კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დრესკოდი იყო დასაცავი და ასე შეიქმნა კაბა სპეციალურად წითელი ხალიჩისთვის...არ ვფიქრობ, რომ ვინმეს რამე უნდა მოაწონო" - ია სუხიტაშვილის კაბაზე Situationis-მა იზრუნა: რას პასუხობს დიზაინერი ირაკლი რუსაძე კრიტიკოსებს
"დრესკოდი იყო დასაცავი და ასე შეიქმნა კაბა სპეციალურად წითელი ხალიჩისთვის...არ ვფიქრობ, რომ ვინმეს რამე უნდა მოაწონო" -  ია სუხიტაშვილის კაბაზე Situationis-მა იზრუნა: რას პასუხობს დიზაინერი ირაკლი რუსაძე კრიტიკოსებს

ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ახა­ლი ფილ­მის, "აპ­რი­ლი" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა, რაც ქარ­თუ­ლი კი­ნოს დიდი წარ­მა­ტე­ბაა. პრე­მი­ე­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი და მე­რაბ ნი­ნი­ძე, რომ­ლე­ბიც კი­ნო­სუ­რათ­ში მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ. მათ კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის წი­თელ პე­ცი­ა­ლუ­რად ხა­ლი­ჩა­ზე გა­ი­ა­რეს.

ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის კა­ბამ ქარ­თველ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია, ზოგს მო­ე­წო­ნა მსა­ხი­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნი, ზო­გი­ერ­თმა კი გა­აკ­რი­ტი­კა.

  • კაბა ცნო­ბილ­მა ქარ­თულ­მა ბრენდმა, Situationist-მა შექ­მნა.

"სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტი“ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია, მხო­ლოდ მე არ ვარ. ჩვენ გუნ­დი ვართ და ყვე­ლა ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებთ. ვფიქ­რობ, არას­წო­რი იქ­ნე­ბო­და, თუ ჩვე­ნი ნაშ­რო­მის მხო­ლოდ ჩემს სა­ხელ­თან ყო­ფი­ლი­ყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი", - ეს დი­ზა­ი­ნერ ირაკ­ლი რუ­სა­ძის სი­ტყვე­ბია, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბულ და პო­პუ­ლა­რულ ბრენ­დს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ის და მისი გუნ­დი მსხვილ და სა­ინ­ტე­რე­სო შეკ­ვე­თებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. მათ სა­მოსს რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვე­ბი იც­ვა­მენ.

  • Ambebi.ge ირაკ­ლი რუ­სა­ძეს ესა­უბ­რა:

- უპირ­ვე­ლე­სად იმას ვი­ტყვი, ძა­ლი­ან დიდი ამ­ბა­ვია, რომ ქარ­თუ­ლი ფილ­მი ვე­ნე­ცი­ის ფეს­ტი­ვალ­ზეა ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი. დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რია. უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის ტა­ლან­ტიც.

ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა - მო­ხა­რუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ამ ყვე­ლაფ­რის მო­ნა­წი­ლე აღ­მოვ­ჩნდი. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ბას, მას­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ტყა­ვი გა­მო­ვი­ყე­ნეთ და შექ­მნის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

- კაბა რომ ასე­თი ყო­ფი­ლი­ყო, ეს იდეა მხო­ლოდ თქვე­ნია, თუ იას სურ­ვი­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნეთ?

- ერ­თობ­ლი­ვად ვი­მუ­შა­ვეთ. სა­ერ­თოდ, იშ­ვი­ა­თად ვმუ­შა­ობთ პერ­სო­ნა­ლურ შეკ­ვე­თებ­ზე, მაგ­რამ რო­დე­საც ასე­თი რამ ხდე­ბა, ეს არის მომ­ხმა­რებ­ლის და ბრენ­დის კო­ლა­ბო­რა­ცია. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თობ­ლი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. კი, ამ­ჯე­რა­დაც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ მსა­ხი­ო­ბის აზრი და ჩვე­ნიც შევ­თა­ვა­ზეთ.

დრეს­კო­დი იყო და­სა­ცა­ვი და ასე შე­იქ­მნა კაბა სპე­ცი­ა­ლუ­რად წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის­თვის.

- დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის, კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი­სა და მე­რაბ ნი­ნი­ძის სა­მოს­ზეც თქვენ იმუ­შა­ვეთ?

- არა, მხო­ლოდ იას კაბა შევ­ქმე­ნით.

- ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბიც გა­მოთ­ქვა, ზოგს, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა კაბა. რას ეტყო­დით კრი­ტი­კო­სებს?

- და­ვი­წყოთ იმით რომ, ჩემი აზ­რით, იას ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა აქვს, ასე­ვე არის ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი. კაბა არ იყო რა­ი­მე­თი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი, უგე­მოვ­ნო. ამას­თან არის სადა.

- ბევ­რის ყუ­რა­დღე­ბა აკა­დე­მი­უ­რო­ბით და დახ­ვე­წი­ლო­ბით მი­იქ­ცია...

