მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძველ სხვენში, შემთხვევით ნაპოვნი პორტრეტი 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა - მიიჩნევენ, რომ ის დიდი ხნის წინ დაკარგული რემბრანდტის შედევრია
ძველ სხვენში, შემთხვევით ნაპოვნი პორტრეტი 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა - მიიჩნევენ, რომ ის დიდი ხნის წინ დაკარგული რემბრანდტის შედევრია

აშშ-ში, მა­ი­ნის შტა­ტის ქა­ლაქ კემ­დენ­ში, სახ­ლის რუ­ტი­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს, აუქ­ცი­ო­ნერ­მა კაჯა ვე­ი­ლემ სხვენ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თა: მე-17 სა­უ­კუ­ნის ახალ­გაზ­რდა ქა­ლის პორ­ტრე­ტი, რო­მელ­საც ახუ­რავს ქუდი და სა­ყე­ლო.

”სახ­ლში გა­მო­ძა­ხე­ბი­სას ჩვენ ხში­რად არ ვი­ცით, რას ვი­პო­ვით. ად­გი­ლი სავ­სე იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნივ­თე­ბით, მაგ­რამ ეს სა­ო­ცა­რი პორ­ტრე­ტი სწო­რედ სხვენ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის დას­ტა­ში ვი­პო­ვეთ”, - თქვა Thomaston Place Auction Galleries-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვე­ი­ლემ, თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • მისი თქმით, ნა­მუ­შე­ვა­რი და­ხა­ტუ­ლი იყო ჰო­ლან­დი­ე­ლი ოს­ტა­ტის რემ­ბრან­დტის სტილ­ში - ჩარ­ჩოს უკა­ნა მხა­რეს ეტი­კე­ტი ამ­ტკი­ცებ­და, რომ სწო­რედ რებმ­რან­დტი იყო მისი ავ­ტო­რი. მოწ­მო­ბა ფი­ლა­დელ­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის მიერ იყო გა­ცე­მუ­ლი. არის ვა­რა­უ­დი, რომ ნა­ხა­ტი მუ­ზე­უმს 1970 წელს გა­და­ე­ცა.

თუმ­ცა, პორ­ტრე­ტის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცო­ტაა ცნო­ბი­ლი. მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლი მას ავ­თენ­ტუ­რად არ მი­იჩ­ნევს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აუქ­ცი­ო­ნის სახ­ლის მტკი­ცე­ბით, ტილო ნამ­დვი­ლია, ფი­ლა­დელ­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­მა ვერ და­ა­დას­ტუ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

Thomaston Place-მა არ გა­ამ­ჟღავ­ნა, გა­ი­ა­რა თუ არა კონ­სულ­ტა­ცია რემ­ბრან­დტის ექ­სპერტთან.

ნა­ხა­ტი აუქ­ცი­ონ­ზე 1.41 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თქმით, ეს არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თან­ხა, რო­მე­ლიც ოდეს­მე გა­დახ­დი­ლა მათ­თან. ახა­ლი მე­სა­კუთ­რე კი, რო­მე­ლიც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს, თვლის, რომ ტილო რემ­ბრან­დტის მიერ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ძველ სხვენში, შემთხვევით ნაპოვნი პორტრეტი 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა - მიიჩნევენ, რომ ის დიდი ხნის წინ დაკარგული რემბრანდტის შედევრია

ძველ სხვენში, შემთხვევით ნაპოვნი პორტრეტი 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა - მიიჩნევენ, რომ ის დიდი ხნის წინ დაკარგული რემბრანდტის შედევრია

აშშ-ში, მაინის შტატის ქალაქ კემდენში, სახლის რუტინული დათვალიერების დროს, აუქციონერმა კაჯა ვეილემ სხვენში მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა: მე-17 საუკუნის ახალგაზრდა ქალის პორტრეტი, რომელსაც ახურავს ქუდი და საყელო.

”სახლში გამოძახებისას ჩვენ ხშირად არ ვიცით, რას ვიპოვით. ადგილი სავსე იყო შესანიშნავი ნივთებით, მაგრამ ეს საოცარი პორტრეტი სწორედ სხვენში, ხელოვნების ნიმუშების დასტაში ვიპოვეთ”, - თქვა Thomaston Place Auction Galleries-ის დამფუძნებელმა ვეილემ, თავის განცხადებაში.

  • მისი თქმით, ნამუშევარი დახატული იყო ჰოლანდიელი ოსტატის რემბრანდტის სტილში - ჩარჩოს უკანა მხარეს ეტიკეტი ამტკიცებდა, რომ სწორედ რებმრანდტი იყო მისი ავტორი. მოწმობა ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმის მიერ იყო გაცემული. არის ვარაუდი, რომ ნახატი მუზეუმს 1970 წელს გადაეცა.

თუმცა, პორტრეტის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. მკვლევართა ნაწილი მას ავთენტურად არ მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ აუქციონის სახლის მტკიცებით, ტილო ნამდვილია, ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმმა ვერ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.

Thomaston Place-მა არ გაამჟღავნა, გაიარა თუ არა კონსულტაცია რემბრანდტის ექსპერტთან.

ნახატი აუქციონზე 1.41 მილიონ დოლარად გაიყიდა. ადმინისტრაციის თქმით, ეს არის ყველაზე მაღალი თანხა, რომელიც ოდესმე გადახდილა მათთან. ახალი მესაკუთრე კი, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, თვლის, რომ ტილო რემბრანდტის მიერ არის შესრულებული.

წყარო