საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველებო, ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა, მაგრამ მზად ვარ, ჭკუა ვასწავლო" - მერაბ დვალიშვილის სკანდალური განცხადება მის მომდევნო მეტოქეზე
"ქართველებო,  ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა, მაგრამ მზად ვარ, ჭკუა ვასწავლო" - მერაბ დვალიშვილის სკანდალური განცხადება მის მომდევნო მეტოქეზე

UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის მომ­დევ­ნო მე­ტო­ქედ, და­ღეს­ტნე­ლი მებ­რძო­ლი, უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რუ­ლი ხა­ბი­ბის ბი­ძაშ­ვი­ლია.

  • მე­რა­ბი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ში" პოსტს აქ­ვეყ­ნებს და იმ უსა­მარ­თლო­ბა­ზე წერს, რა­საც გა­და­ა­წყდა. მე­რა­ბი ასე­ვე აზი­ა­რებს ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რაც პი­ოტრ იანი და­ა­მარ­ცხა. ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ულო­ცავს გა­მარ­ჯვე­ბას მე­რაბს უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი.

"ეს იყო პი­ტერ ია­ნის ბრძო­ლის შემ­დეგ. მე­გო­ნა, ამ არას­წორს მო­ლოც­ვა უნ­დო­და, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ჩემი ბრძო­ლა­ში გა­მოწ­ვე­ვა უნ­დო­და. ასეც მოხ­და.

მე­ო­რე დღეს UFC-მ ამ ბრძო­ლა­ზე კონ­ტრაქ­ტი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და ფაქ­ტი­უ­რად მი­ჩა­ლი­ჩებ­და ყვე­ლა. რად­გან 2 თვე­ში ისევ უნდა მებ­რძო­ლა ურე­ი­ტინ­გო ძლი­ერ მებ­რძოლ­თან მა­შინ, როცა ვერც დას­ვე­ნე­ბას მო­ვაწ­რებ­დი და ვერც მომ­ზა­დე­ბას ახა­ლი ბრძო­ლის­თვის.

მე ზე­დი­ზედ 9 გა­მარ­ჯვე­ბა მქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი. რე­ი­ტინ­გშიც N1 ვი­ყა­ვი. უმარს დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი და სპორ­ტუ­ლი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა ამოძ­რა­ვებ­და ჩემს მი­მართ.

ქარ­თვე­ლე­ბო, რომ იცო­დეთ ეს ბიჭი არას­წო­რია ჩემ­თან და არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია ჩემ­თან ბრძო­ლა. თუმ­ცა იმი­ტომ, რომ ხა­ბი­ბის ბი­ძაშ­ვი­ლია, ამა­საც თეთ­რი ფა­ფა­ხი აქვს, და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია, არა­ბი შე­ი­ხე­ბი­დან ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს, რომ­ლე­ბიც ას­პონ­სო­რე­ბენ UFC-ის.

UFC-იც ხელს უწყობს და შე­ახ­ვედ­რეს N 2-ს, რომ რე­ი­ტინგზიც კარ­გად ჩამ­ჯდა­რი­ყო. მოკ­ლედ, UFC-ს აწყობს ამის გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბა, რად­გან ფი­ნან­სუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის. ამი­ტომ, მზად ვარ ვებ­რძო­ლო მას შემ­დე­გი და მი­ვი­ღო ეგ გა­მოწ­ვე­ვა.

ამა­საც ვას­წავ­ლი ჭკუ­ას და პა­ტი­ვის­ცე­მას…" - წერს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში შონ ომა­ლი და­ა­მარ­ცხა და ჩემ­პი­ო­ნის ქა­მარს და­ე­უფ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგო
4

არ გინდა მერა ბლატაობა , საქმეს მიხედე , საქმეს. ბლატნოები საკმარისად გვყავს.

თუთაშხია
3

არც ერთი არა ხართ მართალი, როგორ შეიძლება ორი კავკასიელი ვაჟკაცი უთვისტომოების დაკრულზე ცეკვავთ, სად კავკასია და სად უთვისტომოები, კაცობა ფულზე არ გაცვალოთ და ერთმანეთს ხელი არ აკადროთ, ასეა ეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქართველებო, ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა, მაგრამ მზად ვარ, ჭკუა ვასწავლო" - მერაბ დვალიშვილის სკანდალური განცხადება მის მომდევნო მეტოქეზე

"ქართველებო,  ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა, მაგრამ მზად ვარ, ჭკუა ვასწავლო" - მერაბ დვალიშვილის სკანდალური განცხადება მის მომდევნო მეტოქეზე

UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქედ, დაღესტნელი მებრძოლი, უმარ ნურმაგომედოვი განიხილება, რომელიც ლეგენდარული ხაბიბის ბიძაშვილია.

  • მერაბი ამ თემასთან დაკავშირებით "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს და იმ უსამართლობაზე წერს, რასაც გადააწყდა. მერაბი ასევე აზიარებს ვიდეოს, რომელიც მას შემდეგ არის გადაღებული, რაც პიოტრ იანი დაამარცხა. ვიდეოში ჩანს, როგორ ულოცავს გამარჯვებას მერაბს უმარ ნურმაგომედოვი.

"ეს იყო პიტერ იანის ბრძოლის შემდეგ. მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ასეც მოხდა.

მეორე დღეს UFC-მ ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტიურად მიჩალიჩებდა ყველა. რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან მაშინ, როცა ვერც დასვენებას მოვაწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლისთვის.

მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი. უმარს დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემს მიმართ.

ქართველებო, რომ იცოდეთ ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა. თუმცა იმიტომ, რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებიდან ფინანსური მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ასპონსორებენ UFC-ის.

UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N 2-ს, რომ რეიტინგზიც კარგად ჩამჯდარიყო. მოკლედ, UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება, რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის. ამიტომ, მზად ვარ ვებრძოლო მას შემდეგი და მივიღო ეგ გამოწვევა.

ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას…" - წერს მერაბ დვალიშვილი.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.