მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში არ არსებობს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და კასპში რანაირად იქნება" - რას ფიქრობენ მერის სიტყვებზე ცნობილი კასპელები ოლეგ იაძე და მარეხ ყამბეგაშვილი?
"საქართველოში არ არსებობს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და კასპში რანაირად იქნება" - რას ფიქრობენ მერის სიტყვებზე ცნობილი კასპელები ოლეგ იაძე და მარეხ ყამბეგაშვილი?

მე­ო­რე დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კას­პში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბი სა­ხუ­მა­რო თე­მად არის ქცე­უ­ლი.

გუ­შინ, კას­პის მერი მო­სახ­ლე­ო­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გო­რის მერ­თან, ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვილ­თან და პარ­ლა­მენ­ტარ ირაკ­ლი მე­ზურ­ნიშ­ვილ­თან ერ­თად შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რი­სას ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძემ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხზე ისა­უბ­რა.

“უნდა აიკ­რძა­ლოს "ერ­თსქე­სი­ან­თა" ქორ­წი­ნე­ბა ჩვენს რე­გი­ონ­ში, უნდა აიკ­რძა­ლოს "ერ­თსქე­სი­ან­თა" ოჯა­ხებ­ში ბავ­შვის აყ­ვა­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კას­პის მო­სახ­ლე­ო­ბა და­უდ­გე­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” გვერ­დში. ავ­ტო­მა­ტუ­რად, ლა­დოს და­უდ­გე­ბა გვერ­დში და გვე­ყო­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში. მარ­ტო გორ­ზე არ იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი, გა­და­ნა­წილ­დე­ბა მისი ყუ­რა­დღე­ბა კასპზეც”, - გა­ნა­ცხა­და მა­ი­სუ­რა­ძემ.

მე­რის თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ირ “აყ­ვა­ვე­ბულ ქვე­ყა­ნას” თა­ვად სთხოვს, რომ მას­თან გა­ერ­თი­ან­დეს.

“ევ­რო­კავ­ში­რი მერე თვი­თონ მიგ­ვი­ღებს, თუ ვუნ­დი­ვართ, ეს აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აქეთ გვთხო­ვენ, შე­მო­დი­თო”, - ამ­ბობს მა­ი­სუ­რა­ძე.

რას ფიქ­რო­ბენ მე­რის სი­ტყვებ­ზე ცნო­ბი­ლი კას­პე­ლე­ბი, ოლეგ იაძე და მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი? - რო­დე­საც მათ კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვუ­კავ­შირ­დით, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და არ­ცერთ მათ­განს მე­რის სი­ტყვე­ბი მოს­მე­ნი­ლი არ ჰქონ­და.

მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი და ოლეგ იაძე 2014 წელს მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. მა­შინ ოლეგ იაძე კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი იყო, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რე­ხი კი - მისი ოპო­ნენ­ტი. "კას­პი არის ტა­ტა­მი, ოლე­გაა ჩვე­ნი მწვრთნე­ლი", - ამ­ბობ­და მა­შინ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი.

ახლა მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, ოლეგ იაძე კი გა­დამ­დგა­რი ჩი­ნო­სა­ნი, რო­მე­ლიც მშობ­ლი­ურ სო­ფელ მე­ტეხ­ში დაბ­რუნ­და და სპორტდარ­ბაზ­ში მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობს.

მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი:

- არ ვიცი, არ მო­მის­მე­ნია. ახ­ლაც მქონ­და სა­უ­ბა­რი, სულ არ მა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, იყ­ვნენ თა­ვის­თვის, არა­ვის პი­რად სივ­რცე­ში არ ვიჭ­რე­ბი. ჩვენს სივ­რცე­შიც ნუ შე­მო­იჭ­რე­ბი­ან თა­ვი­ან­თი მო­გო­ნი­ლი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას არ მი­ვე­სალ­მე­ბი.

- თქვენს რე­გი­ონ­ში იყო აქამ­დე ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბე­ბი?

- არ ვიცი, არ მო­მის­მე­ნია, არც გა­მი­გია, რომ ვინ­მე ვინ­მეს მი­ას­კდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა და კას­პში რა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა.

მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი ირაკ­ლი მე­ზურ­ნიშ­ვილ­თან ერ­თად

- ხომ არ ყო­ფი­ლა თქვენს რე­გი­ონ­ში შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტე­ბი?

- არა, ჩვენ­თა­ნაც ცხოვ­რობ­და ერთი ასე­თი და მას­თან ყვე­ლას მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

ოლეგ ია­ძეც წი­ნა­აღ­მდე­გია ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის, თუმ­ცა მე­რის გა­მოს­ვლა მა­საც არ მო­უს­მე­ნია. ამ­ბობს, რომ და­უ­ფა­სებ­ლო­ბა ვერ აი­ტა­ნა და ახლა სო­ფელ­ში ცხოვ­რობს.

