პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია - რა დაადგინა გამოძიებამ
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია - რა დაადგინა გამოძიებამ

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 14 პირი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თა შო­რი­საც 10 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის, თბი­ლი­სის, აჭა­რი­სა და კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 14 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის 10 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის, გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის, გა­სა­ღე­ბის მომ­ზა­დე­ბის, ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “მა­რი­ხუ­ა­ნას“ უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის, გა­სა­ღე­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ა., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.მ., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ა., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ს., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.შ., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.პ. 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ფ., 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ბ., ასე­ვე, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.მ. და 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.კ.

დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ასე­ვე, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “მა­რი­ხუ­ა­ნას“ უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნი­სა და კულ­ტი­ვი­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ა., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ლ., ასე­ვე, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ლ., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.მ. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, ასე­ვე, მათ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან სხვა­დას­ხვა სა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის: “ჰე­რო­ი­ნი“, “ტეტ­რა­ჰიდ­რო­კა­ნა­ბი­ნო­ლი“, "მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი", “ამ­ფე­ტა­მი­ნი“, “მა­რი­ხუ­ა­ნა“, “მე­თა­დო­ნი“, “ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი“ და “ალფა პვპ“ ამო­ი­ღეს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ის მიერ ნივთმტკი­ცე­ბად არის ამო­ღე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფული, წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტე­ბი და ელექტრო სას­წო­რე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია - რა დაადგინა გამოძიებამ

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია - რა დაადგინა გამოძიებამ

სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, რომელთა შორისაც 10 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული თ.ა., 1982 წელს დაბადებული ს.მ., 1986 წელს დაბადებული ს.ა., 1974 წელს დაბადებული დ.ს., 1986 წელს დაბადებული ა.შ., 1985 წელს დაბადებული ლ.პ. 1994 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1979 წელს დაბადებული ი.მ. და 1979 წელს დაბადებული თ.კ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ა., 1996 წელს დაბადებული ნ.ლ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 2000 წელს დაბადებული კ.ლ., 1981 წელს დაბადებული შ.მ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: “ჰეროინი“, “ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, "მეტამფეტამინი", “ამფეტამინი“, “მარიხუანა“, “მეთადონი“, “ბუპრენორფინი“ და “ალფა პვპ“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.