კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეფე ჩარლზმა და პრინცმა უილიამმა ჰარის 40 წლის იუბილე მიულოცეს - მათ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე მეგანი "გამქრალია"
მეფე ჩარლზმა და პრინცმა უილიამმა ჰარის 40 წლის იუბილე მიულოცეს - მათ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე მეგანი "გამქრალია"

მე­ფემ ჩარლზ­მა, უელ­სის პრინცმა უი­ლი­ამ­მა და პრინ­ცე­სა ქე­ით­მა პრინც ჰა­რის სა­ჯა­როდ მი­უ­ლო­ცეს 40 წლის იუ­ბი­ლე, რაც ზო­გი­ერ­თმა შე­თან­ხმე­ბულ სამ­შვი­დო­ბო შე­თა­ვა­ზე­ბად აღიქ­ვა.

მათ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის ინ­ტერ­ვა­ლით, თა­ვი­ანთ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­არ­ხებ­ზე პოს­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, ამა­სო­ბა­ში კი სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი ზე­ი­მის­თვის კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ემ­ზა­დე­ბო­და.

ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც სა­მე­ფო ოჯახ­მა მისი და­ბა­დე­ბის დღე X-სა და Instagram-ზე აღ­ნიშ­ნა - ისე, რო­გორც ისი­ნი ყვე­ლა მოქ­მე­დი სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის იუ­ბი­ლის დროს იქ­ცე­ვი­ან. ორი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც მათ ჰარი რა­ი­მე კონ­ტექ­სტში ახ­სე­ნეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჰა­რის სუ­რა­თი, რო­მე­ლიც პოს­ტებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, 2018 წელს, მა­ში­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც ის სა­მე­ფო ოჯა­ხის მოქ­მე­დი წევ­რი იყო და დუბ­ლინ­ში ვი­ზი­ტით მე­გან­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მაგ­რამ ჰა­რის მე­უღ­ლე ფო­ტო­დან, რო­გორც ჩანს, ფო­ტოგ­რაფ­მა ამოჭ­რა.

ამ ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჰა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მისი მე­მუ­ა­რე­ბის შემ­დეგ გა­მო­ცე­მა­ში მისი ოჯა­ხის­გან გა­უ­ცხო­ე­ბა­ზე ახალ თავს აღარ და­წერს. რო­გორც Mail-მა გა­ამ­ჟღავ­ნა, ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი იყო ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის­თვის.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ასე­ვე ცდი­ლობ­დნენ, თავი აე­რი­დე­ბი­ნათ სა­ს­ექ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხის გან­ხილ­ვის­გან და მე­ფი­სა და მისი გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი ვა­ჟის გარ­შე­მო "სივ­რცე" შე­ექ­მნათ, რათა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა თუ არა რა­ი­მეს გა­დარ­ჩე­ნა მათი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩარლ­ზი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია და გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, ჰა­რის ზო­გი­ერთ ბრალ­დე­ბას არ აჰ­ყვეს, ის მთლი­ა­ნად არას­დროს და­ხუ­რავს კარს თა­ვი­სი უმ­ცრო­სი ვა­ჟის­თვის.

მაგ­რამ მას სურს, დარ­წმუნ­დეს, რომ ჰა­რის მხრი­დან ოჯახს შე­ტე­ვა აღარ ემუქ­რე­ბა და თუ ისი­ნი ისა­უბ­რე­ბენ, სა­ს­ექ­სე­ბი ამას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ გა­ა­სა­ჯა­რო­ე­ბენ.

სა­სახ­ლეს არ გა­უ­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი იმის შე­სა­ხებ, ესა­უბ­რა თუ არა მეფე თა­ვის ვაჟს პი­რა­დად. ეს "პი­რად სა­კი­თხად" მი­იჩ­ნე­ვა. მომ­დევ­ნო კვი­რებ­ში ჰარი შე­იძ­ლე­ბა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში გა­ემ­გზავ­როს, რათა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია Wellchild-ის და­ჯილ­დო­ე­ბას და­ეს­წროს.

მეფე ამ­ჟა­მად შოტ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ სამ­კურ­ნა­ლოდ მუდ­მი­ვად ბრუნ­დე­ბა ხოლ­მე ლონ­დონ­ში.

წყა­რო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

მეფე ჩარლზმა და პრინცმა უილიამმა ჰარის 40 წლის იუბილე მიულოცეს - მათ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე მეგანი "გამქრალია"

მეფე ჩარლზმა და პრინცმა უილიამმა ჰარის 40 წლის იუბილე მიულოცეს - მათ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე მეგანი "გამქრალია"

მეფემ ჩარლზმა, უელსის პრინცმა უილიამმა და პრინცესა ქეითმა პრინც ჰარის საჯაროდ მიულოცეს 40 წლის იუბილე, რაც ზოგიერთმა შეთანხმებულ სამშვიდობო შეთავაზებად აღიქვა.

მათ, რამდენიმე საათის ინტერვალით, თავიანთ სოციალურ მედიაარხებზე პოსტები გამოაქვეყნეს, ამასობაში კი სასექსის ჰერცოგი ზეიმისთვის კალიფორნიაში ემზადებოდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც სამეფო ოჯახმა მისი დაბადების დღე X-სა და Instagram-ზე აღნიშნა - ისე, როგორც ისინი ყველა მოქმედი სამეფო ოჯახის წევრის იუბილის დროს იქცევიან. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მათ ჰარი რაიმე კონტექსტში ახსენეს.

საინტერესოა, რომ ჰარის სურათი, რომელიც პოსტებში გამოქვეყნდა, 2018 წელს, მაშინაა გადაღებული, როდესაც ის სამეფო ოჯახის მოქმედი წევრი იყო და დუბლინში ვიზიტით მეგანთან ერთად იმყოფებოდა. მაგრამ ჰარის მეუღლე ფოტოდან, როგორც ჩანს, ფოტოგრაფმა ამოჭრა.

ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარის გადაწყვეტილებით, მისი მემუარების შემდეგ გამოცემაში მისი ოჯახისგან გაუცხოებაზე ახალ თავს აღარ დაწერს. როგორც Mail-მა გაამჟღავნა, ეს მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზი იყო ბუკინგემის სასახლისთვის.

ოფიციალური პირები ასევე ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ სასექსებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვისგან და მეფისა და მისი გაუცხოებული ვაჟის გარშემო "სივრცე" შეექმნათ, რათა გამოჩენილიყო, შეიძლება თუ არა რაიმეს გადარჩენა მათი დაზიანებული ურთიერთობიდან.

არსებული ცნობებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზი გაბრაზებულია და გადაწყვეტილი აქვს, ჰარის ზოგიერთ ბრალდებას არ აჰყვეს, ის მთლიანად არასდროს დახურავს კარს თავისი უმცროსი ვაჟისთვის.

მაგრამ მას სურს, დარწმუნდეს, რომ ჰარის მხრიდან ოჯახს შეტევა აღარ ემუქრება და თუ ისინი ისაუბრებენ, სასექსები ამას დაუყოვნებლივ არ გაასაჯაროებენ.

სასახლეს არ გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ, ესაუბრა თუ არა მეფე თავის ვაჟს პირადად. ეს "პირად საკითხად" მიიჩნევა. მომდევნო კვირებში ჰარი შეიძლება, გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავროს, რათა საქველმოქმედო ორგანიზაცია Wellchild-ის დაჯილდოებას დაესწროს.

მეფე ამჟამად შოტლანდიაში ცხოვრობს, მაგრამ სამკურნალოდ მუდმივად ბრუნდება ხოლმე ლონდონში.

წყარო