კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის მორიგი მასშტაბური თავდასხმა რუსეთზე დრონებით, მოსკოვის ოლქში დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, აეროპორტებში კი შეზღუდვები შემოიღეს - რა ხდება ცნობილი?
უკრაინის მორიგი მასშტაბური თავდასხმა რუსეთზე დრონებით, მოსკოვის ოლქში დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, აეროპორტებში კი შეზღუდვები შემოიღეს - რა ხდება ცნობილი?

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დი­ლით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 10 სექ­ტემ­ბერს, შუ­ა­ღა­მის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნამ რუ­სეთ­ზე დრო­ნე­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა.

უწყე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­ა­ნად­გუ­რეს 144 უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი, მათ­გან 72 - ბრი­ანსკის ოლ­ქში, 20 - მოს­კო­ვის ოლ­ქში, 14 - კურსკში, 13 - ტუ­ლის ოლ­ქში, 8 - ბელ­გო­როდ­ში, 7 - კა­ლუ­გის ოლ­ქში, 5 - ვო­რო­ნეჟ­ში, 4 - ლი­პეც­კის ოლ­ქში და 1 - ორი­ოლ­ში.

რუ­სე­თის ამ რე­გი­ო­ნე­ბი­დან მხო­ლოდ მოს­კო­ვის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ან­დრეი ვო­რო­ბი­ოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დრო­ნე­ბით შე­ტე­ვას მსხვერ­პლი და ნგრე­ვა მოჰ­ყვა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლაქ რა­მენ­სკო­ე­ში დრო­ნე­ბი მოხ­ვდა ორ მრა­ვალ­ბი­ნი­ან სახ­ლს, და­ი­ღუ­პა ერთი და და­შავ­და ოთხი ადა­მი­ა­ნი.

აე­რო­პორ­ტებ­ში "ვნუ­კო­ვო", "დო­მო­დე­დო­ვო" და "ჟუ­კოვ­სკი" მოს­კო­ვის რე­გი­ონ­ზე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმის გამო, მოს­კო­ვის დრო­ით, 1:30 სა­ა­თი­დან შე­მო­ი­ღეს დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი ავი­ა­რე­ი­სე­ბის მი­ღე­ბა­სა და გაგ­ზავ­ნა­ზე. აე­რო­პორ­ტებ­მა მოს­კო­ვის დრო­ით დი­ლის 8 სა­ა­თი­დან შეძ­ლეს მუ­შა­ო­ბის გა­ნახ­ლე­ბა.

თა­ვის მხრივ უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მიერ დი­ლით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის სა­ო­კუ­ა­ციო ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნა­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს 2 რა­კე­ტით და 46 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით.

მათი ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ჩა­მო­აგ­დეს 38 დრო­ნი, 3 უკ­რა­ი­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ვი­და რუ­სე­თის და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ლუ­განსკის ოლ­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 3 კი "ლო­კა­ლუ­რად და­ი­კარ­გა“.

რუ­სე­თის მო­რი­გი შე­ტე­ვის გამო სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი იყო კი­ე­ვის, ვი­ნი­ცის, ჩერ­ნი­გო­ვის, კი­რო­ვოგ­რა­დის, ნი­კო­ლა­ე­ვის, ოდე­სის, ხერ­სო­ნის, ჩერ­კა­სის, სუ­მის, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის, ხარ­კო­ვის, ზა­პო­რო­ჟი­ეს და პოლ­ტა­ვის ოლ­ქებ­ში.

ჩერ­კა­სის სა­ოლ­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მიერ მო­უ­გე­რი­ე­ბელ­მა დრო­ნებ­მა და­ა­ზი­ა­ნა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტი და რამ­დე­ნი­მე სახ­ლი, და­შავ­და 2 ადა­მი­ა­ნი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

უკრაინის მორიგი მასშტაბური თავდასხმა რუსეთზე დრონებით, მოსკოვის ოლქში დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, აეროპორტებში კი შეზღუდვები შემოიღეს - რა ხდება ცნობილი?

უკრაინის მორიგი მასშტაბური თავდასხმა რუსეთზე დრონებით, მოსკოვის ოლქში დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, აეროპორტებში კი შეზღუდვები შემოიღეს - რა ხდება ცნობილი?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 10 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ უკრაინამ რუსეთზე დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

უწყების თანახმად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს 144 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 72 - ბრიანსკის ოლქში, 20 - მოსკოვის ოლქში, 14 - კურსკში, 13 - ტულის ოლქში, 8 - ბელგოროდში, 7 - კალუგის ოლქში, 5 - ვორონეჟში, 4 - ლიპეცკის ოლქში და 1 - ორიოლში.

რუსეთის ამ რეგიონებიდან მხოლოდ მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ დრონებით შეტევას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. მისი ინფორმაციით, ქალაქ რამენსკოეში დრონები მოხვდა ორ მრავალბინიან სახლს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

აეროპორტებში "ვნუკოვო", "დომოდედოვო" და "ჟუკოვსკი" მოსკოვის რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი თავდასხმის გამო, მოსკოვის დროით, 1:30 საათიდან შემოიღეს დროებითი შეზღუდვები ავიარეისების მიღებასა და გაგზავნაზე. აეროპორტებმა მოსკოვის დროით დილის 8 საათიდან შეძლეს მუშაობის განახლება.

თავის მხრივ უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუაციო ძალებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს 2 რაკეტით და 46 უპილოტო საფრენი აპარატით.

მათი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 38 დრონი, 3 უკრაინის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გავიდა რუსეთის და ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის მიმართულებით, 3 კი "ლოკალურად დაიკარგა“.

რუსეთის მორიგი შეტევის გამო საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო კიევის, ვინიცის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და პოლტავის ოლქებში.

ჩერკასის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალების მიერ მოუგერიებელმა დრონებმა დააზიანა ინფრასტრუქტურის ობიექტი და რამდენიმე სახლი, დაშავდა 2 ადამიანი.

იხილეთ ასევე: