მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა
არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იმ დროს აიყ­ვა­ნეს, როცა ის ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და.

ბექა ჯა­ი­ანს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხვალ წა­უ­ყე­ნე­ბენ, რის შემ­დე­გაც სა­სა­მარ­თლო მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი­დან ამო­ღე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ მი­დის ბრალ­დე­ბუ­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე და და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წუთ­ში რო­გორ ტო­ვებს სა­დარ­ბა­ზოს.

მოკ­ლუ­ლის მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გეს, აბ­რა­მი­ძის სახ­ლთან მი­სულ­მა მე­ზო­ბელ­მა კი ახალ­გაზ­რდა ქალი მოკ­ლუ­ლი იპო­ვა. მე­ზობ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით­ვე, აღ­ნიშ­ნულ მა­მა­კაცს ისი­ნი ხში­რად ხე­დავ­დნენ. მა­თი­ვე ცნო­ბით, აბ­რა­მი­ძეს ბექა ჯა­ი­ა­ნის მხრი­დან მუ­ქა­რა­ზეც არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია.

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის ცხე­და­რი ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­შია, ის ექ­სპერ­ტი­ზა­ზე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გუ­შინ გა­და­ას­ვე­ნეს.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა ჯა­ი­ა­ნი ერთ-ერთი ღა­მის კლუ­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით 19:00 საათზე და დაახლოებით, 15 წუთში როგორ ტოვებს სადარბაზოს.

მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი მოკლული იპოვა. მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.

კესარია აბრამიძის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია, ის ექსპერტიზაზე შემთხვევის ადგილიდან გუშინ გადაასვენეს.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბექა ჯაიანი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: