საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა "დიეტას" იცავენ და როგორ ცხოვრობენ უძველეს ტომში, სადაც ყველაზე ჯანმრთელი ხალხია - ჯუნგლებში დამალული საიდუმლო და მეცნიერების მიგნება
რა "დიეტას" იცავენ და როგორ ცხოვრობენ უძველეს ტომში, სადაც ყველაზე ჯანმრთელი ხალხია - ჯუნგლებში დამალული საიდუმლო და მეცნიერების მიგნება

84 წლის მარ­ტი­ნა კან­ცი ნე­ი­ტი ოს­ტა­ტუ­რად მი­იკ­ვლევს გზას ბო­ლი­ვი­ის ჯუნ­გლებ­ში. BBC-ს გუნ­დი ვერ ახერ­ხებს და­ე­წი­ოს მას და სთხო­ვენ შე­ჩერ­დეს. 10 წუთ­ში ის სწრა­ფად თხრის კა­სა­ვას ბუჩ­ქს და და­ნის ორი მოს­მით ბა­ნა­ნის ად­გუ­ლობ­რი­ვი ჯი­შის ნა­ყოფს ჭრის.

  • მარ­ტი­ნა ცი­მა­ნეს ძი­რძვე­ლი ტო­მის წევ­რია, რომ­ლე­ბიც იზო­ლი­რე­ბუ­ლად ცხოვ­რო­ბენ ამა­ზო­ნის ნა­პი­რებ­ზე, ბო­ლი­ვი­ის დე­და­ქა­ლაქ ლა პა­ზი­დან 600 კი­ლო­მეტრში.

მისი ენერ­გია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია ხან­დაზ­მულ ცი­მა­ნე­ებ­ში. მეც­ნი­ე­რე­ბის დას­კვნით, ტომს ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა აქვთ მსოფ­ლი­ო­ში და მათი ტვი­ნი უფრო ნელა ბერ­დე­ბა, ვიდ­რე ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში.

ტომი და­ახ­ლო­ე­ბით 16 ათას ადა­მი­ანს ით­ვლის. წი­ნაპ­რე­ბის მსგავ­სად, ისი­ნიც მის­დე­ვენ ნა­დი­რო­ბას, შემგრო­ვებ­ლო­ბას, თევ­ზა­ო­ბას და მოჰ­ყავთ საკ­ვე­ბი კულ­ტუ­რა.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­დნენ და ბევ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თეს.

ცი­მა­ნე­ე­ბი ეწე­ვი­ან აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბის წესს - ნა­დი­რო­ბას, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას, ქსო­ვენ სახ­ლის სა­ხუ­რა­ვებს. ისი­ნი დღის 10%-ზე ნაკ­ლებს ატა­რე­ბენ მჯდო­მი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი დრო­ის და­ახ­ლო­ე­ბით 54%-ს ზიან.

ცი­მა­ნეს ტომ­ში ნა­დი­რო­ბა რვა სა­ათ­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც ისი­ნი სა­შუ­ა­ლოდ 18 კმ-ს გა­დი­ან.

ტომი მდი­ნა­რე მა­ნიქ­ზე ცხოვ­რობს. იქი­დან უახ­ლო­ეს ქა­ლა­ქამ­დე გე­მით და­ახ­ლო­ე­ბით 100 კი­ლო­მეტ­რია. მათ აქვთ შე­ზღუ­დუ­ლი წვდო­მა გა­და­მუ­შა­ვე­ბულ საკ­ვებ­ზე, ალ­კოჰოლ­სა და სი­გა­რეტ­ზე.

მკვლე­ვა­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ცხი­მი ცი­მა­ნის ტო­მის ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის 14%-ს შე­ად­გენს, მა­გა­ლი­თად, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 34%-ს. ისი­ნი ბევრ ბოჭ­კოს ჭა­მენ და მათი კა­ლო­რი­ე­ბის 72% ნახ­შირ­წყლე­ბი­დან მო­დის.

ცი­მა­ნეს დი­ე­ტის ცი­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი შედ­გე­ბა იმ ცხო­ვე­ლე­ბის ხორ­ცის­გან, რომ­ლებ­ზეც ნა­დი­რო­ბენ (ძი­რი­თა­დად ფრინ­ვე­ლებ­ზე და მა­ი­მუ­ნებ­ზე) და თევზზე. საკ­ვე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ არ არის შემ­წვა­რი.