- ცოტა ისე­თი პი­როვ­ნე­ბა ვარ, მტე­რიც და მოყ­ვა­რეც ერ­თნა­ი­რად მექ­ცე­ვა. ჩარ­თუ­ლი ვარ პო­ლი­ტი­კურ ამ­ბებ­ში. და­უ­ფა­სებ­ლო­ბა ვერ ავი­ტა­ნე და ოთხი წე­ლია სო­ფელ­ში ვარ, ჩა­ვი­კე­ტე. აქ პა­ტა­რა სპორ­ტუ­ლი ბა­ზაა და მე­ნე­ჯე­რად ვმუ­შა­ობ.

- ისევ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უჭერთ მხარს?

- რა თქმა უნდა.

- კას­პის მე­რის სი­ტყვებ­ზე რას იტყვით, რო­მე­ლიც, თქვენს რე­გი­ონ­ში ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის აკ­რძალ­ვას ითხოვს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა გვერ­დში და­უდ­გე­ბა...

- ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ამ მარ­თმა­დი­დებ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში რა უნდა "ერ­თსქე­სი­ა­ნო­ბას"?.. არ უნდა დას­ვათ ასე­თი კი­თხვა. მთე­ლი მსოფ­ლიო მაქვს შე­მოვ­ლი­ლი და ნუ მას­წავ­ლი­ან, დე­მოკ­რა­ტია რა არის. მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში ორი ქალი მეფე გვყავ­და...

- გა­გი­გი­ათ, რომ კას­პში ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ლი შედ­გა?

- კას­პში არა, მაგ­რამ ხომ იყო ფაქ­ტი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი და­ქორ­წინ­დნენ. ტე­ლე­ვი­ზორ­შიც აჩ­ვე­ნეს, გა­ზე­თებ­შიც და­წე­რეს. კას­პში მოხ­დე­ბა, თუ ჭი­ა­თუ­რა­ში, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ მოხ­და.

- ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლის იმე­დი თუ გაქვთ პო­ლი­ტი­კა­ში?

- რა თქმა უნდა, ლე­გენ­დაა, მუშა-გლე­ხის ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი შვი­ლია. მე­ო­რე მხა­რეა, სპორ­ტსმე­ნე­ბი რამ­დე­ნად უნდა იყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტში, მე თუ მკი­თხავთ, უნდა იყ­ვნენ.

- იცით, თქვე­ნამ­დე ქალ­ბა­ტონ მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვილს და­ვუ­რე­კე კო­მენ­ტარ­ზე...

- კარ­გით რა, არ გინ­დათ. მაგ გო­გოს­თან მე კავ­ში­რი არ მქო­ნია, შტა­ბის უფ­რო­სი რომ ვი­ყა­ვი, აქ­ტი­ვის­ტი იყო. გამ­გე­ბე­ლი რომ გავ­ხდი, ამ­ბობ­და, "კას­ტუმს იხ­დი­და და დე­დას გვა­გი­ნებ­დაო“, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, ეგ ვი­კად­რო. მა­ში­ნაც "ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი იყო და ახ­ლაც ალ­ბათ არის. მე "ოც­ნე­ბას" არ ვუდ­გა­ვარ გვერ­დში, მე სამ­შობ­ლოს ვუდ­გა­ვარ. მომ­სპეს და გა­მა­ნად­გუ­რეს, ოთხი წე­ლია სო­ფელ­ში ვარ ჩა­კე­ტი­ლი, მაგ­რამ მა­ინც...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"საქართველოში არ არსებობს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და კასპში რანაირად იქნება" - რას ფიქრობენ მერის სიტყვებზე ცნობილი კასპელები ოლეგ იაძე და მარეხ ყამბეგაშვილი?

"საქართველოში არ არსებობს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და კასპში რანაირად იქნება" - რას ფიქრობენ მერის სიტყვებზე ცნობილი კასპელები ოლეგ იაძე და მარეხ ყამბეგაშვილი?

მეორე დღეა სოციალურ ქსელში კასპში მომხდარი ამბები სახუმარო თემად არის ქცეული.

გუშინ, კასპის მერი მოსახლეობას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და პარლამენტარ ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრისას ვახტანგ მაისურაძემ მოსახლეობასთან ერთსქესიანთა ქორწინების საკითხზე ისაუბრა.

“უნდა აიკრძალოს "ერთსქესიანთა" ქორწინება ჩვენს რეგიონში, უნდა აიკრძალოს "ერთსქესიანთა" ოჯახებში ბავშვის აყვანა. დარწმუნებული ვარ, კასპის მოსახლეობა დაუდგება “ქართულ ოცნებას” გვერდში. ავტომატურად, ლადოს დაუდგება გვერდში და გვეყოლება პარლამენტში. მარტო გორზე არ იქნება აქცენტი გაკეთებული, გადანაწილდება მისი ყურადღება კასპზეც”, - განაცხადა მაისურაძემ.

მერის თქმით, ევროკავშირი საქართველოსნაირ “აყვავებულ ქვეყანას” თავად სთხოვს, რომ მასთან გაერთიანდეს.

“ევროკავშირი მერე თვითონ მიგვიღებს, თუ ვუნდივართ, ეს აყვავებული ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, აქეთ გვთხოვენ, შემოდითო”, - ამბობს მაისურაძე.

