მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ყოფილი ქმარი ვიდეოთი იღებდა ჩემს ისტერიკებს, როცა შვილს მივაკითხე... შემდეგ ირაკლი ჩუმად გამოაპარა თბილისში" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ქალის მძიმე ყოფა მდიდრული ცხოვრების მიღმა
"ჩემი ყოფილი ქმარი ვიდეოთი იღებდა ჩემს ისტერიკებს, როცა შვილს მივაკითხე... შემდეგ ირაკლი ჩუმად გამოაპარა თბილისში" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ქალის მძიმე ყოფა მდიდრული ცხოვრების მიღმა

ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი 21 წლის ასაკ­ში იქცა მარ­ტო­ხე­ლად დე­დად. იმის­თვის, რომ სახ­ლი ჰქო­ნო­და და შვი­ლის­თვის უზ­რუნ­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი შე­ექ­მნა ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და და ირაკ­ლის და­ტო­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უ­წია.

ჯერ იყო იტა­ლია, შემ­დეგ კი ას­რუ­ლე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა, სა­უ­კე­თე­სო ქმრით და სახ­ლით ჰემპტო­ნებ­ში. წლე­ბის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა და თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­დე­საც ერთ დღეს ირაკ­ლიმ დე­დის გა­უფრ­თხი­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ცის­ნა­მი ამ­ბობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ზრუნ­ვი­სა, მასა და შვილს შო­რის აღ­მარ­თუ­ლი კე­დე­ლი ვერ და­ან­გრია. ახლა კი შვილს დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვს... რთუ­ლია მისი სა­უ­ბა­რი ემო­ცი­ის გა­რე­შე მო­ის­მი­ნო, დე­დის, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად შვი­ლი მა­ინც ვერ და­იბ­რუ­ნა, თუმ­ცა იმედს მა­ინც არ კარ­გავს.

- ცის­ნა­მი, ძა­ლი­ან მძი­მე სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ ორი დღის წინ, რო­მე­ლიც თქვენს შვილს ეხე­ბო­და, შე­გიძ­ლი­ათ მოგ­ვიყ­ვეთ რა ხდე­ბა?

- ჩემ­მა ერ­თა­დერ­თმა სის­ხლმა და ხორ­ცმა, ჩემ­მა შვილ­მა გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა. ახლა იქ მინ­და ვცა­დო ბე­დიო. ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას აკა­დე­მი­ა­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბა და იქი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში. ამე­რი­კა­ში მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­აა კა­ლათ­ბურთში, ოთხი წელი ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თო აქ, რთუ­ლი­აო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და წა­ვი­და. მე და ჩემი მე­უღ­ლე არ ვე­თან­ხმე­ბო­დით, ასე ად­ვი­ლად აქ არა­ფე­რი მი­იღ­წე­ვა, დროა, სა­ჭი­რო და ბევ­რი შრო­მა. მა­მა­მის­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს ჩუ­მად უყი­და ბი­ლე­თი და თბი­ლის­ში გა­უშ­ვა. ისე წა­ვი­და რომ არ და­მემ­შვი­დო­ბა. ჩუ­მად გა­ი­პა­რა. თუ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს არ სცემ, ხელს მა­ინც ნუ შე­მიშ­ლიო. ზუს­ტად ვიცი, რომ 16 წლის ბავ­შვი ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მარ­ტო ვერ მი­ი­ღებ­დი და მა­მის ზე­გავ­ლე­ნის ქვე­შაა მოქ­ცე­უ­ლი.

წა­ვი­და და მის შემ­დეგ გუ­ლის ტკი­ვი­ლე­ბი მაქვს. ისე ცუ­დად ვარ, რომ მე­ში­ნია გული არ გა­მის­კდეს და გულ­მოკ­ლუ­ლი, გულ­ნატ­კე­ნი არ წა­ვი­დე ამ ქვეყ­ნი­დან. სე­რი­ო­ზუ­ლად ვამ­ბობ ამას. ღა­მე­ე­ბი არ მძი­ნავს. ირაკ­ლის ოთახ­ში ალექ­სან­დრეს გა­რე­შე ვე­ღარ შევ­დი­ვარ, იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რია ჩემ­თვის. ხმა­მაღ­ლა ვტი­რი და ვე­ძა­ხი: “ირაკ­ლი, ირაკ­ლი, სადა ხარ შვი­ლო? რა­ტომ დამ­ტო­ვე? რა­ტომ წახ­ვე­დი? ჩვე­ნი სახ­ლი ხი­საა, დი­ლას ზე­ვი­დან, ჩემი სა­წო­ლი ოთა­ხი­დან ია­ტაკ­ზე ვუ­კა­კუ­ნებ­დი და ისე ვაღ­ვი­ძებ­დი სკო­ლის­თვის. სამ­ჯერ და­ვა­კა­კუ­ნებ­დი და ქვე­და სარ­თულ­ზე ოთახ­ში ეს­მო­და. შემ­დეგ სა­უზ­მეს ვუმ­ზა­დებ­დი. მისი საყ­ვა­რე­ლი სა­უზ­მე “ფენ­ქე­ი­ქი” იყო. ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია, რომ ირაკ­ლი ჩემს გვერ­დით აღარ არის. მიყ­ვარ­ხარ შვი­ლო. მალე დაბ­რუნ­დი დე­დას­თან, გე­მუ­და­რე­ბი.

- ტექ­სტში მი­მარ­თავთ ემიგ­რანტ დე­დებს, რომ არა­სო­დეს და­ტო­ვონ შვი­ლე­ბი მარ­ტო, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან თქვენს წას­ვლას შეც­დო­მად თვლით?

- დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვხე­დავ, რომ რაც არ უნდა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი იყოს ადა­მი­ა­ნი, შვი­ლი არ უნდა და­ტო­ვოს და ემიგ­რა­ცი­ა­ში არ უნდა წა­ვი­დეს. ამ დროს შვი­ლებს ისე ჩუ­მად ვკარ­გავთ, რომ ვერც ვი­გებთ. გა­და­სუ­ლი ვართ ფუ­ლის შოვ­ნა­სა და დაგ­რო­ვე­ბა­ზე და ამ დროს გვა­ვი­წყდე­ბა ჩვენს შვი­ლებს რო­გორ ვჭირ­დე­ბით. ფე­რა­დი ტან­საც­მლი­სა და “აი­ფო­ნე­ბის” მა­გი­ერ დე­დის ალერ­სი და სით­ბო სჭირ­დე­ბათ. ვე­რა­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ნივ­თი და ფუ­ფუ­ნე­ბა ვერ ამო­ავ­სებს იმ და­ნაკ­ლისს რა­საც დე­დის არ ყოფ­ნით გა­ნიც­დი­ან. ამას ვერ გვპა­ტი­ო­ბენ და და­აქვთ თა­ვი­ა­ან­თი პა­ტა­რა გუ­ლე­ბით ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი და და­ნაკ­ლი­სი. შემ­დეგ ერთ ბი­ნას იყი­დის, მერე მე­ო­რე ბი­ნის ყიდ­ვა უნდა, ბიზ­ნე­სის აწყო­ბა, დაბ­რუ­ნე­ბა­ზე აღარ ფიქ­რობს და უფრო და უფრო მეტი უნ­დე­ბა. ამა­სო­ბა­ში კი ვკარ­გავთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს, შვი­ლებს. არ და­ტო­ვოთ შვი­ლე­ბი და ემიგ­რა­ცი­ა­ში არ წახ­ვი­დეთ. ეს ჩემი რჩე­ვაა. ვინც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ხომ კარ­გი.

- დე­დე­ბი შე­საძ­ლოა ხში­რად ვნა­ნობ­დეთ, რომ შვი­ლებს ვსაყ­ვე­დუ­რობ­დით, თქვე­ნი ტექ­სტი­დან მივ­ხვდი რომ ამას ნა­ნობთ?

- ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა დე­დას აქვს უფ­ლე­ბა სა­კუ­თარ შვილს მის­ცეს შე­ნიშ­ვნა, და­ტუქ­სოს და მი­უ­თი­თოს სწო­რად მოქ­ცე­ვის­კენ. მე ვარ ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. სულ იმას ვას­წავ­ლი­დი, დი­ლას რომ ად­გე­ბი ლო­გი­ნი აა­ლა­გე, თუ ლო­გინს კარ­გად აა­ლა­გებ დღეც კარ­გად და ლა­მა­ზად წა­გი­ვა. შენი კა­რა­და მო­ა­წეს­რი­გე, გა­სა­რე­ცხი ტან­საც­მე­ლი ჩა­ი­ტა­ნე. მინ­დო­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მიჩ­ვე­უ­ლი­ყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­ბია ზრდი­და და ის ყვე­ლა­ფერს უკე­თებ­და. ამ შე­ნიშ­ვებს ყვე­ლა დედა აძ­ლევს სა­კუ­თარ შვილს. ჩვენ უფრო იმა­ზე ვკა­მა­თობ­დით რომ ჩემი სი­მარ­თლის არ სჯე­რო­და. არა, მასე არ იყო მა­მამ და ბე­ბი­ამ ორი თვის ბავ­შვი ქუ­ჩა­ში არ გა­მაგ­დე­სო. მე რო­გორც კი შან­სი მო­მე­ცე­მო­და სულ მას ვახ­სე­ნებ­დი მა­მა­ზე და ბე­ბი­ა­ზე. 21 წლის ბავ­შვი მარ­ტო­ო­ბის­თვის გა­მი­მე­ტეს და ყვე­ლა­ზე დიდი სტრე­სი და ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნეს. ეს ირაკ­ლის­თვის არ უნდა მეთ­ქვა და ჩემ­თვის და­მე­ტო­ვა. მშობ­ლე­ბო, არ უთხრათ ცუდი თქვენს შვილს მე­ო­რე მშო­ბელ­ზე. ამით მხო­ლოდ ბავ­შვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევთ. მე ვცდი­ლობ­დი ჩემი სი­მარ­თლე და­ე­ნა­ხა, მაგ­რამ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო ამის­თვის. ეგ ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე. ამა­ზე ვჩხუ­ბობ­დით ხოლ­მე. ვინც გა­ზარ­და მათი სი­მარ­თლის სჯე­რო­და. ანუ ვი­თომ მე დავ­ტო­ვე მა­მა­მი­სი და კაი ცხოვ­რე­ბის სა­შოვ­ნე­ლად წა­ვე­დი ემიგ­რა­ცი­ა­ში. შარ­შან “ია ფა­რუ­ლა­ვას” შო­უ­ში მამა და ბე­ბია რომ სა­ჯა­როდ გა­ვუ­ლან­ძღე ეგ ვერ მა­პა­ტია. შარ­შა­ნაც აღარ მომ­დევ­და უკან ამე­რი­კა­ში და მერე ძლივს მისი „ქო­უ­ჩე­ბის“ დახ­მა­რე­ბით და­ვი­თან­ხე.

- თქვე­ნი შვი­ლი ბე­ბი­ებ­თან იზ­რდე­ბო­და, თუმ­ცა მას ხში­რად ესა­უბ­რე­ბო­დით, რო­გორ ფიქ­რობ­დით, მა­ინც გა­უ­ცხოვ­დით?

- დე­დე­ბო თქვე­ნი შვი­ლე­ბი სხვას არ გა­აზ­რდე­ვი­ნოთ, არას­დროს. ამით უფრო მე­ტად კარ­გავთ თქვენს შვი­ლებს. ირაკ­ლი ჩემ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, ბე­ბი­აა მის­თვის დედა და მე არა­ვინ. გა­უ­ცხო­ვე­ბა ეგ­რე­ვე იგ­რძნო­ბა. ჩვენს შო­რის დიდი კე­დე­ლი იყო აღ­მარ­თუ­ლი. ვცა­დე და ვერ და­ვან­გრიე. ჩემს შვილს ჩემი არ ეს­მო­და, მე მისი. რა­ღა­ცას ვე­ტყო­დი და შენი გაზ­რდი­ლი არა ვარო. ეგ სი­ტყვე­ბი, რო­გორც დანა გა­მი­ყა­რონ გულ­ში ისე მხვდე­ბო­და. ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, უზო­მოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, წე­სი­ე­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, ლა­მა­ზი, მაგ­რამ ჩვენ ერ­თმა­ნე­თის არ გვეს­მის. ვწუხ­ვარ რომ ჩემს შვილს ჩემი არ ეს­მის. თან ახლა ისე­თი ასა­კი აქვს, დედა მტე­რი ჰგო­ნია და და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა მოყ­ვა­რე. იმე­დია მალე შე­იც­ვლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ირაკ­ლი გონს მო­ე­გე­ბა. მე ვცდი­ლობ­დი კარ­გი დედა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ ისიც კი არ ვი­ცო­დი რო­გო­რი დედა უნ­დო­და მას. ძა­ლი­ან ძნე­ლია როცა სხვის ყა­ი­და­ზე გაზ­რდი­ლი შვი­ლი, შენს ყა­ი­და­ზე ვე­ღარ გა­დაგ­ყავს. ის შენი აღა­რაა.

- ერთი შე­ხედ­ვით ჩან­და რომ ირაკ­ლიმ ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და მანდ კარ­გად იყო, რო­გორ ფიქ­რობთ, მხო­ლოდ საყ­ვე­დუ­რებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა?

- მისი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა D 1 კო­ლე­ჯში მოხ­ვედ­რა და “NBA”-ში თა­მა­შია. ვი­მე­დოვ­ნებ რომ აიხ­დენს ამ ოც­ნე­ბას. მე მხო­ლოდ ხელს ვუ­წყობ­დი. მისი თა­ნა­ტო­ლე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ ამე­რი­კა­ში მოხ­ვედ­რა­ზე. მე პირ­და­პირ სა­ბუ­თე­ბით ანუ “გრინ კარ­ტით” ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. ცო­ტაც და მო­ქა­ლა­ქე გახ­დე­ბო­და. ვეხ­ვე­წე­ბი, რომ სა­ბუ­თე­ბი არ გა­ა­ფუ­ჭოს. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აი­ღოს და მერე თუ უნდა თბი­ლის­ში კი არა აზი­ა­ში იცხოვ­როს. ამე­რი­კა ძა­ლი­ან რთუ­ლი ქვე­ყა­ნაა. არ არ­სე­ბობს ნამ­დვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. სულ ენატ­რე­ბო­და თა­ვი­სი ახლო მე­გო­ბა­რი ვა­ნი­კო, რო­მელ­თა­ნაც მთე­ლი ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა და ამ­ბობ­და სულ ერ­თად ვთა­მა­შობ­დი­თო. აქ მე­გო­ბა­რი რომ სახ­ლში მო­ეყ­ვა­ნა, ერთი კვი­რით ადრე უნდა შევ­თან­ხმე­ბო­დი მის მშო­ბელს გა­მოშ­ვე­ბა­ზე. ეტყო­ბა ეგეც გა­უ­ჭირ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ლა­ღად არის, უა­მა­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავს. მინ­და რომ ბედ­ნი­ე­რი იყოს. მთა­ვა­რია სა­ბუ­თე­ბი არ გა­ა­ფუ­ჭოს და მალე დაბ­რუნ­დეს.

- ყო­ფილ­მა ქმარ­მა გა­მოგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­თხა­რით, რომ ის თქვენს ემო­ცი­ებს ვი­დე­ო­თი იღებ­და, რო­დე­საც შვილს ეუბ­ნე­ბო­დით რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მას რა­ტომ უნ­დო­და შვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, თა­ვა­დაც ხომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს?

- ცხოვ­რე­ბი­სე­ულ­მა სტრეს­მა, ბავ­შვო­ბის ტრავ­მამ ისე და­მან­გრია, რომ და­მე­წყო სა­ში­ნე­ლი “PMS,” რომ­ლი­თაც დღემ­დე ვი­ტან­ჯე­ბი. თვე­ში ერთხელ ქა­ლუ­რი ჰორ­მო­ნე­ბი “ალ­ქა­ჯად” მაქ­ცე­ვენ ხოლ­მე, ისე რომ სა­კუ­თარ თავს თა­ვად ვერ ვცნობ. ვჩხუ­ბობ და ვყვი­რი ყვე­ლა­ფერ­ზე, აუ­ტა­ნე­ლი ვხდე­ბი. არ ვი­ცო­დი ეს ყვე­ლა­ფე­რი რისი ბრა­ლი იყო. ვერ ვხვდე­ბო­დი რა ხდე­ბო­და ჩემს თავს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით და­მის­ვეს დი­აგ­ნო­ზი, რომ ვი­ტან­ჯე­ბი პრე­მენსტრუ­ა­ლუ­რი სინ­დრო­მით. ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ასეთ დღე­შია თვე­ში ერთხელ და ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არა­ვინ სა­უბ­რობს. მე სა­ში­ნე­ლი “PMS” მაქვს, რო­მელ­საც თან ახ­ლავს ტკი­ვი­ლე­ბი, სტრე­სი და დაბ­ნე­უ­ლო­ბა. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ირაკ­ლიმ და­მი­რე­კა და მი­თხრა, თბი­ლის­ში მინ­და სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლაო. გავ­გიჟ­დი, დავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ზე და ეგ­რე­ვე ჩა­ვა­კი­თხე პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში. მა­მას­თან იყო რა­მო­დე­ნი­მე დღე წა­სუ­ლი. ლო­კა­ცი­ით მი­ვა­გე­ნი. ვეხ­ვე­წე, წა­მო­დი სახ­ლში-მეთ­ქი და არ გა­მომ­ყვა. ვტი­რო­დი, ვე­მუ­და­რე­ბო­დი. მა­მა­მი­სი ვი­დე­ო­თი იღებ­და ჩემს ის­ტე­რი­კებს. მე სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვი­ყა­ვი და ის მხი­ა­რუ­ლად ვი­დე­ოს მი­ღებ­და. და­მე­მუქ­რა გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე­ბო. გა­მო­აქ­ვეყ­ნოს... თუ არ წახ­ვალ პო­ლი­ცი­ას გა­მო­ვუ­ძა­ხე­ბო. წა­მო­ვე­დი გულ­გა­ტე­ხი­ლი. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თვი­თონ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­დეს და შვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­ზავ­ნი­დეს სა­ცხოვ­რებ­ლად. თუ ასე­თი ცუ­დია ამე­რი­კა, თა­ვად აქ რა უნდა?! არ ვიცი დღემ­დე შოკ­ში ვარ მაგ დღის შემ­დეგ.

- ახლა სად არის ირაკ­ლი და რო­გორ აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ირაკ­ლი ავ­ჭა­ლა­შია მა­მა­მი­სის მშობ­ლებ­თან. არ მე­კონ­ტაქ­ტე­ბა, გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ჩემ­ზე, თუ რა­ტომ ვარ ის­ტე­რი­კა­ში და რა­ტომ ვერ ვუ­გებ მას. მე ყო­ველ დღე ვწერ და ვხე­დავ რო­გორ ნა­ხუ­ლობს და არ მპა­სუ­ხობს. რამ­დენ­ჯე­რაც არ მპა­სუ­ხობს, იმ­დენ­ჯერ დანა მერ­ჭო­ბა გულ­ში!

- ვიცი, რომ ყო­ველ­თვის მხარ­ში გიდ­გათ საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე, რას ფიქ­რობს მომ­ხდარ­ზე და რო­გორ გგო­ნი­ათ, დაბ­რუ­ნე­ბა თქვე­ნი შვი­ლი ამე­რი­კა­ში?

- ალექ­სან­დრე ფიქ­რობს რომ ირაკ­ლიმ დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა როცა თბი­ლის­ში წა­ვი­და. გულ­ნატ­კე­ნია... ახლა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე გა­ვუგ­ზავ­ნე სა­ბუ­თე­ბი და თი­თის ანა­ბეჭ­დებ­ზე რომ და­ი­ბა­რე­ბენ სა­ე­მიგ­რა­ცი­ო­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დაბ­რუნ­დეს, თუ არა­და ჩემ­სა და ალექ­სან­დრეს ყვე­ლა შრო­მას და ჯა­ფას წყალ­ში ჩაყ­რის. მე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე რომ მას სა­ბუ­თე­ბი ჰქო­ნო­და. ვწუხ­ვარ თუ ისე­თი დედა ვერ გა­მოვ­დე­ქი, რო­გო­რიც მას უნ­დო­და.

ბო­დი­ში ირაკ­ლი. რომ იმე­დე­ბი გა­გიც­რუე. იმე­დია მალე დაბ­რუნ­დე­ბი. გე­ლო­დე­ბით მე, ალექ­სან­დრე და ლეკ­ვე­ბი. უზო­მოდ გვე­ნატ­რე­ბი და გვაკ­ლი­ხარ. უშე­ნოდ სი­ცო­ცხლემ აზრი და­კარ­გა. ყვე­ლა­ფე­რი შენს თავს მახ­სე­ნებს. ირაკ­ლო, ირაკ­ლო, ალექ­სან­დრე ასე ეძახ­და. ერ­თად და­დი­ოდ­ნენ “NBA” თა­მა­შებ­ზე. თა­ვის კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­შებ­ზე. მა­მა­მი­სი არც ერთხელ არ დას­წრე­ბია მის თა­მაშს, როცა მე და ალექ­სან­დრე სულ იქ ვი­ყა­ვით. უარი არა­ფერ­ზე არ გვით­ქვამს.არ ვიცი რა უთხრა მა­მა­მის­მა, რომ ჩვენ ახლა ცუ­დე­ბი ვართ და არა­ფე­რი არ გაგ­ვი­კე­თე­ბია მის­თვის. სულ რომ ყვე­ლა­ფე­რი ცუდი თქვან, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, “გრინ კარ­ტა” გა­ვუ­კე­თე და ახლა არ ინარ­ჩუ­ნებს. ირაკ­ლი დაბ­რუნ­დი, გე­ლო­დე­ბით, გვიყ­ვარ­ხარ, გვე­ნატ­რე­ბი. სა­ბუ­თებს ნუ გა­ა­ფუ­ჭებ და მო­მა­ვალს ნუ და­ინ­გრევ. აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დი ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე და შემ­დეგ მთე­ლი სამ­ყა­რო შენი იქ­ნე­ბა. მიყ­ვარ­ხარ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
2

ამის აზრით უმაღლესი წარმატება გრინ-ქარდია 😆

თინა
4

ეხ ცისნამი იმდენი ტყუილი თქვი შენ თვითონ აირიე ტყუილ მართალში..ბავშვი ქმრის ოჯახმა გაგიზარდა,შენ თვითონ იძახი რომ განათლებული და კარგად აღზრდილი არისო და იქით ულანძღავ აღმზრდელ ოჯახს .რათქმაუნდა არ მოუნდებოდა შენთან ცხოვრება..თან ცოტა მგონია რომ ფსიქიკური პრობლემებიც გაქვს..ყოჩაღ იმ ოჯახს შენი გაძლებისთვის კიდევ კარგად გაუძლიათ შენი ისტერიკებისთვის..დარწმუნებული ვარ წლები ტერორში გეყოლებოდა ყოფილი ქმრის ოჯახი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი ყოფილი ქმარი ვიდეოთი იღებდა ჩემს ისტერიკებს, როცა შვილს მივაკითხე... შემდეგ ირაკლი ჩუმად გამოაპარა თბილისში" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ქალის მძიმე ყოფა მდიდრული ცხოვრების მიღმა

"ჩემი ყოფილი ქმარი ვიდეოთი იღებდა ჩემს ისტერიკებს, როცა შვილს მივაკითხე... შემდეგ ირაკლი ჩუმად გამოაპარა თბილისში" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ქალის მძიმე ყოფა მდიდრული ცხოვრების მიღმა

ცისნამი საყვარლიშვილი 21 წლის ასაკში იქცა მარტოხელად დედად. იმისთვის, რომ სახლი ჰქონოდა და შვილისთვის უზრუნველი მომავალი შეექმნა ემიგრაციაში წავიდა და ირაკლის დატოვება საქართველოში მოუწია.

ჯერ იყო იტალია, შემდეგ კი ასრულებული ამერიკული ოცნება, საუკეთესო ქმრით და სახლით ჰემპტონებში. წლების შემდეგ ერთადერთი შვილი ამერიკაში წაიყვანა და თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, როდესაც ერთ დღეს ირაკლიმ დედის გაუფრთხილებლად საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

ცისნამი ამბობს, რომ მიუხედავად ზრუნვისა, მასა და შვილს შორის აღმართული კედელი ვერ დაანგრია. ახლა კი შვილს დაბრუნებას სთხოვს... რთულია მისი საუბარი ემოციის გარეშე მოისმინო, დედის, რომელმაც ყველანაირი მცდელობის მიუხედავად შვილი მაინც ვერ დაიბრუნა, თუმცა იმედს მაინც არ კარგავს.

- ცისნამი, ძალიან მძიმე სტატუსი გამოაქვეყნეთ ორი დღის წინ, რომელიც თქვენს შვილს ეხებოდა, შეგიძლიათ მოგვიყვეთ რა ხდება?

- ჩემმა ერთადერთმა სისხლმა და ხორცმა, ჩემმა შვილმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და თბილისში ცხოვრება. ახლა იქ მინდა ვცადო ბედიო. ზაზა ფაჩულიას აკადემიაში უნდა დაბრუნება და იქიდან საქართველოს ნაკრებში თამაში. ამერიკაში მაღალი კონკურენციაა კალათბურთში, ოთხი წელი ვერაფერი გავაკეთო აქ, რთულიაო ურთიერთობები და წავიდა. მე და ჩემი მეუღლე არ ვეთანხმებოდით, ასე ადვილად აქ არაფერი მიიღწევა, დროა, საჭირო და ბევრი შრომა. მამამისმა, რომელიც ასევე ამერიკაში ცხოვრობს ჩუმად უყიდა ბილეთი და თბილისში გაუშვა. ისე წავიდა რომ არ დამემშვიდობა. ჩუმად გაიპარა. თუ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს არ სცემ, ხელს მაინც ნუ შემიშლიო. ზუსტად ვიცი, რომ 16 წლის ბავშვი ასეთ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებდი და მამის ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული.

წავიდა და მის შემდეგ გულის ტკივილები მაქვს. ისე ცუდად ვარ, რომ მეშინია გული არ გამისკდეს და გულმოკლული, გულნატკენი არ წავიდე ამ ქვეყნიდან. სერიოზულად ვამბობ ამას. ღამეები არ მძინავს. ირაკლის ოთახში ალექსანდრეს გარეშე ვეღარ შევდივარ, იმდენად ემოციურია ჩემთვის. ხმამაღლა ვტირი და ვეძახი: “ირაკლი, ირაკლი, სადა ხარ შვილო? რატომ დამტოვე? რატომ წახვედი? ჩვენი სახლი ხისაა, დილას ზევიდან, ჩემი საწოლი ოთახიდან იატაკზე ვუკაკუნებდი და ისე ვაღვიძებდი სკოლისთვის. სამჯერ დავაკაკუნებდი და ქვედა სართულზე ოთახში ესმოდა. შემდეგ საუზმეს ვუმზადებდი. მისი საყვარელი საუზმე “ფენქეიქი” იყო. ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, რომ ირაკლი ჩემს გვერდით აღარ არის. მიყვარხარ შვილო. მალე დაბრუნდი დედასთან, გემუდარები.

- ტექსტში მიმართავთ ემიგრანტ დედებს, რომ არასოდეს დატოვონ შვილები მარტო, ამ გადმოსახედიდან თქვენს წასვლას შეცდომად თვლით?

- დღევანდელი გადმოსახედიდან ვხედავ, რომ რაც არ უნდა გაჭირვებული იყოს ადამიანი, შვილი არ უნდა დატოვოს და ემიგრაციაში არ უნდა წავიდეს. ამ დროს შვილებს ისე ჩუმად ვკარგავთ, რომ ვერც ვიგებთ. გადასული ვართ ფულის შოვნასა და დაგროვებაზე და ამ დროს გვავიწყდება ჩვენს შვილებს როგორ ვჭირდებით. ფერადი ტანსაცმლისა და “აიფონების” მაგიერ დედის ალერსი და სითბო სჭირდებათ. ვერანაირი მატერიალური ნივთი და ფუფუნება ვერ ამოავსებს იმ დანაკლისს რასაც დედის არ ყოფნით განიცდიან. ამას ვერ გვპატიობენ და დააქვთ თავიაანთი პატარა გულებით ამხელა ტკივილი და დანაკლისი. შემდეგ ერთ ბინას იყიდის, მერე მეორე ბინის ყიდვა უნდა, ბიზნესის აწყობა, დაბრუნებაზე აღარ ფიქრობს და უფრო და უფრო მეტი უნდება. ამასობაში კი ვკარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს, შვილებს. არ დატოვოთ შვილები და ემიგრაციაში არ წახვიდეთ. ეს ჩემი რჩევაა. ვინც გაითვალისწინებს ხომ კარგი.

- დედები შესაძლოა ხშირად ვნანობდეთ, რომ შვილებს ვსაყვედურობდით, თქვენი ტექსტიდან მივხვდი რომ ამას ნანობთ?

- ვფიქრობ, რომ ყველა დედას აქვს უფლება საკუთარ შვილს მისცეს შენიშვნა, დატუქსოს და მიუთითოს სწორად მოქცევისკენ. მე ვარ ძალიან მოწესრიგებული ადამიანი. სულ იმას ვასწავლიდი, დილას რომ ადგები ლოგინი აალაგე, თუ ლოგინს კარგად აალაგებ დღეც კარგად და ლამაზად წაგივა. შენი კარადა მოაწესრიგე, გასარეცხი ტანსაცმელი ჩაიტანე. მინდოდა დამოუკიდებლობას მიჩვეულიყო. საქართველოში ბებია ზრდიდა და ის ყველაფერს უკეთებდა. ამ შენიშვებს ყველა დედა აძლევს საკუთარ შვილს. ჩვენ უფრო იმაზე ვკამათობდით რომ ჩემი სიმართლის არ სჯეროდა. არა, მასე არ იყო მამამ და ბებიამ ორი თვის ბავშვი ქუჩაში არ გამაგდესო. მე როგორც კი შანსი მომეცემოდა სულ მას ვახსენებდი მამაზე და ბებიაზე. 21 წლის ბავშვი მარტოობისთვის გამიმეტეს და ყველაზე დიდი სტრესი და ტკივილი მომაყენეს. ეს ირაკლისთვის არ უნდა მეთქვა და ჩემთვის დამეტოვა. მშობლებო, არ უთხრათ ცუდი თქვენს შვილს მეორე მშობელზე. ამით მხოლოდ ბავშვის გაღიზიანებას გამოიწვევთ. მე ვცდილობდი ჩემი სიმართლე დაენახა, მაგრამ ძალიან პატარა იყო ამისთვის. ეგ ვერ გავითვალისწინე. ამაზე ვჩხუბობდით ხოლმე. ვინც გაზარდა მათი სიმართლის სჯეროდა. ანუ ვითომ მე დავტოვე მამამისი და კაი ცხოვრების საშოვნელად წავედი ემიგრაციაში. შარშან “ია ფარულავას” შოუში მამა და ბებია რომ საჯაროდ გავულანძღე ეგ ვერ მაპატია. შარშანაც აღარ მომდევდა უკან ამერიკაში და მერე ძლივს მისი „ქოუჩების“ დახმარებით დავითანხე.

- თქვენი შვილი ბებიებთან იზრდებოდა, თუმცა მას ხშირად ესაუბრებოდით, როგორ ფიქრობდით, მაინც გაუცხოვდით?

- დედებო თქვენი შვილები სხვას არ გააზრდევინოთ, არასდროს. ამით უფრო მეტად კარგავთ თქვენს შვილებს. ირაკლი ჩემზე გაბრაზებულია, ბებიაა მისთვის დედა და მე არავინ. გაუცხოვება ეგრევე იგრძნობა. ჩვენს შორის დიდი კედელი იყო აღმართული. ვცადე და ვერ დავანგრიე. ჩემს შვილს ჩემი არ ესმოდა, მე მისი. რაღაცას ვეტყოდი და შენი გაზრდილი არა ვარო. ეგ სიტყვები, როგორც დანა გამიყარონ გულში ისე მხვდებოდა. ძალიან კარგი ბიჭია, უზომოდ განათლებული, წესიერი, კულტურული, ზრდილობიანი, ლამაზი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის. ვწუხვარ რომ ჩემს შვილს ჩემი არ ესმის. თან ახლა ისეთი ასაკი აქვს, დედა მტერი ჰგონია და დანარჩენი ყველა მოყვარე. იმედია მალე შეიცვლება ეს ყველაფერი და ირაკლი გონს მოეგება. მე ვცდილობდი კარგი დედა ვყოფილიყავი. უბრალოდ ისიც კი არ ვიცოდი როგორი დედა უნდოდა მას. ძალიან ძნელია როცა სხვის ყაიდაზე გაზრდილი შვილი, შენს ყაიდაზე ვეღარ გადაგყავს. ის შენი აღარაა.

- ერთი შეხედვით ჩანდა რომ ირაკლიმ ამერიკული ოცნება აისრულა და მანდ კარგად იყო, როგორ ფიქრობთ, მხოლოდ საყვედურებმა განაპირობა მისი საქართველოში დაბრუნება?

- მისი ამერიკული ოცნება D 1 კოლეჯში მოხვედრა და “NBA”-ში თამაშია. ვიმედოვნებ რომ აიხდენს ამ ოცნებას. მე მხოლოდ ხელს ვუწყობდი. მისი თანატოლები ოცნებობენ ამერიკაში მოხვედრაზე. მე პირდაპირ საბუთებით ანუ “გრინ კარტით” ჩამოვიყვანე. ცოტაც და მოქალაქე გახდებოდა. ვეხვეწები, რომ საბუთები არ გააფუჭოს. მოქალაქეობა აიღოს და მერე თუ უნდა თბილისში კი არა აზიაში იცხოვროს. ამერიკა ძალიან რთული ქვეყანაა. არ არსებობს ნამდვილი ურთიერთობები. სულ ენატრებოდა თავისი ახლო მეგობარი ვანიკო, რომელთანაც მთელი ბავშვობა გაატარა და ამბობდა სულ ერთად ვთამაშობდითო. აქ მეგობარი რომ სახლში მოეყვანა, ერთი კვირით ადრე უნდა შევთანხმებოდი მის მშობელს გამოშვებაზე. ეტყობა ეგეც გაუჭირდა. საქართველოში ლაღად არის, უამარავი მეგობარი ჰყავს. მინდა რომ ბედნიერი იყოს. მთავარია საბუთები არ გააფუჭოს და მალე დაბრუნდეს.

- ყოფილმა ქმარმა გამოგზავნა საქართველოში, მითხარით, რომ ის თქვენს ემოციებს ვიდეოთი იღებდა, როდესაც შვილს ეუბნებოდით რომ დარჩენილიყო, მას რატომ უნდოდა შვილის საქართველოში დაბრუნება, თავადაც ხომ საქართველოში ცხოვრობს?

