პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოიდგინეთ ერთ წამს ცეკვავ და შემდეგ კი კვდები..." - პირველი კომენტარი რუს ტურისტთან, რომელსაც ბათუმში მეხი დაეცა
"წარმოიდგინეთ ერთ წამს ცეკვავ და შემდეგ კი კვდები..." - პირველი კომენტარი რუს ტურისტთან, რომელსაც ბათუმში მეხი დაეცა

ბა­თუმ­ში, სა­ნა­პი­როს­თან რუსი ეროვ­ნე­ბის დამ­სვე­ნებ­ლე­ბი­დან ერთ-ერთს, მეხი და­ე­ცა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, მო­ცეკ­ვა­ვე ტუ­რისტს რო­გორ ეკი­დე­ბა ცე­ცხლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად.

  • რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 წლის პა­ველ სმირ­ნო­ვი სა­მა­რა­დან მე­გობ­რებ­თან და ძმას­თან ერ­თად ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებ­და. გუ­შინ ღა­მეს მე­გობ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს ნავ­სად­გუ­რის სი­ახ­ლო­ვეს გა­სუ­ლიყ­ვნენ, რათა მზის ჩას­ვლა და ლა­მა­ზი ხე­დე­ბი გა­და­ე­ღოთ.

გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში კა­ცებ­მა ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს, შემ­დეგ კი და­ი­ნა­ხეს, რომ პა­ველს მეხი და­ე­ცა. დარ­ტყმამ ახალ­გაზ­რდა კაცი მი­წა­ზე და­აგ­დო და ცე­ცხლი მო­ე­კი­და. მე­გობ­რებ­მა სას­წრა­ფოდ მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს და სა­ნა­პი­რო­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მო­ვი­და, რო­მელ­მაც და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მე­ხის და­ცე­მის შე­დე­გად სმირ­ნოვ­მა მუ­ცელ­ზე, ზურ­გსა და ფე­ხებ­ზე დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. რუ­სულ იმე­დია წერს, რომ ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ, რომ კაცი მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­დარ­ჩა.

მე­ტიც, პა­ვე­ლი უკვე გონს მო­ვი­და და პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე იყო გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ერთ წამს ცეკ­ვავ და შემ­დეგ კვდე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვის, თით­ქოს ჯო­ჯო­ხეთ­ში ხარ, სუნ­თქვა გი­ჭირს, ფე­ხებ­სა და მკლა­ვებს ვერ ამოძ­რა­ვებ. ვი­ფიქ­რე, ახლა ცოტა ხანს გა­ვუძ­ლებ, ან და­ვიხ­რჩო­ბი, ან ბო­ლომ­დე და­ვიწ­ვე­ბი-მეთ­ქი“, - გა­ნა­ცხა­და სმირ­ნოვ­მა.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სხე­უ­ლის ნა­წი­ლებს რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ გრძნობ­და, მას მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის ყვი­რი­ლი ეს­მო­და და ხვდე­ბო­და, რომ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იყო, ის კვდე­ბო­და.

  • "ორი­ვე ფეხს ვერ ვგრძნობ­დი, მხო­ლოდ ერთ ხელს ვა­მოძ­რა­ვებ­დი ნორ­მა­ლუ­რად. დამ­წვრო­ბის­გან სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი მქონ­და. ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ო­და, თით­ქოს სუნ­თქვა არ შე­მეძ­ლო. ვფიქ­რობ­დი: ”კარ­გი, სიკ­ვდი­ლი ნორ­მა­ლუ­რი ჩანს, სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ასე სწრა­ფად?” - ამ­ბობს სმირ­ნო­ვი.

იმ წუ­თებ­ში, რო­დე­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას გა­დაჰ­ყავ­და, მას­თან მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ცდი­ლობ­დნენ გონი არ და­ე­კარ­გა.

"ზე­ვი­დან მი­ყუ­რებ­დნენ, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რო­გორ ვარ. მე კი ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი და ვერ ვმოძ­რა­ობ­დი!" ად­გილ­ზე ჩემ­მა ძმამ ჩემი მა­ი­სუ­რი გა­მაძ­რო, რო­მელ­საც ცე­ცხლი ეკი­და. ასე­ვე სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი და საც­ვლე­ბი, რომ­ლე­ბიც ეგ­რე­ვე და­იწ­ვა, შორ­ტი ისეთ მდგო­ამ­რე­ო­ბა­ში იყო, თით­ქოს თო­ფი­დან მეს­რო­ლეს, მა­ი­სუ­რიც ნა­ხევ­რად დამ­წვა­რი იყო“, - იხ­სე­ნებს პა­ვე­ლი.

ამ დრო­ის­თვის სმირ­ნო­ვი ბა­თუ­მის სა­ა­ვამდყო­ფო­ში ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბა.სა­ვა­რა­უ­დოდ კლი­ნი­კას რამ­დნე­ი­მე დღე­ში და­ტო­ვებს.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"წარმოიდგინეთ ერთ წამს ცეკვავ და შემდეგ კი კვდები..." - პირველი კომენტარი რუს ტურისტთან, რომელსაც ბათუმში მეხი დაეცა

"წარმოიდგინეთ ერთ წამს ცეკვავ და შემდეგ კი კვდები..." - პირველი კომენტარი რუს ტურისტთან, რომელსაც ბათუმში მეხი დაეცა

ბათუმში, სანაპიროსთან რუსი ეროვნების დამსვენებლებიდან ერთ-ერთს, მეხი დაეცა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, მოცეკვავე ტურისტს როგორ ეკიდება ცეცხლი მოულოდნელად.

  • რუსული მედიის ინფორმაციით, 32 წლის პაველ სმირნოვი სამარადან მეგობრებთან და ძმასთან ერთად ბათუმში ისვენებდა. გუშინ ღამეს მეგობრებმა გადაწყვიტეს ნავსადგურის სიახლოვეს გასულიყვნენ, რათა მზის ჩასვლა და ლამაზი ხედები გადაეღოთ.

გარკვეულ მომენტში კაცებმა ყვირილის ხმა გაიგონეს, შემდეგ კი დაინახეს, რომ პაველს მეხი დაეცა. დარტყმამ ახალგაზრდა კაცი მიწაზე დააგდო და ცეცხლი მოეკიდა. მეგობრებმა სასწრაფოდ მაშველები გამოიძახეს და სანაპიროზე სასწრაფო დახმარება მოვიდა, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მეხის დაცემის შედეგად სმირნოვმა მუცელზე, ზურგსა და ფეხებზე დამწვრობა მიიღო. რუსულ იმედია წერს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები გაკვირვებულები დარჩნენ, რომ კაცი მსუბუქი დაზიანებებით გადარჩა.

მეტიც, პაველი უკვე გონს მოვიდა და პირველი კომენტარი გააკეთა: "პირველი, რაც დავინახე იყო გვირაბის ბოლოს სინათლე. წარმოიდგინეთ ერთ წამს ცეკვავ და შემდეგ კვდები. ყველაფერი იწვის, თითქოს ჯოჯოხეთში ხარ, სუნთქვა გიჭირს, ფეხებსა და მკლავებს ვერ ამოძრავებ. ვიფიქრე, ახლა ცოტა ხანს გავუძლებ, ან დავიხრჩობი, ან ბოლომდე დავიწვები-მეთქი“, - განაცხადა სმირნოვმა.

ინციდენტის შემდეგ დაზარალებული სხეულის ნაწილებს რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ გრძნობდა, მას მხოლოდ მეგობრების ყვირილი ესმოდა და ხვდებოდა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში იყო, ის კვდებოდა.

  • "ორივე ფეხს ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ ერთ ხელს ვამოძრავებდი ნორმალურად. დამწვრობისგან საშინელი ტკივილი მქონდა. ყველაფერი მტკიოდა, თითქოს სუნთქვა არ შემეძლო. ვფიქრობდი: ”კარგი, სიკვდილი ნორმალური ჩანს, სამწუხაროა, მაგრამ ასე სწრაფად?” - ამბობს სმირნოვი.

იმ წუთებში, როდესაც დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანას გადაჰყავდა, მასთან მეგობრები იყვნენ და ცდილობდნენ გონი არ დაეკარგა.

"ზევიდან მიყურებდნენ, მეკითხებოდნენ, როგორ ვარ. მე კი ვეუბნებოდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და ვერ ვმოძრაობდი!" ადგილზე ჩემმა ძმამ ჩემი მაისური გამაძრო, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. ასევე სპორტული ფეხსაცმელი და საცვლები, რომლებიც ეგრევე დაიწვა, შორტი ისეთ მდგოამრეობაში იყო, თითქოს თოფიდან მესროლეს, მაისურიც ნახევრად დამწვარი იყო“, - იხსენებს პაველი.

ამ დროისთვის სმირნოვი ბათუმის საავამდყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.სავარაუდოდ კლინიკას რამდნეიმე დღეში დატოვებს.