მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორის ცნობით, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა
პროკურორის ცნობით, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა

ბლო­გერ უჩა აბა­ში­ძის მე­უღ­ლემ, მა­რი­ამ იაშ­ვილ­მა ბრალი აღი­ა­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ და­ხუ­რუ­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ანა ხა­ხა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, ბრალ­დე­ბულ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უდა­ვოდ ცნო.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მას არ დას­წრე­ბია უჩა აბა­ში­ძე.

ცნო­ბის­თვის, უჩა აბა­ში­ძე­სა და მა­რი­ამ იაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა და 236-ე მუხ­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნეს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა - შე­ნახ­ვას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 4 მა­ისს, სულ სხვა საქ­მე­ზე და­ი­წყო. კერ­ძოდ კი, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის ფაქ­ტებ­ზე. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უჩა აბა­ში­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს. გა­მო­ძი­ე­ბით კი დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში სხვა­დას­ხვა ვი­დეო-აუ­დიო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ფა­რუ­ლად და­ა­მონ­ტა­ჟეს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მა­რი­ამ იაშ­ვილ­სა და სხვა­დას­ხვა პი­რებს შო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ტი­მურ კავ­შირს უკა­ნო­ნოდ იღებ­დნენ.

ამას­თა­ნა­ვე, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვეს და მათ კუთ­ვნილ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში ასე­უ­ლო­ბით პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ნა­ხეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბიც ფი­გუ­რი­რე­ბენ, რო­მელ­თა გა­და­ღე­ბაც უკა­ნო­ნოდ, მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბო­და მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პროკურორის ცნობით, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა

პროკურორის ცნობით, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა. აღნიშნულის შესახებ დახურული სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ანა ხახანიშვილმა განაცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, ბრალდებულმა მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია უჩა აბაშიძე.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

ამასთანავე, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.