მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს - რას აცხადებს ენტონი ბლინკენი
60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს - რას აცხადებს ენტონი ბლინკენი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­თა და ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით კვლავ შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ, - ამის შე­სა­ხებ ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ ოფი­ცი­ა­ლურ პირს - ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, ზვი­ად "ხა­რე­ბა“ ხა­რა­ზიშ­ვილს და მის ერთ-ერთ მო­ად­გი­ლეს, მი­ლე­რი ლა­გა­ზა­ურს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა - "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის დროს ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბი­სას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. ასე­ვე, ჩვენ სან­ქცი­ებს ვუ­წე­სებთ ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფის ორ ქარ­თველ ლი­დერს, კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­ში­ა­სა და ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძეს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვის­თვის, მათ შო­რის ქარ­თვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბას იყე­ნებ­დნენ, ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ასე­ვე, სა­ქარ­ვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რის გა­მო­თხრა­ში მო­ნა­წი­ლე 60-ზე მეტი ქარ­თვე­ლი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის მიზ­ნით აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი და­მა­ტე­ბით ზო­მებს იღებს.

"მათ შო­რის არი­ან სამ­თავ­რო­ბო და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს, კო­რუფ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­რცე­ლე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას და ხელს უწყო­ბენ ძა­ლა­დობ­რივ ექ­სტრე­მიზმს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ დე­მონ­სტრან­ტე­ბის ცე­მა­ში და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შეს არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ზღუდ­ვა­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ამას­თან, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­თა და ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლია და სა­პა­სუ­ხო და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის გან­ხილ­ვას გა­ნაგ­რძობს.

"აშშ მხარს უჭერს ქარ­თვე­ლე­ბის შეკ­რე­ბის, გა­მო­ხატ­ვი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის უფ­ლე­ბას ძა­ლა­დო­ბის, და­ში­ნე­ბი­სა დ ჩახ­შო­ბის ში­შის გა­რე­შე“, - აცხა­დებს ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს - რას აცხადებს ენტონი ბლინკენი

60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს - რას აცხადებს ენტონი ბლინკენი

საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით კვლავ შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ ენტონი ბლინკენის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად "ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა - "უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის. ასევე, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული დაჯგუფის ორ ქართველ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ, ძალადობრივი თავდასხმებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • ასევე, საქარველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს.

"მათ შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

  • ამასთან, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით შეშფოთებულია და საპასუხო დამატებითი ზომების განხილვას განაგრძობს.

"აშშ მხარს უჭერს ქართველების შეკრების, გამოხატვისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ძალადობის, დაშინებისა დ ჩახშობის შიშის გარეშე“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.