- ტყავ­ზე მუ­შა­ო­ბას თა­ვი­სე­ბუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად მას­ზე მუ­შა­ო­ბა­საც უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე ქსო­ვილ­ზე. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ნა­ირ აზრს აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა. იმი­ტომ არ­სე­ბობს ამ­დე­ნი ბრენ­დი და ამ­დე­ნი დი­ზა­ი­ნე­რი, რომ ყვე­ლამ ბრენ­დი და დი­ზა­ი­ნე­რი თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით მო­ნა­ხოს. რა­ტომ უნდა მო­ა­წო­ნო ვი­ღა­ცას რა­ღაც?! არ ვფიქ­რობ, რომ ვინ­მეს რამე უნდა მო­ა­წო­ნო. ჩვენ ვა­კე­თებ საქ­მეს, რო­გორც ვხე­დავთ, გვეს­მის და ვი­ცით. გე­მოვ­ნე­ბა კი­დევ ყვე­ლას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დრესკოდი იყო დასაცავი და ასე შეიქმნა კაბა სპეციალურად წითელი ხალიჩისთვის...არ ვფიქრობ, რომ ვინმეს რამე უნდა მოაწონო" - ია სუხიტაშვილის კაბაზე Situationis-მა იზრუნა: რას პასუხობს დიზაინერი ირაკლი რუსაძე კრიტიკოსებს

"დრესკოდი იყო დასაცავი და ასე შეიქმნა კაბა სპეციალურად წითელი ხალიჩისთვის...არ ვფიქრობ, რომ ვინმეს რამე უნდა მოაწონო" -  ია სუხიტაშვილის კაბაზე Situationis-მა იზრუნა: რას პასუხობს დიზაინერი ირაკლი რუსაძე კრიტიკოსებს

ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის, "აპრილი" პრემიერა გაიმართა, რაც ქართული კინოს დიდი წარმატებაა. პრემიერაზე იმყოფებოდნენ მსახიობები: კახა კინწურაშვილი, ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე, რომლებიც კინოსურათში მთავარ როლებს ასრულებენ. მათ კინოფესტივალის წითელ პეციალურად ხალიჩაზე გაიარეს.

ია სუხიტაშვილის კაბამ ქართველ ინტერნეტმომხმარებელში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, ზოგს მოეწონა მსახიობის არჩევანი, ზოგიერთმა კი გააკრიტიკა.

  • კაბა ცნობილმა ქართულმა ბრენდმა, Situationist-მა შექმნა.

"სიტუაციონისტი“ გუნდური მუშაობის შედეგია, მხოლოდ მე არ ვარ. ჩვენ გუნდი ვართ და ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა, თუ ჩვენი ნაშრომის მხოლოდ ჩემს სახელთან ყოფილიყო დაკავშირებული", - ეს დიზაინერ ირაკლი რუსაძის სიტყვებია, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ წარმატებულ და პოპულარულ ბრენდს ხელმძღვანელობს. ის და მისი გუნდი მსხვილ და საინტერესო შეკვეთებზე მუშაობენ. მათ სამოსს როგორც ქართველი, ისე უცხოელი კაშკაშა ვარსკვლავები იცვამენ.

  • Ambebi.ge ირაკლი რუსაძეს ესაუბრა:

- უპირველესად იმას ვიტყვი, ძალიან დიდი ამბავია, რომ ქართული ფილმი ვენეციის ფესტივალზეა ნომინირებული. დეა კულუმბეგაშვილი ძალიან ნიჭიერი რეჟისორია. უდიდეს წარმატებას მიაღწია, ასევე უნდა აღინიშნოს ია სუხიტაშვილის ტალანტიც.

ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ პროექტზე მუშაობა - მოხარული ვიყავი, რომ გარკვეულწილად ამ ყველაფრის მონაწილე აღმოვჩნდი. რაც შეეხება კაბას, მასზე მუშაობისას ტყავი გამოვიყენეთ და შექმნის პროცესი ძალიან საინტერესო იყო.

- კაბა რომ ასეთი ყოფილიყო, ეს იდეა მხოლოდ თქვენია, თუ იას სურვილიც გათვალისწინეთ?

- ერთობლივად ვიმუშავეთ. საერთოდ, იშვიათად ვმუშაობთ პერსონალურ შეკვეთებზე, მაგრამ როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს არის მომხმარებლის და ბრენდის კოლაბორაცია. ამიტომ ყველაფერი ერთობლივად მიმდინარეობს. კი, ამჯერადაც გავითვალისწინეთ მსახიობის აზრი და ჩვენიც შევთავაზეთ.

დრესკოდი იყო დასაცავი და ასე შეიქმნა კაბა სპეციალურად წითელი ხალიჩისთვის.

- დეა კულუმბეგაშვილის, კახა კინწურაშვილისა და მერაბ ნინიძის სამოსზეც თქვენ იმუშავეთ?

- არა, მხოლოდ იას კაბა შევქმენით.

- ქართული საზოგადოების ნაწილმა კრიტიკული მოსაზრებებიც გამოთქვა, ზოგს, პირიქით, ძალიან მოეწონა კაბა. რას ეტყოდით კრიტიკოსებს?

- დავიწყოთ იმით რომ, ჩემი აზრით, იას ძალიან ლამაზი და კარგი გარეგნობა აქვს, ასევე არის ძალიან ბუნებრივი. კაბა არ იყო რაიმეთი გადამეტებული, უგემოვნო. ამასთან არის სადა.

- ბევრის ყურადღება აკადემიურობით და დახვეწილობით მიიქცია...

- ტყავზე მუშაობას თავისებური გამოცდილება და ცოდნა სჭირდება. შესაბამისად მასზე მუშაობასაც უფრო რთულია, ვიდრე რომელიმე ქსოვილზე. საერთოდ, ყველანაირ აზრს აქვს არსებობის უფლება. იმიტომ არსებობს ამდენი ბრენდი და ამდენი დიზაინერი, რომ ყველამ ბრენდი და დიზაინერი თავისი გემოვნების მიხედვით მონახოს. რატომ უნდა მოაწონო ვიღაცას რაღაც?! არ ვფიქრობ, რომ ვინმეს რამე უნდა მოაწონო. ჩვენ ვაკეთებ საქმეს, როგორც ვხედავთ, გვესმის და ვიცით. გემოვნება კიდევ ყველას სხვადასხვანაირი აქვს.