- ცხოვრებისეულმა სტრესმა, ბავშვობის ტრავმამ ისე დამანგრია, რომ დამეწყო საშინელი “PMS,” რომლითაც დღემდე ვიტანჯები. თვეში ერთხელ ქალური ჰორმონები “ალქაჯად” მაქცევენ ხოლმე, ისე რომ საკუთარ თავს თავად ვერ ვცნობ. ვჩხუბობ და ვყვირი ყველაფერზე, აუტანელი ვხდები. არ ვიცოდი ეს ყველაფერი რისი ბრალი იყო. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. დროთა განმავლობაში ექიმების დახმარებით დამისვეს დიაგნოზი, რომ ვიტანჯები პრემენსტრუალური სინდრომით. ქალების უმეტესობა ასეთ დღეშია თვეში ერთხელ და ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. მე საშინელი “PMS” მაქვს, რომელსაც თან ახლავს ტკივილები, სტრესი და დაბნეულობა. ამ მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც ირაკლიმ დამირეკა და მითხრა, თბილისში მინდა საცხოვრებლად გადასვლაო. გავგიჟდი, დავჯექი მანქანაზე და ეგრევე ჩავაკითხე პენსილვანიაში. მამასთან იყო რამოდენიმე დღე წასული. ლოკაციით მივაგენი. ვეხვეწე, წამოდი სახლში-მეთქი და არ გამომყვა. ვტიროდი, ვემუდარებოდი. მამამისი ვიდეოთი იღებდა ჩემს ისტერიკებს. მე სასოწარკვეთილი ვიყავი და ის მხიარულად ვიდეოს მიღებდა. დამემუქრა გამოვაქვეყნებო. გამოაქვეყნოს... თუ არ წახვალ პოლიციას გამოვუძახებო. წამოვედი გულგატეხილი. ჩემთვის გაუგებარია, თვითონ ამერიკაში ცხოვრობდეს და შვილს საქართველოში აგზავნიდეს საცხოვრებლად. თუ ასეთი ცუდია ამერიკა, თავად აქ რა უნდა?! არ ვიცი დღემდე შოკში ვარ მაგ დღის შემდეგ.

- ახლა სად არის ირაკლი და როგორ აგრძელებს ცხოვრებას, თუ გაქვთ ურთიერთობა?

- ირაკლი ავჭალაშია მამამისის მშობლებთან. არ მეკონტაქტება, გაბრაზებულია ჩემზე, თუ რატომ ვარ ისტერიკაში და რატომ ვერ ვუგებ მას. მე ყოველ დღე ვწერ და ვხედავ როგორ ნახულობს და არ მპასუხობს. რამდენჯერაც არ მპასუხობს, იმდენჯერ დანა მერჭობა გულში!

- ვიცი, რომ ყოველთვის მხარში გიდგათ საყვარელი მეუღლე, რას ფიქრობს მომხდარზე და როგორ გგონიათ, დაბრუნება თქვენი შვილი ამერიკაში?

- ალექსანდრე ფიქრობს რომ ირაკლიმ დიდი შეცდომა დაუშვა როცა თბილისში წავიდა. გულნატკენია... ახლა მოქალაქეობაზე გავუგზავნე საბუთები და თითის ანაბეჭდებზე რომ დაიბარებენ საემიგრაციოში, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, თუ არადა ჩემსა და ალექსანდრეს ყველა შრომას და ჯაფას წყალში ჩაყრის. მე ყველაფერი გავაკეთე რომ მას საბუთები ჰქონოდა. ვწუხვარ თუ ისეთი დედა ვერ გამოვდექი, როგორიც მას უნდოდა.

ბოდიში ირაკლი. რომ იმედები გაგიცრუე. იმედია მალე დაბრუნდები. გელოდებით მე, ალექსანდრე და ლეკვები. უზომოდ გვენატრები და გვაკლიხარ. უშენოდ სიცოცხლემ აზრი დაკარგა. ყველაფერი შენს თავს მახსენებს. ირაკლო, ირაკლო, ალექსანდრე ასე ეძახდა. ერთად დადიოდნენ “NBA” თამაშებზე. თავის კალათბურთის თამაშებზე. მამამისი არც ერთხელ არ დასწრებია მის თამაშს, როცა მე და ალექსანდრე სულ იქ ვიყავით. უარი არაფერზე არ გვითქვამს.არ ვიცი რა უთხრა მამამისმა, რომ ჩვენ ახლა ცუდები ვართ და არაფერი არ გაგვიკეთებია მისთვის. სულ რომ ყველაფერი ცუდი თქვან, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, “გრინ კარტა” გავუკეთე და ახლა არ ინარჩუნებს. ირაკლი დაბრუნდი, გელოდებით, გვიყვარხარ, გვენატრები. საბუთებს ნუ გააფუჭებ და მომავალს ნუ დაინგრევ. აუცილებლად გახდი ამერიკის მოქალაქე და შემდეგ მთელი სამყარო შენი იქნება. მიყვარხარ.