საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი იქნება, გამოქვეყნდეს ხაზარაძე-გახარიას შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა" - ძაბირაძე
"კარგი იქნება, გამოქვეყნდეს ხაზარაძე-გახარიას შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა" - ძაბირაძე

არ­სე­ბობს ერთი ნე­იტ­რა­ლუ­რი მხა­რე - პრე­ზი­დენ­ტი - სწო­რი იქ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდეს შე­თან­ხმე­ბის ტექ­სტი, რათა ვიმ­სჯე­ლოთ, რო­მელ­მა მხა­რემ და­უშ­ვა შეც­დო­მა, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე იმ ფაქტს, რომ „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და „ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს“ შო­რის სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ვერ მო­ხერ­ხდა.

  • რო­გორც ძა­ბი­რა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ტექ­სტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა ორი­ენ­ტა­ცი­ის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა, თუ „ვინ ფიქ­რობს ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე და ვის აქვს პრობ­ლე­მე­ბი ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­თან“.

"ორი­ვე მხა­რე ასა­ხე­ლებს არ­გუ­მენ­ტებს. ის ფაქ­ტი, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­ჩერ­და, თუმ­ცა ჩემი შე­ფა­სე­ბით, სა­კი­თხი და­ხუ­რუ­ლი არ არის, სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია. ვი­სურ­ვებ­დი, ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ნახ­ლდეს და რე­ა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დეს.

ამ ეტაპ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში არ­სე­ბობს ერთი ნე­იტ­რა­ლუ­რი მხა­რე - პრე­ზი­დენ­ტი. ხა­ზა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში მი­ვი­და შე­თან­ხმე­ბულ ტექ­სტზე ხელ­მო­სა­წე­რად. თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩა­იშ­ლე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღებთ იმას, რომ ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ შედ­გე­ბა, სწო­რი იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, გა­მოქ­ვეყ­ნდეს შე­თან­ხმე­ბის ტექ­სტი, რათა ვიმ­სჯე­ლოთ, რო­მელ­მა მხა­რემ და­უშ­ვა შეც­დო­მა.

თა­ვი­დან­ვე დი­დად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ გახ­ლი­დით „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის“ შე­ერ­თე­ბით, არ მეს­მო­და და არ მეს­მის, რა­ტომ იყო სა­ჭი­რო მათი ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში ჩარ­თვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია ის, რომ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რეს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ალი­ანსს არ მი­ე­სალ­მე­ბოდ­ნენ.

თუ ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ ამ ოთხე­ულ­ში წამ­ყვა­ნი ძალა „ლე­ლოა“ და არა „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი“, რომ­ლის ელექ­ტო­რა­ლუ­რი მხარ­დამ­ჭე­რი კაც­მა არ იცის რა არის, მა­შინ რაზე ვსა­უბ­რობთ? არ შე­მიძ­ლია ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა, თუ რო­მელ­მა მხა­რემ მი­ი­ღო ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რო­დე­საც კი პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან გა­კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბა, არ­ცერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არ მო­ვე­რი­დე­ბი. ჩემს პო­ზი­ცი­ას და­უ­ფა­რა­ვად ვი­ტყვი.

თუ ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩა­იშ­ლე­ბა, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ტექ­სტი და პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა ორი­ენ­ტა­ცი­ის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა, ვინ ფიქ­რობს რე­ა­ლუ­რად ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე და ვის ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­თან ერ­თად პრობ­ლე­მე­ბი აქვს და რა­ღაც აწუ­ხებს“, - აღ­ნიშ­ნა ძა­ბი­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და „ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს“ შო­რის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ვერ მო­ხერ­ხდა. რო­გორც პარ­ტი­ა­ში „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გან­მარ­ტა­ვენ, "მე­ო­რე მხა­რემ შიდა კონ­სენ­სუსს ვერ მი­აღ­წია". თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ პარ­ტი­ა­სა და „ლე­ლოს“ შო­რის და­წყე­ბუ­ლი დის­კუ­სია აჩენს პო­ზი­ტი­ურ მო­ლო­დი­ნებს, მომ­დევ­ნო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თა­ვის მხრივ, „ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ „გა­ხა­რი­ას შე­თან­ხმე­ბის ჩაშ­ლის გამო მო­უ­წევს, თა­ვად აუხ­სნას პრო­ცე­სის გულ­შე­მატ­კივ­რებს, რამ აი­ძუ­ლა უარი ეთ­ქვა შე­თან­ხმე­ბა­ზე“. რო­გორც ხა­ზა­რა­ძემ გან­მარ­ტა, მზად იყო, გუ­შინ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბა­ზე, თუმ­ცა 15:00 სა­ათ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ და­უ­რე­კა და უთხრა, რომ შე­თან­ხმე­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და და შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კარგი იქნება, გამოქვეყნდეს ხაზარაძე-გახარიას შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა" - ძაბირაძე

"კარგი იქნება, გამოქვეყნდეს ხაზარაძე-გახარიას შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა" - ძაბირაძე

არსებობს ერთი ნეიტრალური მხარე - პრეზიდენტი - სწორი იქნება, პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადება, ამასთანავე, კარგი იქნება გამოქვეყნდეს შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე იმ ფაქტს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

  • როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, შეთანხმებული ტექსტის გამოქვეყნება და პრეზიდენტის განცხადება ორიენტაციის მომცემი იქნება, თუ „ვინ ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და ვის აქვს პრობლემები ქვეყნის მომავალთან“.

"ორივე მხარე ასახელებს არგუმენტებს. ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები შეჩერდა, თუმცა ჩემი შეფასებით, საკითხი დახურული არ არის, სამწუხარო ფაქტია. ვისურვებდი, ეს მოლაპარაკებები განახლდეს და რეალური შედეგით დასრულდეს.

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ მოლაპარაკებებში არსებობს ერთი ნეიტრალური მხარე - პრეზიდენტი. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლეში მივიდა შეთანხმებულ ტექსტზე ხელმოსაწერად. თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება და საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ეს გაერთიანება არ შედგება, სწორი იქნება პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადება, ამასთანავე, გამოქვეყნდეს შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა.

თავიდანვე დიდად აღფრთოვანებული არ გახლიდით „თავისუფლების მოედნის“ შეერთებით, არ მესმოდა და არ მესმის, რატომ იყო საჭირო მათი ამ გაერთიანებაში ჩართვა. მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება. ბუნებრივი პროცესია ის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსს არ მიესალმებოდნენ.

თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ ოთხეულში წამყვანი ძალა „ლელოა“ და არა „თავისუფლების მოედანი“, რომლის ელექტორალური მხარდამჭერი კაცმა არ იცის რა არის, მაშინ რაზე ვსაუბრობთ? არ შემიძლია ზუსტი შეფასება, თუ რომელმა მხარემ მიიღო ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება. როდესაც კი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდება განცხადება, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მოვერიდები. ჩემს პოზიციას დაუფარავად ვიტყვი.

თუ ეს მოლაპარაკებები ჩაიშლება, შეთანხმებული ტექსტი და პრეზიდენტის განცხადება ორიენტაციის მომცემი იქნება, ვინ ფიქრობს რეალურად ქვეყნის მომავალზე და ვის ქვეყნის მომავალთან ერთად პრობლემები აქვს და რაღაც აწუხებს“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავენ, "მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია". თუმცა, აღნიშნავენ, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, „ძლიერ საქართველოში“ განმარტავენ, რომ „გახარიას შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა შეთანხმებაზე“. როგორც ხაზარაძემ განმარტა, მზად იყო, გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, თუმცა 15:00 საათზე "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ დაურეკა და უთხრა, რომ შეთანხმებაზე უარს ამბობდა და შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.

წაიკითხეთ ასევე: