მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქართველოს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ანტი-ლგბტი კანონის მიღებისგან“ - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი
“საქართველოს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ანტი-ლგბტი კანონის მიღებისგან“ - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

ევ­რო­პის საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სარ­მა, მა­იკლ ო’ფლა­ჰერ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს წე­რი­ლით მი­მარ­თა, სა­დაც ის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს სთხოვს, თავი შე­ი­კა­ვონ 2024 წლის 4 სექ­ტემ­ბერს მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლი მი­ღე­ბუ­ლი “ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის­გან. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ევ­რო­პის საბ­ჭო ავ­რცე­ლებს.

მა­იკლ ო’ფლა­ჰერ­ტი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს მო­უ­წო­დებს, ითა­ნამ­შრომ­ლონ ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, რათა და­იც­ვან ლგბტი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, ებ­რძო­ლონ მათ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას და თავი შე­ი­კა­ვონ რი­ტო­რი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან, რო­მე­ლიც ლგბტი ადა­მი­ა­ნე­ბის სტიგ­მა­ტი­ზე­ბას იწ­ვევს.

კო­მი­სა­რი ხაზს უს­ვამს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს ლგბტი ადა­მი­ა­ნე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ას. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი აგ­რძე­ლებს ლგბტი ადა­მი­ა­ნე­ბის სტიგ­მა­ტი­ზე­ბას და დის­კრი­მი­ნა­ცი­ას ინ­ცეს­ტის გვერ­დით სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის ჩა­მოთ­ვლით.

ევ­რო­პის საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი აცხა­დებს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ში­ნა­არ­სი მსგავ­სია 2024 წლის 3 აპ­რილს პარ­ლა­მენ­ტში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო კა­ნონპ­რო­ექ­ტის “ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც “ევ­რო­პულ­მა კო­მი­სი­ამ სა­მარ­თლის მეშ­ვე­ო­ბით დე­მოკ­რა­ტი­ის და­სა­ცა­ვად“ და­ას­კვნა, რომ “ამ ტექ­სტის მი­ღე­ბის წი­ნა­და­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ლგბტი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მტრუ­ლი და სტიგ­მა­ტი­ზე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­როს კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბის საფრ­თხეს ქმნის“.

“ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს კარ­გად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრე­ცე­დენ­ტუ­ლი სა­მარ­თლის თა­ნახ­მად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უარ­ყოფს სექ­სუ­ა­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ნე­ბის­მი­ერ სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას. ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აგე­ბუ­ლია ინ­დი­ვიდ­თა თა­ნა­ბარ ღირ­სე­ბა­ზე და მყარ­დე­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, რა­საც ის აღიქ­ვამს არა რო­გორც საფრ­თხეს, არა­მედ, რო­გორც გამ­დიდ­რე­ბის წყა­როს“, - აცხა­დებს ევ­რო­პის საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“საქართველოს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ანტი-ლგბტი კანონის მიღებისგან“ - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

“საქართველოს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ანტი-ლგბტი კანონის მიღებისგან“ - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა, სადაც ის პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული მიღებული “ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

მაიკლ ო’ფლაჰერტი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვან ლგბტი ადამიანების უფლებები, ებრძოლონ მათ დისკრიმინაციას და თავი შეიკავონ რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას იწვევს.

კომისარი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. მისივე შეფასებით, კანონპროექტი აგრძელებს ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას და დისკრიმინაციას ინცესტის გვერდით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ჩამოთვლით.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ კანონპროექტის შინაარსი მსგავსია 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში რეგისტრირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის “ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელთან დაკავშირებითაც “ევროპულმა კომისიამ სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ დაასკვნა, რომ “ამ ტექსტის მიღების წინადადება საქართველოში ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს კიდევ უფრო გაძლიერების საფრთხეს ქმნის“.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, დემოკრატიული საზოგადოება უარყოფს სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ ნებისმიერ სტიგმატიზაციას. ასეთი საზოგადოება აგებულია ინდივიდთა თანაბარ ღირსებაზე და მყარდება მრავალფეროვნებით, რასაც ის აღიქვამს არა როგორც საფრთხეს, არამედ, როგორც გამდიდრების წყაროს“, - აცხადებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.