16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალდიდობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დატბორილი ქუჩები და სახლები - არის მსხვერპლი - ფოტოები სტიქიის ზონიდან
წყალდიდობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დატბორილი ქუჩები და სახლები -  არის მსხვერპლი - ფოტოები სტიქიის ზონიდან

ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში კო­კის­პი­რულ­მა წვი­მებ­მა მდი­ნა­რე­ე­ბის ადი­დე­ბა გა­მო­იწ­ვია და ათა­სო­ბით სახ­ლი და­ა­ზი­ა­ნა.

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დო­ნალდ ტუსკმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ სტი­ქი­ის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო.

პო­ლო­ნე­თის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ოპო­ლეს რე­გი­ონ­ში, გლუ­ხო­ლა­ზის მერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მდი­ნა­რე ნა­პი­რე­ბი­დან გად­მო­ვი­და და ქა­ლა­ქი და­იტ­ბო­რა. მან მო­სახ­ლე­ო­ბას შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში თა­ვის შე­ფა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ამას­თან, ქა­ლაქ კრა­კოვ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას, წყალ­დი­დო­ბის­გან დაც­ვის მიზ­ნით, ქვი­შის ტომ­რე­ბი შეს­თა­ვა­ზეს. პრე­მი­ერ დო­ნალდ ტუს­კის გან­ცხა­დე­ბით, სტი­ქი­ის გამო, ქა­ლაქ კლო­ძკო­ში 1 600 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

ჩე­ხეთ­ში, წყალ­დი­დო­ბის გამო, ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და და ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ რა­ი­ო­ნებ­ში 51 000 ოჯა­ხი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა. სამ­ხრეთ ბო­ჰე­მი­ის რე­გი­ონ­ში კაშ­ხა­ლი ადიდ­და. გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრმა, პეტრ ჰლა­დიკ­მა და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, სახ­ლე­ბის და­სა­ტო­ვებ­ლად მო­ემ­ზა­დონ.

ჩე­ხეთ­ში, სტი­ქი­ის გამო, ქვეყ­ნის ორ უმაღ­ლეს ლი­გა­ში შა­ბათ-კვი­რას და­გეგ­მი­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბი ჩა­ი­შა­ლა.

მსხვერ­პლი მოჰ­ყვა შტორმ „ბო­რისს“ რუ­მი­ნეთ­შიც, სა­დაც წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

წყალდიდობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დატბორილი ქუჩები და სახლები - არის მსხვერპლი - ფოტოები სტიქიის ზონიდან

წყალდიდობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დატბორილი ქუჩები და სახლები -  არის მსხვერპლი - ფოტოები სტიქიის ზონიდან

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კოკისპირულმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ათასობით სახლი დააზიანა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიხრჩო.

პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ოპოლეს რეგიონში, გლუხოლაზის მერმა განაცხადა, რომ მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქი დაიტბორა. მან მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ქალაქ კრაკოვში მოსახლეობას, წყალდიდობისგან დაცვის მიზნით, ქვიშის ტომრები შესთავაზეს. პრემიერ დონალდ ტუსკის განცხადებით, სტიქიის გამო, ქალაქ კლოძკოში 1 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ჩეხეთში, წყალდიდობის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა და ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში 51 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში კაშხალი ადიდდა. გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა დაზარალებულ მოსახლეობას მოუწოდა, სახლების დასატოვებლად მოემზადონ.

ჩეხეთში, სტიქიის გამო, ქვეყნის ორ უმაღლეს ლიგაში შაბათ-კვირას დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები ჩაიშალა.

მსხვერპლი მოჰყვა შტორმ „ბორისს“ რუმინეთშიც, სადაც წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.