ამა­ზო­ნის მკვიდრმა მო­სახ­ლე­ო­ბამ მი­ი­პყრო კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა ყუ­რა­დღე­ბა, რომ­ლებ­მაც შე­ნიშ­ნეს, რომ ხან­დაზ­მულს ცი­მა­ნე­ებს არ აწუ­ხებთ ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ჰი­პერ­ტენ­ზია, დი­ა­ბე­ტი ან გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი.

რო­გორც წესი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მე­ბი­სა და სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დაგ­რო­ვე­ბა იწ­ვევს სის­ხლძარ­ღვე­ბის კედ­ლებ­ზე ქო­ლეს­ტე­რი­ნის წარ­მოქ­მნას, რაც იწ­ვევს ათე­როსკლე­როზს.

მეც­ნი­ე­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ 40 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის 705 ცი­მა­ნეს ტო­მის ადა­მი­ა­ნის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია და და­ად­გი­ნეს, რომ მათ ჰქონ­დათ კო­რო­ნა­რუ­ლი ათე­როსკლე­რო­ზი­სა და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

"75 წლის ცი­მა­ნის არ­ტე­რი­ე­ბი ისე­ვე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც 50 წლის ამე­რი­კე­ლის არ­ტე­რი­ე­ბი“, - ამ­ბობს კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი კაპ­ლა­ნი.

2023 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ახალ­მა კვლე­ვამ, აჩ­ვე­ნა, რომ ხან­დაზ­მულ ცი­მა­ნე­ებს 70%-ით ნაკ­ლე­ბი ტვი­ნის ატრო­ფია აქვთ, ვიდ­რე იმა­ვე ასა­კის ადა­მი­ა­ნებს ინ­დუსტრი­ულ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ია­პო­ნია და აშშ.

  • "ჩვენ არ დაგ­ვი­ფიქ­სი­რე­ბია ალ­ცჰე­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა ტო­მის ზრდას­რულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში", - ამ­ბობს ბო­ლი­ვი­ე­ლი ექი­მი და­ნი­ელ ეიდ როდ­რი­გე­სი.

თუმ­ცა, ყო­ველ­თვის არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მათი ზუს­ტი ასა­კის დად­გე­ნა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო, თვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.

ცი­მა­ნე­ე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი ეფუძ­ნე­ბა ჩა­ნა­წე­რებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს გა­კეთ­და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მი­სი­ე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც მათ რე­გი­ონს სტუმ­რობ­დნენ.

მე­ო­რეს მხრივ, მეც­ნი­ე­რე­ბი თა­ვი­ანთ გა­მოთ­ვლებს ცი­მა­ნეს წლო­ვა­ნე­ბას შვი­ლე­ბის ასა­კის მი­ხედ­ვით ით­ვლი­ან.

ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ქალი, ჰილ­და, 81 წლი­საა, მაგ­რამ მისი თქმით, ოჯახ­მა ცოტა ხნის წინ დაკ­ლა ღორი, რათა ქა­ლის­თვის 100 წლის იუ­ბი­ლე აღე­ნიშ­ნათ.

ხუ­ა­ნი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ 78 წლი­საა, ცო­ცხა­ლი თვა­ლე­ბი და ძლი­ე­რი ხე­ლე­ბი აქვს, ასე­ვე თმა­ში არ აქვს ჭა­ღა­რა. თუმ­ცა, კაცი აღი­ა­რებს, რომ ასა­კი თა­ვი­სას შვრე­ბა და „სხე­უ­ლი აღარ უს­მენს. მე აღარ ვნა­დი­რობ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში - მაქ­სი­მუმ ორი დღე.”

ცი­მა­ნე ქა­ლე­ბი, რო­გორც წესი, ქსო­ვენ სახ­ლის სა­ხუ­რა­ვებს ჯა­ტა­ტის­გან, მცე­ნა­რის­გან, რო­მე­ლიც იზ­რდე­ბა ჯუნ­გლებ­ში. მის მო­სა­პო­ვებ­ლად ისი­ნი ჯუნ­გლებ­ში მი­დი­ან და ამას თვე­ში ერთხელ ან ორ­ჯერ აკე­თე­ბენ.

