საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა წაიკითხოთ როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა?
რატომ უნდა წაიკითხოთ როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა?

ის­ტო­რი­ამ შე­მოგ­ვი­ნა­ხა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის თავ­და­დე­ბი­სა და გმი­რო­ბის ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შთაგ­ვა­გო­ნებს და ეროვ­ნულ სუ­ლის­კვე­თე­ბას აღ­ვი­ძებს. მათ შო­რის არის 1924 წლის კა­ხე­თის აჯან­ყე­ბა, რომ­ლის თა­ო­სა­ნიც ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი და ბოლ­შე­ვი­კე­ბის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს 1924 წლის აჯან­ყე­ბი­დან 100 წელი ხდე­ბა

1921 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის წი­თე­ლი არ­მია შე­მო­იჭ­რა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვად შეც­ვა­ლა და მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი­სა და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მი­მართ რეპ­რე­სი­ე­ბი და­ი­წყო. ნოე ჟორ­და­ნია - სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მე­ო­რე მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წევ­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, ბა­თუ­მის გავ­ლით გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ ქვეყ­ნი­დან.

ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რჩე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის დროს ის სა­მეგ­რე­ლო­ში ცხე­ნო­სა­ნი არ­მი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად იყო მივ­ლე­ნი­ლი. თბი­ლის­ში მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სწო­რედ იქ შე­ი­ტყო.

1924 წლის აჯან­ყე­ბამ­დე, რო­მელ­საც მთე­ლი ქვე­ყა­ნა უნდა მო­ეც­ვა, ნი­ა­და­გი 1921 წლი­დან­ვე მზად­დე­ბო­და. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აჯან­ყე­ბის მე­თა­უ­რი იყო სამ­ხედ­რო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც 1922 წლის მარ­ტში გე­ნე­რალ კოტე აფხა­ზის მე­თა­უ­რო­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ცენ­ტრმა კა­ხეთ­ში პარ­ტი­ზა­ნუ­ლი რაზ­მე­ბის მე­თა­უ­რო­ბა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს და­ა­ვა­ლა, ხოლო ქარ­თლში - მი­ხე­ილ ლაშ­ქა­რაშ­ვილს.

1922 წლის მარ­ტში ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი თა­ვის „სა­ქარ­თვე­ლოს შე­ფი­ცულ­თა რაზმთან“ ერ­თად ტყე­ში გა­ი­ხიზ­ნე­ბა და იქ იწყებს სა­ყო­ველ­თაო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბას. ამ პე­რი­ოდ­ში მას ჰქონ­და მას­შტა­ბუ­რი აჯან­ყე­ბის მცდე­ლო­ბა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან შე­უ­თან­ხმებლბის გამო ჩა­ნა­ფიქ­რი ვერ შეს­რულ­და (სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ უარი თქვა ნა­ად­რევ მოძ­რა­ო­ბა­ში ჩარ­თვა­ზე). აჯან­ყე­ბის მცდე­ლო­ბას მოჰ­ყვა დახ­ვრე­ტე­ბი. მომ­დევ­ნო წელი თა­ნა­მო­აზ­რე­თათ­ვის კი­დევ უფრო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათ უღა­ლა­ტეს და „ჩე­კას“ სამ­ხედ­რო ცენ­ტრის შე­მად­გენ­ლო­ბა შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რა­საც შეთ­ქმულ­თა 15-ვე წევ­რის დახ­ვრე­ტა მოჰ­ყვა. მათ შო­რის იყო კოტე აფხა­ზიც.

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს დრო­ე­ბით ქვეყ­ნი­დან გა­ხიზ­ვნა უწევს, თუმ­ცა 1923 წლის დე­კემ­ბერ­ში ორ შე­ფი­ცულ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბა. „ჩე­კის­ტე­ბი“ მის კვალს ვერ პო­უ­ლო­ბენ.

1924 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ყო­ველ­თაო აჯან­ყე­ბა, რო­მე­ლიც ყველ­გან ერ­თდრო­უ­ლად, 29 აგ­ვის­ტოს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. სა­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წყურ­ვი­ლი აერ­თი­ა­ნებ­და ათა­სო­ბით ადა­მი­ანს.

სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ ჭი­ა­თუ­რა­ში აჯან­ყე­ბამ 24 სა­ა­თით ადრე, 28 აგ­ვის­ტოს იფეთ­ქა. სწო­რედ ამან გა­და­წყვი­ტა აჯან­ყე­ბის ბედი და საბ­ჭო­თა ჯა­რებს უპი­რა­ტე­სო­ბა მის­ცა.