რას ფიქრობენ მერის სიტყვებზე ცნობილი კასპელები, ოლეგ იაძე და მარეხ ყამბეგაშვილი? - როდესაც მათ კომენტარისთვის დავუკავშირდით, გაგიკვირდებათ და არცერთ მათგანს მერის სიტყვები მოსმენილი არ ჰქონდა.

მარეხ ყამბეგაშვილი და ოლეგ იაძე 2014 წელს მთელმა საქართველომ გაიცნო. მაშინ ოლეგ იაძე კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, ქალბატონი მარეხი კი - მისი ოპონენტი. "კასპი არის ტატამი, ოლეგაა ჩვენი მწვრთნელი", - ამბობდა მაშინ ყამბეგაშვილი.

ახლა მარეხ ყამბეგაშვილი ადგილობრივი მერიის თანამშრომელია, ოლეგ იაძე კი გადამდგარი ჩინოსანი, რომელიც მშობლიურ სოფელ მეტეხში დაბრუნდა და სპორტდარბაზში მენეჯერად მუშაობს.

მარეხ ყამბეგაშვილი:

- არ ვიცი, არ მომისმენია. ახლაც მქონდა საუბარი, სულ არ მაღიზიანებენ ლგბტ თემის წარმომადგენლები, იყვნენ თავისთვის, არავის პირად სივრცეში არ ვიჭრები. ჩვენს სივრცეშიც ნუ შემოიჭრებიან თავიანთი მოგონილი უფლებების დასაცავად. ერთსქესიანთა ქორწინებას არ მივესალმები.

- თქვენს რეგიონში იყო აქამდე ერთსქესიანი ქორწინებები?

- არ ვიცი, არ მომისმენია, არც გამიგია, რომ ვინმე ვინმეს მიასკდა. საქართველოში არ არსებობს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და კასპში რანაირად იქნება.

მარეხ ყამბეგაშვილი ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად

- ხომ არ ყოფილა თქვენს რეგიონში შევიწროების ფაქტები?

- არა, ჩვენთანაც ცხოვრობდა ერთი ასეთი და მასთან ყველას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

ოლეგ იაძეც წინააღმდეგია ერთნაირსქესიანთა ქორწინების, თუმცა მერის გამოსვლა მასაც არ მოუსმენია. ამბობს, რომ დაუფასებლობა ვერ აიტანა და ახლა სოფელში ცხოვრობს.

- ცოტა ისეთი პიროვნება ვარ, მტერიც და მოყვარეც ერთნაირად მექცევა. ჩართული ვარ პოლიტიკურ ამბებში. დაუფასებლობა ვერ ავიტანე და ოთხი წელია სოფელში ვარ, ჩავიკეტე. აქ პატარა სპორტული ბაზაა და მენეჯერად ვმუშაობ.

- ისევ "ქართულ ოცნებას" უჭერთ მხარს?

- რა თქმა უნდა.

- კასპის მერის სიტყვებზე რას იტყვით, რომელიც, თქვენს რეგიონში ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას ითხოვს და დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა გვერდში დაუდგება...

- ჩემთვის მიუღებელია, ამ მართმადიდებლურ ქვეყანაში რა უნდა "ერთსქესიანობას"?.. არ უნდა დასვათ ასეთი კითხვა. მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი და ნუ მასწავლიან, დემოკრატია რა არის. მე-12 საუკუნეში ორი ქალი მეფე გვყავდა...

- გაგიგიათ, რომ კასპში ერთნაირსქესიანთა ქორწილი შედგა?

- კასპში არა, მაგრამ ხომ იყო ფაქტი, რომ ქართველები დაქორწინდნენ. ტელევიზორშიც აჩვენეს, გაზეთებშიც დაწერეს. კასპში მოხდება, თუ ჭიათურაში, რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოში ხომ მოხდა.

- ლადო ხინჩეგაშვილის იმედი თუ გაქვთ პოლიტიკაში?

- რა თქმა უნდა, ლეგენდაა, მუშა-გლეხის ოჯახში გაზრდილი შვილია. მეორე მხარეა, სპორტსმენები რამდენად უნდა იყვნენ პარლამენტში, მე თუ მკითხავთ, უნდა იყვნენ.

- იცით, თქვენამდე ქალბატონ მარეხ ყამბეგაშვილს დავურეკე კომენტარზე...

- კარგით რა, არ გინდათ. მაგ გოგოსთან მე კავშირი არ მქონია, შტაბის უფროსი რომ ვიყავი, აქტივისტი იყო. გამგებელი რომ გავხდი, ამბობდა, "კასტუმს იხდიდა და დედას გვაგინებდაო“, ღმერთმა დამიფაროს, ეგ ვიკადრო. მაშინაც "ოცნების" მხარდამჭერი იყო და ახლაც ალბათ არის. მე "ოცნებას" არ ვუდგავარ გვერდში, მე სამშობლოს ვუდგავარ. მომსპეს და გამანადგურეს, ოთხი წელია სოფელში ვარ ჩაკეტილი, მაგრამ მაინც...