თუმ­ცა, ამა­ზო­ნის ამ ძი­რძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ბევ­რი სი­ბე­რემ­დე ვერ აღ­წევს. ტო­მის შეს­წავ­ლის და­სა­წყის­ში ცი­მა­ნეს სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბა 45 წელი იყო, ახლა კი 50-მდე გა­ი­ზარ­და.

მკვლე­ვა­რებ­მა ტო­მის ქა­ლებს ჰკი­თხეს მათი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

ერთ-ერ­თის თქმით, ექ­ვსი შვი­ლი ჰყავ­და, მათ­გან კი ხუთი გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რეს 12 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, ოთხი გარ­და­იც­ვა­ლა. მე­სა­მე ამ­ბობს, რომ მან სამი შვი­ლი და­ა­საფ­ლა­ვა, ცხრა კი ცო­ცხა­ლია.

„მათ, ვინც 80 წლამ­დე ცხოვ­რობს, ბავ­შვო­ბა­ში მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბა და ინ­ფექ­ცია გა­და­ი­ტა­ნეს“, — გან­მარ­ტავს დოქ­ტო­რი ეიდი.

მკვლე­ვა­რე­ბი თვლი­ან, რომ ცი­მა­ნე მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ჭი­ე­ბით ან მსგავ­სი პა­რა­ზი­ტე­ბით. მათ ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს პა­თო­გე­ნე­ბის მა­ღა­ლი დონე და ან­თე­ბა ტომ­ში, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ცი­მა­ნეს სხე­უ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ებ­რძვი­ან ინ­ფექ­ცი­ებს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მეც­ნი­ე­რებს აინ­ტე­რე­სებ­დათ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ად­რე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი იყოს კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა ტო­მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, დი­ე­ტი­სა და ვარ­ჯი­შის გარ­და.

ოცი წლის წინ ცი­მა­ნე­ებ­ში დი­ა­ბე­ტის შემ­თხვე­ვე­ბი თით­ქმის არ იყო, მაგ­რამ ახლა რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და­ფის­ქ­სირ­და. ახალ­გაზ­რდა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნემ მო­ი­მა­ტა, აღ­ნიშ­ნა­ვენ მკვლე­ვა­რე­ბი.

"მათ ჩვე­ვებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი მცი­რე ცვლი­ლე­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს ჯან­მრთე­ლო­ბის მარ­კე­რებ­ზე“, - გან­მარ­ტავს დოქ­ტო­რი ეიდი.

ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვლე­ვა­რე­ბის გა­მო­ჩე­ნამ ასე­ვე იმოქ­მე­და ტო­მის ცხოვ­რე­ბა­ზე. მეც­ნი­ე­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ მათ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე, კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცი­ი­დან მო­ტე­ხილ ძვლე­ბი­სა და გვე­ლის ნაკ­ბე­ნის მკურ­ნა­ლო­ბამ­დე.

ცი­მა­ნე­ბი სი­ბე­რეს იუ­მო­რით ეპყრო­ბი­ან.

"მე არ მე­ში­ნია სიკ­ვდი­ლის", - ამ­ბობს ჰილ­და და იცი­ნის. ”ისი­ნი ჩემს და­საფ­ლა­ვე­ბას აპი­რე­ბენ, მე კი ვა­პი­რებ იქ მშვი­დად ვიწ­ვე.”

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა "დიეტას" იცავენ და როგორ ცხოვრობენ უძველეს ტომში, სადაც ყველაზე ჯანმრთელი ხალხია - ჯუნგლებში დამალული საიდუმლო და მეცნიერების მიგნება

რა "დიეტას" იცავენ და როგორ ცხოვრობენ უძველეს ტომში, სადაც ყველაზე ჯანმრთელი ხალხია - ჯუნგლებში დამალული საიდუმლო და მეცნიერების მიგნება

84 წლის მარტინა კანცი ნეიტი ოსტატურად მიიკვლევს გზას ბოლივიის ჯუნგლებში. BBC-ს გუნდი ვერ ახერხებს დაეწიოს მას და სთხოვენ შეჩერდეს. 10 წუთში ის სწრაფად თხრის კასავას ბუჩქს და დანის ორი მოსმით ბანანის ადგულობრივი ჯიშის ნაყოფს ჭრის.

  • მარტინა ციმანეს ძირძველი ტომის წევრია, რომლებიც იზოლირებულად ცხოვრობენ ამაზონის ნაპირებზე, ბოლივიის დედაქალაქ ლა პაზიდან 600 კილომეტრში.

მისი ენერგია ჩვეულებრივი ამბავია ხანდაზმულ ციმანეებში. მეცნიერების დასკვნით, ტომს ყველაზე ჯანსაღი გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვთ მსოფლიოში და მათი ტვინი უფრო ნელა ბერდება, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

ტომი დაახლოებით 16 ათას ადამიანს ითვლის. წინაპრების მსგავსად, ისინიც მისდევენ ნადირობას, შემგროვებლობას, თევზაობას და მოჰყავთ საკვები კულტურა.

მეცნიერები ამ ხალხის ჯანმრთელობის საიდუმლოს დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ და ბევრი მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს.

ციმანეები ეწევიან აქტიურ ცხოვრების წესს - ნადირობას, მიწათმოქმედებას, ქსოვენ სახლის სახურავებს. ისინი დღის 10%-ზე ნაკლებს ატარებენ მჯდომიარე მდგომარეობაში, როდესაც განვითარებული ქალაქების მაცხოვრებლები დროის დაახლოებით 54%-ს ზიან.

ციმანეს ტომში ნადირობა რვა საათზე მეტ ხანს გრძელდება, რომლის დროსაც ისინი საშუალოდ 18 კმ-ს გადიან.

ტომი მდინარე მანიქზე ცხოვრობს. იქიდან უახლოეს ქალაქამდე გემით დაახლოებით 100 კილომეტრია. მათ აქვთ შეზღუდული წვდომა გადამუშავებულ საკვებზე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ცხიმი ციმანის ტომის ადამიანის ყოველდღიური რაციონის 14%-ს შეადგენს, მაგალითად, შეერთებულ შტატებში 34%-ს. ისინი ბევრ ბოჭკოს ჭამენ და მათი კალორიების 72% ნახშირწყლებიდან მოდის.

ციმანეს დიეტის ცილოვანი ნაწილი შედგება იმ ცხოველების ხორცისგან, რომლებზეც ნადირობენ (ძირითადად ფრინველებზე და მაიმუნებზე) და თევზზე. საკვები ჩვეულებრივ არ არის შემწვარი.

ამაზონის მკვიდრმა მოსახლეობამ მიიპყრო კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ყურადღება, რომლებმაც შენიშნეს, რომ ხანდაზმულს ციმანეებს არ აწუხებთ ასაკთან დაკავშირებული დაავადებები, როგორიცაა ჰიპერტენზია, დიაბეტი ან გულის პრობლემები.

როგორც წესი, წლების განმავლობაში ორგანიზმში ცხიმებისა და სხვა ნივთიერებების დაგროვება იწვევს სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის წარმოქმნას, რაც იწვევს ათეროსკლეროზს.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ 40 წელზე უფროსი ასაკის 705 ციმანეს ტომის ადამიანის კომპიუტერული ტომოგრაფია და დაადგინეს, რომ მათ ჰქონდათ კორონარული ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებების ძალიან დაბალი მაჩვენებელი.

"75 წლის ციმანის არტერიები ისევე გამოიყურება, როგორც 50 წლის ამერიკელის არტერიები“, - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი კაპლანი.

2023 წელს გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ, აჩვენა, რომ ხანდაზმულ ციმანეებს 70%-ით ნაკლები ტვინის ატროფია აქვთ, ვიდრე იმავე ასაკის ადამიანებს ინდუსტრიულ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, იაპონია და აშშ.

  • "ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ალცჰეიმერის დაავადების არც ერთი შემთხვევა ტომის ზრდასრულ მოსახლეობაში", - ამბობს ბოლივიელი ექიმი დანიელ ეიდ როდრიგესი.

