ნო­მე­რი და ერთი ახა­ლი სა­ხეა, რო­მელ­ზეც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ლა­პა­რა­კობს. ამი­ტომ, რა თქმა უნდა, მი­ხა­რია.

- უკვე 18 წე­ლია "ვა­ნოს შოუ" ეთერ­შია. პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მი­დან შენც ამ შო­უ­ში ხარ და ბენ­დს ხელ­მძღვა­ნე­ლობ. ეს 18 წე­ლი­წა­დი რა არის შენ­თვის?

- "ვა­ნოს შოუ" ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. ცხა­დია, "შა­ბა­თის შოუც", მაგ­რამ "ვა­ნოს შოუ“ უფრო ახ­ლო­ბე­ლია. სულ ვამ­ბობ, ჩემი უფ­რო­სი შვი­ლია, ანუ ოთხი შვი­ლი-მეთ­ქი... ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მოკ­ლედ, მე­ო­თხე შვილს“ ვუ­წო­დებ და ამ სიყ­ვა­რულს ასე გა­მოვ­ხა­ტავ.

- ბენ­დის­თვის მუ­სი­კო­სებს თა­ვად არ­ჩევ და იმა­საც თვი­თონ წყვეტ, რა უნდა და­უკ­რათ?

- რა უნდა და­ვუკ­რათ, ამა­ში ჩარ­თუ­ლი ვარ, ხოლო - მუ­სი­კო­სე­ბის შეკ­რე­ბა, რე­პე­ტი­ცია, ამას ეთერს გა­რეთ კახა ხოშ­ტა­რია ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ზოგ­ჯერ ყო­ფი­ლა, რომ რა უნდა და­ვუკ­რათ, მუ­სი­კა იქვე, 10 წუთ­შიც მოგ­ვი­ფიქ­რე­ბია. ზო­გა­დად, ეს პრო­ცე­სიც თა­ვის მხრივ სა­ინ­ტე­რე­სოა.

- ისე, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, მუ­სი­კო­სი იუ­მო­რის სფე­რო­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდი?

- იუ­მო­რის სფე­რო­ში აღ­მო­მა­ჩი­ნა და მო­მიყ­ვა­ნა დათო გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა, რო­დე­საც ვმუ­შა­ობ­დი ჯერ კი­დევ „რა­დიო 105“-ში. რა­დი­ო­ში მუ­სი­კა­ლუ­რი კუ­თხით ვსაქ­მი­ა­ნობ­დი, მუ­სი­კა­ლურ რეკ­ლა­მებს ვა­კე­თებ­დი. ისე, სა­ნამ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი მნა­ხავ­და, მა­ნამ­დე ამ სფე­რო­ში ნიკა ქავ­თა­რა­ძემ აღ­მო­მა­ჩი­ნა. ნიკა ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია... ამას­თან, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და "მან­სან­კა­ნი" და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თა­მა­შებ­ზე სულ დავ­დი­ო­დი. ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი - მე და ნიკა, რა­დი­ოს პა­რა­ლე­ლუ­რად, "მან­სან­კა­ნის" თა­მა­შებ­ზეც გა­და­ვიკ­ვე­თეთ და დუ­ე­ტის „რა­ფერ მე­ვიქ­ცე მე“ ჩა­წე­რა გა­დავ­წყვი­ტეთ. ამ დუ­ეტ­მა მა­შინ ძა­ლი­ან „გა­ის­რო­ლა“. დათო მაგ პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო, ეს სიმ­ღე­რა რომ მო­ის­მი­ნა, მო­ე­წო­ნა. მერე და­მი­რე­კეს, „რუს­თა­ვი 2“-ზე ახალ პრო­ექტს, იუ­მო­რის­ტულ შოუს ვი­წყებთ, ერთი გოგო გვჭირ­დე­ბა და შენ­ზე ვფიქ­რობ­თო. ცოტა შე­მე­შინ­და, რად­გან მსა­ხი­ო­ბო­ბა არას­დროს მდო­მე­ბია, არც მი­ფიქ­რია, რომ რამე მსგავ­სი მე­კე­თე­ბი­ნა. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მუ­სი­კო­სი ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, გავ­რის­კე, მი­ვე­დი და დავ­რჩი. უკვე ამ­დე­ნი წე­ლია, ამ სფე­რო­ში და ეკ­რან­ზე ვარ.

- რა არის იუ­მო­რი შენ­თვის, გარ­და იმი­სა, რომ ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ და უკვე ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია? აქვე რას იტყვი იმე­რულ იუ­მორ­ზეც, რაკი ამ კუ­თხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ხარ...

- მე ცოტა უც­ნა­უ­რი იუ­მო­რი მომ­წონს, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ხალ­ხო არც იყოს, ცო­ტა­თი შავი იუ­მო­რის­კე­ნაც ვიხ­რე­ბი... იმე­რუ­ლი იუ­მო­რი კი არის სხარ­ტუ­ლი იუ­მო­რი. გა­მოთ­ქმა რომ არის "ამას ვერ მოვ­ყვე­ბი, იქ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვიო,“ - ასეა. სი­ტუ­ა­ცი­უ­რი იუ­მო­რია, რაც იმ მო­მენ­ტში მარ­თლა ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. კი, სხარ­ტუ­ლი, ენაკ­ვი­მა­ტუ­რი იუ­მო­რი ჰქვია მა­გას...

- ძა­ლი­ან ბევ­რი ქალი გყავს უკვე გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც...

- კი, უამ­რა­ვი და სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი. თვი­თონ ხუმ­რო­ბე­ბი, სკეტ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბა გაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ პერ­სო­ნა­ჟი შექ­მნა. ფიქ­რობ იმა­ზე, ამა თუ იმ ტექსტს რო­გორ იტყო­და. თვი­თონ ის კონ­კრე­ტუ­ლი ხუმ­რო­ბა გიხ­სნის ფან­ტა­ზი­ას, რო­გო­რი იყოს ესა თუ ის ქალი. რა ეც­ვას, რო­გო­რი და რა ფე­რის თმა ჰქონ­დეს, რო­გო­რი მა­კი­ა­ჟი. და­ახ­ლო­ე­ბით ასე იქ­მნე­ბა პერ­სო­ნა­ჟი.

- არა­პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­დან რე­ჟი­სორ ქეთი დო­ლი­ძის პა­რო­დია, ვფიქ­რობ, რომ კი­დევ სხვა რა­ღა­ცაა...

- ქეთი დო­ლი­ძის ნაც­ნო­ბებს, ახ­ლობ­ლებს უთ­ქვამთ, ძა­ლი­ან სწო­რედ გაქვს მისი პორ­ტრე­ტის­თვის ნი­უ­ან­სე­ბი და­ჭე­რი­ლიო...

- შენი შვი­ლე­ბი რო­გორ გა­ფა­სე­ბენ? რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ჩემი შვი­ლე­ბი ჩემი მა­ყუ­რებ­ლე­ბი არ არი­ან. სხვა რა­ღა­ცე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ტე­ლე­ვი­ზორს სა­ერ­თოდ არ უყუ­რე­ბენ. ინ­ტერ­ნე­ტის თა­ო­ბაა, ინ­ტერ­ნე­ტის ბავ­შვე­ბი არი­ან. ქარ­თულ კონ­ტენტს არა­ფერს უყუ­რე­ბენ. უცხო­ურ ვი­დე­ო­ე­ბის მა­ყუ­რებ­ლე­ბი არი­ან. თუ ერ­თად ვართ სად­მე, მა­გა­ლი­თად, კა­ფე­ში, გზა­ში, მა­ღა­ზი­ა­ში, ქუ­ჩა­ში, უცხო ბავ­შვე­ბი რომ მო­დი­ან და ჩემ­თან სუ­რათს იღე­ბენ, ეს უხა­რი­ათ. მოს­წონთ მათ დე­დი­კოს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ ცნო­ბენ... ზო­გა­დად კი იცი­ან, რომ „ვა­ნოს შო­უ­ში“ ვუკ­რავ, მსა­ხი­ო­ბი ვარ, სკეტ­ჩებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

- რას ურ­ჩევ­დი ახალ­გაზ­რდებს?

