სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს 5 ფი­ნა­ლის­ტი და­სა­ხელ­და. მათ­გან ერთ-ერთი 4 ოქ­ტომ­ბერს, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბა და ფუ­ლა­დი პრი­ზის სა­ხით, კამ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის­გან – „გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის“ ფონ­დის­გან 15 000 ლარი გა­და­ე­ცე­მა.

კონ­კურ­სი, ლი­ბერ­თი ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბით მერ­ვედ ტარ­დე­ბა და სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რებს ლი­ბერ­თი ბან­კი ტრა­დი­ცი­უ­ლად წელ­საც და­ა­ჯილ­დო­ებს.

2024 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტე­ბი, არი­ან:

  • გი­ორ­გი ლი­პა­რიშ­ვი­ლი – თბი­ლი­სის მე-6 სა­ავ­ტო­რო სკო­ლის, ათას­წლე­უ­ლის სკო­ლის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ქარ­თუ­ლი სკო­ლის, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • ნა­თია ნარ­სა­ვი­ძე – დმა­ნი­სის N3 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • დი­მიტ­რი პო­პო­ვი – გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გურ­ჯა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • ნა­თია უჩა­ვა – თბი­ლი­სის N126 სა­ჯა­რო სკო­ლის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, მა­თე­მა­ტი­კის, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის და ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • სო­ფიო ქუ­ხი­ლა­ვა – მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წვირ­მის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

კონ­კურ­სის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი, ოქ­როს სპონ­სო­რია ლი­ბერ­თი ბან­კი და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: EPAM Georgia, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრი (ctc), ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და პირ­ვე­ლი არხი.

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო 2017 წლის 13 მა­ისს და­წეს­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მერ­ვედ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ის მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის – „The Global Teacher Prize“ ნა­წი­ლია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი 4 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება და ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა.

კონკურსი, ლიბერთი ბანკის სტრატეგიული პარტნიორობით მერვედ ტარდება და საუკეთესო ათეულის წევრებს ლიბერთი ბანკი ტრადიციულად წელსაც დააჯილდოებს.

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, არიან:

  • გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ნათია ნარსავიძე – დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
  • დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • ნათია უჩავა – თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
  • სოფიო ქუხილავა – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

R