შეთ­ქმუ­ლე­ბი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბას აღ­წევ­დნენ. ამ აჯან­ყე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი სა­დაც კი ძა­ლა­უფ­ლე­ბა­სა და კონ­ტროლს ინარ­ჩუ­ნებს, იწყებს ყვე­ლა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის დახ­ვრე­ტას თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ფოთ­ში, გორ­ში, სო­ხუმ­ში, თე­ლავ­ში. ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ ისევ და ისევ ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნი-შო­რაპ­ნის ზო­ნა­ში ტყვედ აყ­ვა­ნილ­თა ჯგუ­ფის, და­ახ­ლო­ე­ბით 100-ზე მეტი კა­ცის დახ­ვრე­ტა. ისი­ნი და­ხუ­რუ­ლი სა­ბარ­გო ვა­გო­ნე­ბით მო­ტყუ­ე­ბით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ზეს­ტა­ფო­ნის სად­გურ­ში, ღა­მით გა­და­იყ­ვა­ნეს წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბულ ად­გი­ლას, მაგ­რამ როცა ვა­გო­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და და­ი­წყეს სრო­ლა, ვა­გო­ნებ­ში დარ­ჩე­ნი­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რა ხდე­ბო­და, და­ი­წყეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და სა­დამ­სჯე­ლო ნა­წი­ლე­ბის უფ­რო­სის ილა­რი­ონ ტა­ლა­ხა­ძის ბრძა­ნე­ბით ვა­გო­ნე­ბი გა­რე­დან და­ცხრი­ლეს ტყვი­ამფრქვე­ვე­ბით. ასე ამო­ხო­ცეს უმ­რავ­ლე­სო­ბა, შემ­დეგ კი ისი­ნი სა­ერ­თო სა­მარ­ხებ­ში ჩა­ყა­რეს.

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა მა­ინც სცა­და აჯან­ყე­ბის ბე­დის შეტ­რი­ა­ლე­ბა. მან აიღო მან­გლი­სი, დუ­შე­თი, გა­ი­მარ­ჯვა სვი­მო­ნი­ან­თხევ­სა და ხევგრძე­ლა­ზე გა­მარ­თულ სას­ტიკ ბრძო­ლებ­ში, თუმ­ცა შე­ი­ტყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც აჯან­ყე­ბა და­მარ­ცხდა. ამას­თან, აჯან­ყე­ბუ­ლებს უკვე აღარ შე­ეძ­ლოთ თბი­ლი­სის აღე­ბა, რად­გან ბოლ­შე­ვი­კე­ბი კარ­გად იყ­ვნენ შე­ტე­ვის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, 29 აგ­ვის­ტო­დან 6 სექ­ტემ­ბრამ­დე ბოლ­შე­ვი­კებ­მა 5000 ადა­მი­ა­ნი დახ­ვრი­ტეს.

1924 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ოს­მა­ლე­თის გავ­ლით საფ­რან­გეთ­ში ჩა­დის, თუმ­ცა იცის, რომ ჩე­კის­ტე­ბი მის ახ­ლობ­ლებს სას­ტი­კად სდევ­ნი­ან და ავიწ­რო­ე­ბენ, რაც მის ცხოვ­რე­ბას მძი­მე დაღს ას­ვამს. გა­ნუ­წყვე­ტე­ლი დარ­დი, ოჯა­ხის მო­ნატ­რე­ბა და ძვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი მა­ლე­ვე აი­სა­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. 1930 წლის 27 ივ­ნისს სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ხდე­ბა ცუ­დად. სიკ­ვდი­ლის წინ კრე­მა­ცია ითხო­ვა, იქ­ნებ ასე მა­ინც მოვ­ხვდე სა­ქარ­თვე­ლო­შიო, თუმ­ცა თხოვ­ნა ვერ შე­უს­რუ­ლეს. 2005 წელს ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან გად­მო­ას­ვე­ნეს და მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს.

როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩოხა“ სწო­რედ 1924 წლის აჯან­ყე­ბი­სა და მისი გმი­რის - ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს, აღ­წერს მის მცდე­ლო­ბებს, და­უბ­რუ­ნოს ქვე­ყა­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, წი­თე­ლი არ­მი­ის შემ­ზა­რავ ქმე­დე­ბებ­სა და ტრა­გი­კულ ბედს, რო­მე­ლიც შე­ფი­ცუ­ლებს ხვდათ წი­ლად.

ეს არის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი გმი­რო­ბი­სა და თავ­და­დე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა კვლავ უწევს, პატ­რი­ო­ტულ სუ­ლის­კვე­თე­ბას აღ­ვი­ვებს. 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას შე­ე­წი­რა ათა­სო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, რომ­ლებ­საც სჯე­რო­დათ, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ერ­თი­ა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და. ამ მიზ­ნებს საფრ­თხეს კვლავ რუ­სე­თი და მისი სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი უქ­მნის.

საბ­ჭო­თა ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აჯან­ყე­ბი­დან 100 წლის თავს „პა­ლიტ­რა L-ი“ როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩო­ხის“ ახა­ლი გა­მო­ცე­მით ეხ­მა­უ­რე­ბა. წიგ­ნი 9 სექ­ტემ­ბრი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 15 ლა­რად რო­გორც მა­ღა­ზი­ებ­ში, ისე გა­მომ­ცემ­ლო­ბის ვებგ­ვერ­დზე.

წყა­რო­ე­ბი: ჟურ­ნა­ლი „ის­ტო­რი­ა­ნი“, როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩოხა“ და „კვი­რის პა­ლიტ­რა“

მკითხველები
0

მოუთმენლად ველით ახალ ნაწარმოებს,ოქუას ნაბადს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

რატომ უნდა წაიკითხოთ როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა?

რატომ უნდა წაიკითხოთ როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა?

ისტორიამ შემოგვინახა ჩვენი თანამემამულეების თავდადებისა და გმირობის ამბები, რომლებიც შთაგვაგონებს და ეროვნულ სულისკვეთებას აღვიძებს. მათ შორის არის 1924 წლის კახეთის აჯანყება, რომლის თაოსანიც ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი და ბოლშევიკების დაუძინებელი მტერი იყო. აღსანიშნავია, რომ წელს 1924 წლის აჯანყებიდან 100 წელი ხდება

1921 წელს საქართველოში რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა, ხელისუფლება ძალადობრივად შეცვალა და მთავრობის ყოფილი წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ რეპრესიები დაიწყო. ნოე ჟორდანია - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეორე მთავრობის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა წევრები იძულებულები გახდნენ, ბათუმის გავლით გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან.

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი საქართველოში რჩება. ხელისუფლების ცვლილების დროს ის სამეგრელოში ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად იყო მივლენილი. თბილისში მომხდარის შესახებ სწორედ იქ შეიტყო.

1924 წლის აჯანყებამდე, რომელსაც მთელი ქვეყანა უნდა მოეცვა, ნიადაგი 1921 წლიდანვე მზადდებოდა. ქართველი ხალხის აჯანყების მეთაური იყო სამხედრო ცენტრი, რომელიც 1922 წლის მარტში გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით ჩამოყალიბდა. ცენტრმა კახეთში პარტიზანული რაზმების მეთაურობა ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაავალა, ხოლო ქართლში - მიხეილ ლაშქარაშვილს.

1922 წლის მარტში ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის „საქართველოს შეფიცულთა რაზმთან“ ერთად ტყეში გაიხიზნება და იქ იწყებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისთვის ნიადაგის მომზადებას. ამ პერიოდში მას ჰქონდა მასშტაბური აჯანყების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ, თანამოაზრეებთან შეუთანხმებლბის გამო ჩანაფიქრი ვერ შესრულდა (სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ უარი თქვა ნაადრევ მოძრაობაში ჩართვაზე). აჯანყების მცდელობას მოჰყვა დახვრეტები. მომდევნო წელი თანამოაზრეთათვის კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. მათ უღალატეს და „ჩეკას“ სამხედრო ცენტრის შემადგენლობა შეატყობინეს, რასაც შეთქმულთა 15-ვე წევრის დახვრეტა მოჰყვა. მათ შორის იყო კოტე აფხაზიც.

ქაქუცა ჩოლოყაშვილს დროებით ქვეყნიდან გახიზვნა უწევს, თუმცა 1923 წლის დეკემბერში ორ შეფიცულთან ერთად თბილისში ბრუნდება. „ჩეკისტები“ მის კვალს ვერ პოულობენ.

1924 წელს დაინიშნა საყოველთაო აჯანყება, რომელიც ყველგან ერთდროულად, 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. საკუპაციო ძალების მიმართ სიძულვილი და საქართველოს დამოუკიდებლობის წყურვილი აერთიანებდა ათასობით ადამიანს.

საბედისწერო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჭიათურაში აჯანყებამ 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს იფეთქა. სწორედ ამან გადაწყვიტა აჯანყების ბედი და საბჭოთა ჯარებს უპირატესობა მისცა.

შეთქმულები დასავლეთ საქართველოში წარმატებას აღწევდნენ. ამ აჯანყების განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმი სადაც კი ძალაუფლებასა და კონტროლს ინარჩუნებს, იწყებს ყველა ეჭვმიტანილის დახვრეტას თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, სოხუმში, თელავში. ყველაზე გახმაურებული გახლდათ ისევ და ისევ ჭიათურა-ზესტაფონი-შორაპნის ზონაში ტყვედ აყვანილთა ჯგუფის, დაახლოებით 100-ზე მეტი კაცის დახვრეტა. ისინი დახურული საბარგო ვაგონებით მოტყუებით ჩამოიყვანეს ზესტაფონის სადგურში, ღამით გადაიყვანეს წინასწარ გამზადებულ ადგილას, მაგრამ როცა ვაგონებიდან რამდენიმე ჩამოიყვანეს და დაიწყეს სროლა, ვაგონებში დარჩენილები მიხვდნენ, რა ხდებოდა, დაიწყეს წინააღმდეგობის გაწევა და სადამსჯელო ნაწილების უფროსის ილარიონ ტალახაძის ბრძანებით ვაგონები გარედან დაცხრილეს ტყვიამფრქვევებით. ასე ამოხოცეს უმრავლესობა, შემდეგ კი ისინი საერთო სამარხებში ჩაყარეს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მაინც სცადა აჯანყების ბედის შეტრიალება. მან აიღო მანგლისი, დუშეთი, გაიმარჯვა სვიმონიანთხევსა და ხევგრძელაზე გამართულ სასტიკ ბრძოლებში, თუმცა შეიტყო დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ გამოცხადებული პროკლამაციის შესახებ, რომლის თანახმადაც აჯანყება დამარცხდა. ამასთან, აჯანყებულებს უკვე აღარ შეეძლოთ თბილისის აღება, რადგან ბოლშევიკები კარგად იყვნენ შეტევისთვის მომზადებულები. საბოლოოდ, ქაქუცა ჩოლოყაშვილს ქვეყნის დატოვება მოუწია.

წყაროების თანახმად, 29 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ბოლშევიკებმა 5000 ადამიანი დახვრიტეს.

1924 წელს საქართველოს ეროვნული გმირი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოსმალეთის გავლით საფრანგეთში ჩადის, თუმცა იცის, რომ ჩეკისტები მის ახლობლებს სასტიკად სდევნიან და ავიწროებენ, რაც მის ცხოვრებას მძიმე დაღს ასვამს. განუწყვეტელი დარდი, ოჯახის მონატრება და ძველი ჭრილობები მალევე აისახება მის ჯანმრთელობაზე. 1930 წლის 27 ივნისს სანატორიუმში ხდება ცუდად. სიკვდილის წინ კრემაცია ითხოვა, იქნებ ასე მაინც მოვხვდე საქართველოშიო, თუმცა თხოვნა ვერ შეუსრულეს. 2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი საფრანგეთიდან გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ სწორედ 1924 წლის აჯანყებისა და მისი გმირის - ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ცხოვრების შესახებ გვიამბობს, აღწერს მის მცდელობებს, დაუბრუნოს ქვეყანას დამოუკიდებლობა, წითელი არმიის შემზარავ ქმედებებსა და ტრაგიკულ ბედს, რომელიც შეფიცულებს ხვდათ წილად.

ეს არის ბიოგრაფიული რომანი გმირობისა და თავდადების შესახებ, რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში, როდესაც ქვეყანას ერთიანობისთვის ბრძოლა კვლავ უწევს, პატრიოტულ სულისკვეთებას აღვივებს. 100 წლის განმავლობაში რუსულ ოკუპაციას შეეწირა ათასობით ჩვენი თანამემამულე, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთიანი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული იქნებოდა. ამ მიზნებს საფრთხეს კვლავ რუსეთი და მისი სისხლიანი რეჟიმი უქმნის.

საბჭოთა ძალების წინააღმდეგ აჯანყებიდან 100 წლის თავს „პალიტრა L-ი“ როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხის“ ახალი გამოცემით ეხმაურება. წიგნი 9 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი სპეციალურ ფასად, 15 ლარად როგორც მაღაზიებში, ისე გამომცემლობის ვებგვერდზე.

წყაროები: ჟურნალი „ისტორიანი“, როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ და „კვირის პალიტრა“