- პირ­ველ რიგ­ში იყ­ვნენ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი. ზარ­მა­ცი ადა­მი­ა­ნი ვე­რას­დროს ვე­რა­ფერს მი­აღ­წევს. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბა უმ­თავ­რე­სი რა­მაა. ნი­ჭი­ე­რი თუ ხარ და გინ­და, რა­ი­მეს მი­აღ­წიო, ამის­თვის თავი არ უნდა და­ზო­გო. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და მიზ­ნის ერ­თგუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დეს.

- რას ეტყო­დი შენს მა­ყუ­რე­ბელს და ჩვენს მკი­თხველს?

- იყ­ვნენ „ვა­ნოს შოუს“ მა­ყუ­რებ­ლე­ბი იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი თავი ჯერ არ ამოგ­ვი­წუ­რავს. კი­დევ ბევ­რი სი­ახ­ლე ელით, სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მა­სა და პერ­სო­ნაჟს შევ­ქმნით. იუ­მო­რის ამო­წურ­ვა გა­მო­რი­ცხუ­ლია, თან ჩვენ გარ­შე­მო, სამ­ყა­რო­ში ბევ­რი რამ იც­ვლე­ბა. ახალ-ახა­ლი თე­მე­ბი მუდ­მი­ვად მო­დის და ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩემი შვილები ჩემი მაყურებლები არ არიან, ქართულ კონტენტს არ უყურებენ... სხვა რაღაც აინტერესებთ" - რა რეაქცია აქვთ პოლიტიკოსებს თამუნა ლეკვეიშვილის პაროდიებზე

"ჩემი შვილები ჩემი მაყურებლები არ არიან, ქართულ კონტენტს არ უყურებენ... სხვა რაღაც აინტერესებთ" - რა რეაქცია აქვთ პოლიტიკოსებს თამუნა ლეკვეიშვილის პაროდიებზე

"ყოველთვის, სეზონის დაწყების წინ, არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს, ველოდები რაღაც ახალს, რაც უნდა დაიწყოს. ამიტომ არც ეს სეზონია გამონაკლისი და მე და მთელი გუნდი კარგ განწყობაზე ვართ," - გვეუბნება იუმორისტი, მსახიობი, მუსიკოსი, ბენდის ხელმძღვანელი, პაროდისტი თამუნა ლეკვეიშვილი.

ისეთი მრავალმხრივია, მისი წარდგენისას შეუძლებელია, ყველა უნარი, რაც მას აქვს და რასაც მაყურებელის წინაშე წარმოჩენს, არ დაასახელო... თამუნა ლეკვეიშვილის მიერ შექმნილი პერსონაჟები, პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი ქალბატონები, ყოველთვის, მაყურებლის ყურადღების ცენტრში ექცევიან. პოლიტიკოსებიდან პირველი ეკა ბესელიას პაროდია იყო, შემდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილის, ახლა კი უკვე ჩამონათვალს ნინო წილოსანის მუსიკალური პაროდიაც შეემატა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვიდეოსაც ინტერნეტში დიდი ნახვა აქვს.

რას ამბობს თავის ახალ პერსონაჟზე თამუნა, ასევე საქმეზე, რასაც წლებია, ემსახურება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

- "ვანოს შოუს" სეზონის პირველ გადაცემაში მაყურებელს პოლიტიკოს ნინო წილოსანის პერსონაჟი შესთავაზეთ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოლიტიკოსის როლი თავად შეასრულე... როგორ შეიქმნა ეს პერსონაჟი?