თუმცა, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი ზუსტი ასაკის დადგენა, რადგან განათლების ნაკლებობის გამო, თვლასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

ციმანეები განმარტავენ, რომ მათი დაბადების თარიღები ეფუძნება ჩანაწერებს, რომლებიც სხვადასხვა დროს გაკეთდა ქრისტიანული მისიების მიერ, რომლებიც მათ რეგიონს სტუმრობდნენ.

მეორეს მხრივ, მეცნიერები თავიანთ გამოთვლებს ციმანეს წლოვანებას შვილების ასაკის მიხედვით ითვლიან.

ჩანაწერების მიხედვით, ერთ-ერთი ადგილობრივი ქალი, ჰილდა, 81 წლისაა, მაგრამ მისი თქმით, ოჯახმა ცოტა ხნის წინ დაკლა ღორი, რათა ქალისთვის 100 წლის იუბილე აღენიშნათ.

ხუანი, რომელიც აცხადებს, რომ 78 წლისაა, ცოცხალი თვალები და ძლიერი ხელები აქვს, ასევე თმაში არ აქვს ჭაღარა. თუმცა, კაცი აღიარებს, რომ ასაკი თავისას შვრება და „სხეული აღარ უსმენს. მე აღარ ვნადირობ დიდი ხნის განმავლობაში - მაქსიმუმ ორი დღე.”

ციმანე ქალები, როგორც წესი, ქსოვენ სახლის სახურავებს ჯატატისგან, მცენარისგან, რომელიც იზრდება ჯუნგლებში. მის მოსაპოვებლად ისინი ჯუნგლებში მიდიან და ამას თვეში ერთხელ ან ორჯერ აკეთებენ.

თუმცა, ამაზონის ამ ძირძველი მოსახლეობისგან ბევრი სიბერემდე ვერ აღწევს. ტომის შესწავლის დასაწყისში ციმანეს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 45 წელი იყო, ახლა კი 50-მდე გაიზარდა.

მკვლევარებმა ტომის ქალებს ჰკითხეს მათი ცხოვრების შესახებ.

ერთ-ერთის თქმით, ექვსი შვილი ჰყავდა, მათგან კი ხუთი გარდაიცვალა. მეორეს 12 შვილი შეეძინა, ოთხი გარდაიცვალა. მესამე ამბობს, რომ მან სამი შვილი დაასაფლავა, ცხრა კი ცოცხალია.

„მათ, ვინც 80 წლამდე ცხოვრობს, ბავშვობაში მრავალი დაავადება და ინფექცია გადაიტანეს“, — განმარტავს დოქტორი ეიდი.

მკვლევარები თვლიან, რომ ციმანე მთელი სიცოცხლის მანძილზე ინფიცირებულია ჭიებით ან მსგავსი პარაზიტებით. მათ ასევე აღმოაჩინეს პათოგენების მაღალი დონე და ანთება ტომში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ციმანეს სხეულები მუდმივად ებრძვიან ინფექციებს.

ამასთან დაკავშირებით, მეცნიერებს აინტერესებდათ, შეიძლება თუ არა ადრეული ინფექციები იყოს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დადებითად აისახება ტომის ჯანმრთელობაზე, დიეტისა და ვარჯიშის გარდა.

ოცი წლის წინ ციმანეებში დიაბეტის შემთხვევები თითქმის არ იყო, მაგრამ ახლა რამდენიმე შემთხვევა დაფისქსირდა. ახალგაზრდა მოსახლეობაში კი ქოლესტერინის დონემ მოიმატა, აღნიშნავენ მკვლევარები.

"მათ ჩვევებში ნებისმიერი მცირე ცვლილება გავლენას ახდენს ჯანმრთელობის მარკერებზე“, - განმარტავს დოქტორი ეიდი.

ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვლევარების გამოჩენამ ასევე იმოქმედა ტომის ცხოვრებაზე. მეცნიერები უზრუნველყოფდნენ მათ ხელმისაწვდომობას სამედიცინო დახმარებაზე, კატარაქტის ოპერაციიდან მოტეხილ ძვლებისა და გველის ნაკბენის მკურნალობამდე.

ციმანები სიბერეს იუმორით ეპყრობიან.

"მე არ მეშინია სიკვდილის", - ამბობს ჰილდა და იცინის. ”ისინი ჩემს დასაფლავებას აპირებენ, მე კი ვაპირებ იქ მშვიდად ვიწვე.”

წყარო