სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა..." - ვოლოდიმირ ზელენსკი
"რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა..." - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუ­სუ­ლი დრო­ნე­ბის ჩა­მოგ­დე­ბით ჯერ მხო­ლოდ ბე­ლა­რუ­სი გა­მო­ირ­ჩა, ეს უბ­რა­ლოდ და­მამ­ცი­რე­ბე­ლია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­როს­თვის, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ იალ­ტის ევ­რო­პულ სტრა­ტე­გი­ა­ზე (YES) სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

“რო­დე­საც გვეს­მის, რომ რუ­სეთ­ში ახა­ლი რა­კე­ტე­ბი ჩა­ვი­და ირა­ნი­დან, ეს იგი­ვე ბო­რო­ტე­ბაა, რომ­ლის ჩა­მოგ­დე­ბაც მო­კავ­ში­რე­ებს ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ცაში უწევ­დათ. ახლა, შე­საძ­ლოა, რა­კე­ტე­ბის მარ­კა გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ არა ირა­ნის ტე­რო­რის­ტუ­ლი მო­ტი­ვი, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უდევს ამ ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას.

თუ მო­კავ­ში­რე­ე­ბი ერ­თად აგ­დე­ბენ რა­კე­ტებ­სა და დრო­ნებს ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ცაში, მა­შინ რა­ტომ არ არის ანა­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის ცაში რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბი­სა და ირა­ნუ­ლი "შა­ჰი­დე­ბის” ერ­თობ­ლი­ვად ჩა­მოგ­დე­ბის შე­სა­ხებ? თან ეს მა­ში­ნაც არ კეთ­დე­ბა, რო­დე­საც რა­კე­ტე­ბი და დრო­ნე­ბი პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ე­მარ­თე­ბი­ან.

რო­დე­საც ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ამ სა­კითხს ვა­ყე­ნებთ, მუ­დამ, სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა ცდი­ლობს ის უბ­რა­ლოდ, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, გა­ა­ტა­როს და „ამა­ზე ვმუ­შა­ობთ“ თქმაც კი ეში­ნი­ათ. ამ სი­ტყვე­ბი­საც კი ეში­ნი­ათ და ეს სი­მარ­თლეა.

ჯერ მხო­ლოდ ბე­ლა­რუ­სი გა­მო­ირ­ჩა რუ­სუ­ლი "შა­ჰი­დე­ბის“ ჩა­მოგ­დე­ბით. არ მე­გო­ნა, რომ ეს ამ ფორ­მატ­ში იქ­ნე­ბო­და… ეს ნამ­დვი­ლად, ვფიქ­რობ, უბ­რა­ლოდ და­მამ­ცი­რე­ბე­ლია ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­როს­თვის,” - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა..." - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა..." - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპულ სტრატეგიაზე (YES) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“როდესაც გვესმის, რომ რუსეთში ახალი რაკეტები ჩავიდა ირანიდან, ეს იგივე ბოროტებაა, რომლის ჩამოგდებაც მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთის ცაში უწევდათ. ახლა, შესაძლოა, რაკეტების მარკა განსხვავდება, მაგრამ არა ირანის ტერორისტული მოტივი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ იარაღის გავრცელებასა და გამოყენებას.

თუ მოკავშირეები ერთად აგდებენ რაკეტებსა და დრონებს ახლო აღმოსავლეთის ცაში, მაშინ რატომ არ არის ანალოგიური გადაწყვეტილება უკრაინის ცაში რუსული რაკეტებისა და ირანული "შაჰიდების” ერთობლივად ჩამოგდების შესახებ? თან ეს მაშინაც არ კეთდება, როდესაც რაკეტები და დრონები პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი მეზობლების ტერიტორიაზე მიემართებიან.

როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ამ საკითხს ვაყენებთ, მუდამ, სხვათა შორის, ყველა ცდილობს ის უბრალოდ, სიმართლე რომ გითხრათ, გაატაროს და „ამაზე ვმუშაობთ“ თქმაც კი ეშინიათ. ამ სიტყვებისაც კი ეშინიათ და ეს სიმართლეა.

ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა რუსული "შაჰიდების“ ჩამოგდებით. არ მეგონა, რომ ეს ამ ფორმატში იქნებოდა… ეს ნამდვილად, ვფიქრობ, უბრალოდ დამამცირებელია ძლიერი დემოკრატიული სამყაროსთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.