- ჯერ კიდევ ახალ სეზონამდე შეიქმნა. თავიდან რიგით პერსონაჟად გვქონდა ჩაფირებული, მაშინ პერფორმანსი არ გვქონია, თუმცა მაყურებლის ყურადღება ვიზუალურად მიიქცია.

საკმაოდ დიდი ნახვა ჰქონდა და ნომერი სეზონის ბოლო გადაცემაში წარვადგინეთ. შემდეგ მივხვდით, რომ ამ პერსონაჟის მონაწილეობით ერთი მთლიანი ნომერი უნდა გაგვეკეთებინა და უკვე სეზონის პირველი გადაცემისთვის შევქმენით. ნომერს "მუსიკალური ინტერვიუ" დავარქვით.

- საერთოდ ნომრის შექმნაში მთელი გუნდი მონაწილეობთ და როგორ იყო ამ შემთხვევაში?

- საერთოდ ამა თუ იმ პერსონაჟის შექმნისას დიდი როლი აქვთ სტილისტს და ვიზაჟისტს. ჩვენი სტილისტია თეა რაზმაძე, ხოლო ვიზაჟისტი - ნინი ჩოჩიშვილი. ორივეს კარგი ხედვა და ხელი აქვთ. ეს პერსონაჟიც გარეგნულად ზუსტად "დასვეს". სიმღერების ტექსტებს მე და ნიკა კაკაბაძე (ბიძინა ივანიშვილის პაროდისტი) ვწერთ. ამ სიმღერის ტექსტი მე და ნიკა კაკაბაძემ დავწერეთ და ასევე ვანოს კითხვებიც, მაგრამ ჩაწერის დროს ვანოს ჩაკითხებების პროცესში იქვე რაღაც ახალს ვიფიქრებდით. თვითონ ვანო იყო ჩართული. მუსიკასაც ერთად ვარჩევთ ხოლმე. რამდენიმე ვერსიას ვასახელებთ, მერე მოვუსმენთ, რომელი უკეთ გადაკეთდება. ამ შემთხვევაში ვახსენე, „პაროლეზე“ კარგი იქნება-მეთქი. შემდეგ „ვანოს შოუს“ დაგეგმვისას ვანომ თქვა, „პაროლე“ ხომ არ გავაკეთოთ, მე ვიქნები ნომერში და მუსიკალური ინტერვიუ ჩავწეროთო. ეს ფორმა უკვე ვანომ მოიფიქრა.

- რამდენად კომფორტულად გრძნობდი თავს ქალბატონი ნინოს ამპლუაში?

- როცა გადავწყვიტეთ, რომ ვაკეთებდით მის პერსონაჟს, მაშინვე დავიწყე ლინზების მოძებნა, რადგან მას აქვს ძალიან ღია ფერის თვალები და შესაბამისი ლინზები ვიპოვე. კამერა ბოლომდე კიდევ კარგად ვერ აღიქვამს ყველაფერს. ლინზებით ლაივში რომ მნახოთ, როცა მიკეთია, აბსოლუტურად ნინო წილოსანის თვალები მაქვს. საერთოდ, როცა ამა თუ იმ პერსონაჟს ვქმნი, როცა უკვე მაცვია მისი კოსტიუმი, მისი მაკიაჟი მაქვს და თმაც შესაფერისად, პაროდიის გაკეთება უკვე ძალიან მიმარტივდება. როლში შევდივარ და ყველაფერს იოლად ვქმნი...

- თუ იცი თავად პაროდიის ადრესატის, ქალბატონი ნინოს აზრი?

- ეთერში რომ გავიდა, დიდი ამბავი იყო ატეხილი, ვიდეოს ბევრი აზიარებდა და მე მთაგავდნენ... ეტყობა, ვიდეო მასაც შეხვდა სოციალურ ქსელში და მერე სტატუსი მოგვიძღვნა - "ჩემმა პერსონაჟმაც ვერ უშველა ამ "ვანოს შოუს" ხომ?"... ჩემთვის ეს ყველაფერი კიდევ ერთი წარმატებაა. კიდევ ერთი ნომერი და ერთი ახალი სახეა, რომელზეც ბევრი ადამიანი ლაპარაკობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიხარია.

- უკვე 18 წელია "ვანოს შოუ" ეთერშია. პირველივე გადაცემიდან შენც ამ შოუში ხარ და ბენდს ხელმძღვანელობ. ეს 18 წელიწადი რა არის შენთვის?

- "ვანოს შოუ" ჩემი ცხოვრების ნაწილია. ცხადია, "შაბათის შოუც", მაგრამ "ვანოს შოუ“ უფრო ახლობელია. სულ ვამბობ, ჩემი უფროსი შვილია, ანუ ოთხი შვილი-მეთქი... ძალიან მიყვარს, მოკლედ, მეოთხე შვილს“ ვუწოდებ და ამ სიყვარულს ასე გამოვხატავ.

- ბენდისთვის მუსიკოსებს თავად არჩევ და იმასაც თვითონ წყვეტ, რა უნდა დაუკრათ?

- რა უნდა დავუკრათ, ამაში ჩართული ვარ, ხოლო - მუსიკოსების შეკრება, რეპეტიცია, ამას ეთერს გარეთ კახა ხოშტარია ხელმძღვანელობს. ზოგჯერ ყოფილა, რომ რა უნდა დავუკრათ, მუსიკა იქვე, 10 წუთშიც მოგვიფიქრებია. ზოგადად, ეს პროცესიც თავის მხრივ საინტერესოა.

- ისე, კონსერვატორიის კურსდამთავრებული, მუსიკოსი იუმორის სფეროში როგორ აღმოჩნდი?

- იუმორის სფეროში აღმომაჩინა და მომიყვანა დათო გოგიჩაიშვილმა, როდესაც ვმუშაობდი ჯერ კიდევ „რადიო 105“-ში. რადიოში მუსიკალური კუთხით ვსაქმიანობდი, მუსიკალურ რეკლამებს ვაკეთებდი. ისე, სანამ გოგიჩაიშვილი მნახავდა, მანამდე ამ სფეროში ნიკა ქავთარაძემ აღმომაჩინა. ნიკა ჩემი ბავშვობის მეგობარია... ამასთან, ძალიან მიყვარდა ''მანსანკანი'' და უნივერსიტეტში თამაშებზე სულ დავდიოდი. ბავშვობის მეგობრები - მე და ნიკა, რადიოს პარალელურად, ''მანსანკანის'' თამაშებზეც გადავიკვეთეთ და დუეტის „რაფერ მევიქცე მე“ ჩაწერა გადავწყვიტეთ. ამ დუეტმა მაშინ ძალიან „გაისროლა“. დათო მაგ პერიოდში ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო, ეს სიმღერა რომ მოისმინა, მოეწონა. მერე დამირეკეს, „რუსთავი 2“-ზე ახალ პროექტს, იუმორისტულ შოუს ვიწყებთ, ერთი გოგო გვჭირდება და შენზე ვფიქრობთო. ცოტა შემეშინდა, რადგან მსახიობობა არასდროს მდომებია, არც მიფიქრია, რომ რამე მსგავსი მეკეთებინა. თავიდან ბოლომდე მუსიკოსი ვიყავი. მოკლედ, გავრისკე, მივედი და დავრჩი. უკვე ამდენი წელია, ამ სფეროში და ეკრანზე ვარ.

- რა არის იუმორი შენთვის, გარდა იმისა, რომ ამ სფეროში საქმიანობ და უკვე ცხოვრების ნაწილია? აქვე რას იტყვი იმერულ იუმორზეც, რაკი ამ კუთხის წარმომადგენელიც ხარ...

- მე ცოტა უცნაური იუმორი მომწონს, რაც შეიძლება სახალხო არც იყოს, ცოტათი შავი იუმორისკენაც ვიხრები... იმერული იუმორი კი არის სხარტული იუმორი. გამოთქმა რომ არის "ამას ვერ მოვყვები, იქ უნდა ყოფილიყავიო,“ - ასეა. სიტუაციური იუმორია, რაც იმ მომენტში მართლა ძალიან სასაცილოა. კი, სხარტული, ენაკვიმატური იუმორი ჰქვია მაგას...

- ძალიან ბევრი ქალი გყავს უკვე განსახიერებული, მათ შორის, პოლიტიკოსებიც...

- კი, უამრავი და სხვადასხვანაირი. თვითონ ხუმრობები, სკეტჩის მიმართულება გაძლევს იმის საშუალებას, რომ პერსონაჟი შექმნა. ფიქრობ იმაზე, ამა თუ იმ ტექსტს როგორ იტყოდა. თვითონ ის კონკრეტული ხუმრობა გიხსნის ფანტაზიას, როგორი იყოს ესა თუ ის ქალი. რა ეცვას, როგორი და რა ფერის თმა ჰქონდეს, როგორი მაკიაჟი. დაახლოებით ასე იქმნება პერსონაჟი.

- არაპოლიტიკოსი ქალბატონებიდან რეჟისორ ქეთი დოლიძის პაროდია, ვფიქრობ, რომ კიდევ სხვა რაღაცაა...

- ქეთი დოლიძის ნაცნობებს, ახლობლებს უთქვამთ, ძალიან სწორედ გაქვს მისი პორტრეტისთვის ნიუანსები დაჭერილიო...

- შენი შვილები როგორ გაფასებენ? რას გეუბნებიან?

- ჩემი შვილები ჩემი მაყურებლები არ არიან. სხვა რაღაცებით არიან დაინტერესებული, ტელევიზორს საერთოდ არ უყურებენ. ინტერნეტის თაობაა, ინტერნეტის ბავშვები არიან. ქართულ კონტენტს არაფერს უყურებენ. უცხოურ ვიდეოების მაყურებლები არიან. თუ ერთად ვართ სადმე, მაგალითად, კაფეში, გზაში, მაღაზიაში, ქუჩაში, უცხო ბავშვები რომ მოდიან და ჩემთან სურათს იღებენ, ეს უხარიათ. მოსწონთ მათ დედიკოს ადამიანები რომ ცნობენ... ზოგადად კი იციან, რომ „ვანოს შოუში“ ვუკრავ, მსახიობი ვარ, სკეტჩებში ვმონაწილეობ.

- რას ურჩევდი ახალგაზრდებს?

- პირველ რიგში იყვნენ შრომისმოყვარეები. ზარმაცი ადამიანი ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს. შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულება უმთავრესი რამაა. ნიჭიერი თუ ხარ და გინდა, რაიმეს მიაღწიო, ამისთვის თავი არ უნდა დაზოგო. შრომისმოყვარეობით და მიზნის ერთგულებით შეიძლება ნაკლებად ნიჭიერი ადამიანი წარმატებული გახდეს.

- რას ეტყოდი შენს მაყურებელს და ჩვენს მკითხველს?

- იყვნენ „ვანოს შოუს“ მაყურებლები იმიტომ, რომ ჩვენი თავი ჯერ არ ამოგვიწურავს. კიდევ ბევრი სიახლე ელით, საინტერესო გადაცემასა და პერსონაჟს შევქმნით. იუმორის ამოწურვა გამორიცხულია, თან ჩვენ გარშემო, სამყაროში ბევრი რამ იცვლება. ახალ-ახალი თემები მუდმივად მოდის და ერთმანეთს ენაცვლება.