სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კავკასიონის მყინვარების ნაწილი ბოლო 4 წლის განმავლობაში 110-150 მეტრითაა სიგრძეში შემცირებული, ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია" - გლაციოლოგი ლევან ტიელიძე
"კავკასიონის მყინვარების ნაწილი ბოლო 4 წლის განმავლობაში 110-150 მეტრითაა სიგრძეში შემცირებული, ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია" - გლაციოლოგი ლევან ტიელიძე

2025 წელი გა­ე­რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და მყინ­ვა­რე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო წლად. მყინ­ვა­რე­ბის დაც­ვის პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო დღე 2025 წლის 21 მარტს და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წლის ამ დღეს სიმ­ბო­ლუ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა. ქარ­თველ­მა გლა­ცი­ო­ლოგ­მა, ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წამ­ყვან­მა მეც­ნი­ერ­მა ლე­ვან ტი­ე­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ

"ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მსოფ­ლიო მყინ­ვა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის, ის­ლან­დი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, იუ­ნეს­კოს, რა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ის­ლან­დი­ის გლა­ცი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­იქ­მნა ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი - "The Global Glacier Casualty List". აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ გერ­გე­ტის მყინ­ვა­რია შე­სუ­ლი (რამ­დე­ნი­მე მყინ­ვარს მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვა­მა­ტებთ). სექ­ტემ­ბრის თვე­ში, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეგი­დით, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის ხელ­შე­წყო­ბით, ქარ­თულ-ავ­სტრა­ლი­ურ-ფრან­გუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი ჯგუ­ფი, ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გლა­ცი­ო­ლო­გებ­თან ერ­თად, ჩა­ა­ტა­რებს ექ­სპე­დი­ცი­ას კავ­კა­სი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე მყინ­ვა­რულ ხე­ო­ბა­ში. ექ­სპე­დი­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვის­წავ­ლით რო­გორც ამ­ჟა­მინ­დე­ლი მყინ­ვა­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ასე­ვე შე­ვას­რუ­ლებთ სა­მუ­შა­ო­ებს ძვე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის გე­ოქ­რო­ნო­ლო­გი­უ­რი და­თა­რი­ღე­ბის მიზ­ნით“, - წერს გლა­ცი­ო­ლო­გი.

ambebi.ge ლე­ვან ტი­ე­ლი­ძეს ესა­უბ­რა:

- თუ შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლედ გვი­თხრათ იმ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლეთ...

- მყინ­ვა­რე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო წლის და მყინ­ვა­რე­ბის მსოფ­ლიო დღის და­წე­სე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას მყინ­ვა­რე­ბის, და თოვლ-ყი­ნუ­ლო­ვა­ნი სა­ფა­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შე­სა­ხებ დე­და­მი­წის კლი­მა­ტის სის­ტე­მა­სა და ჰიდ­რო­ლო­გი­ურ ციკლში. ასე­ვე, მყინ­ვა­რე­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი გავ­ლე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ზე. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­მოვ­ლინ­დეს მყინ­ვა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ადაპ­ტა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა გლო­ბა­ლუ­რი და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მას­შტა­ბით.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მსოფ­ლიო მყინ­ვა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის, ის­ლან­დი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, იუ­ნეს­კოს, რა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ის­ლან­დი­ის გლა­ცი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­იქ­მნა ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი - "The Global Glacier Casualty List". აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ გერ­გე­ტის მყინ­ვა­რია შე­სუ­ლი. კი­დევ რამ­დე­ნი­მე მყინ­ვარს მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვა­მა­ტებთ.

- რო­გო­რია კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის დღვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ჩვე­ნი ჯგუ­ფის მიერ კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ უკვე არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვაა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი ნად­ვი­ლად არაა და ვცდი­ლობთ, რომ გლა­ცი­ო­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის კვლე­ვე­ბი უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. კი­დევ ერთი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ახლო მო­მა­ვალ­ში გა­მო­ვა, ეფუძ­ნე­ბა გე­ო­დე­ზი­უ­რი მა­სის ბა­ლან­სის მო­ნა­ცე­მებს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მას­შტა­ბით და ფა­რავს კავ­კა­სი­ო­ნის ყვე­ლა მყინ­ვა­რულ ხე­ო­ბას. სა­ერ­თო ჯამ­ში კვლე­ვა აა­ნა­ლი­ზებს ორი­ა­თა­სამ­დე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მყინ­ვა­რის მდგო­მა­რე­ო­ბას 1953-2023 წლებ­ში. ვი­ნა­ი­დან მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ კი­დევ და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია, ყვე­ლა შე­დეგს აქ ვერ გა­გი­ზი­ა­რებთ, მაგ­რამ წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით გე­ტყვით, რომ 1953-2023 წლებ­ში კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 21 კუ­ბუ­რი კი­ლო­მეტ­რით შემ­ცირ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით დრა­მა­ტუ­ლია ბოლო 13 წელი (2010-2023), რო­დე­საც მყინ­ვა­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 11 კუ­ბუ­რი კი­ლო­მეტ­რით და­იკ­ლო, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 9 გე­გა­ტო­ნა წყლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია.

უფრო მეტი დე­ტა­ლე­ბი დაწ­ვრი­ლე­ბით იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

მყინ­ვარ კირ­ტი­შოს შემ­ცი­რე­ბა 2020-2024 წლებ­ში. წი­თე­ლი კონ­ტუ­რით ნაჩ­ვე­ნე­ბია მყინ­ვა­რის სა­ზღვრე­ბი 2020 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით. Planet-ის სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თი (19/08/2024)

მა­სის ბა­ლან­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვაკ­ვირ­დე­ბით მყინ­ვა­რე­ბის სიგ­რძე­ში შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ას. ამ­ჟა­მად 2024 წლის სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვა­კე­თებთ შე­და­რე­ბას კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ბოლო ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც 2020 წლის კოს­მო­სუ­რი სუ­რა­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა შედ­გე­ნი­ლი. შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ დნო­ბის ტენ­დენ­ცია ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბი­თაა მო­მა­ტე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად ისე­თი მყინ­ვა­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა გერ­გე­ტი (ყაზ­ბეგ­ში), ბოყო, კირ­ტი­შო, ედე­ნა (რა­ჭა­ში), ხალ­დე, ას­მა­ში, ჭა­ლა­ა­დი (სვა­ნეთ­ში), ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 110-150 მეტ­რი­თაა სიგ­რძე­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რაც ასეთ მოკ­ლე დრო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის­თვის.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, სა­ვე­ლე კვლე­ვე­ბის მიზ­ნით უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გეგ­მავთ სა­ქარ­თე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას...

- დიახ, უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში ქარ­თულ-ავ­სტრა­ლი­ურ-ფრან­გუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი ჯგუ­ფი, ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გლა­ცი­ო­ლო­გებ­თან ერ­თად ჩა­ა­ტა­რებს ექ­სპე­დი­ცი­ას კავ­კა­სი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე მყინ­ვა­რულ ხე­ო­ბა­ში. ექ­სპე­დი­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვახ­დენთ რო­გორც ამ­ჟა­მინ­დე­ლი მყინ­ვა­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის­შეს­წავ­ლას, ასე­ვე შე­ვას­რუ­ლებთ სა­მუ­შა­ო­ებს ძვე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის გე­ოქ­რო­ნო­ლო­გი­უ­რი და­თა­რი­ღე­ბის მიზ­ნით.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კავკასიონის მყინვარების ნაწილი ბოლო 4 წლის განმავლობაში 110-150 მეტრითაა სიგრძეში შემცირებული, ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია" - გლაციოლოგი ლევან ტიელიძე

"კავკასიონის მყინვარების ნაწილი ბოლო 4 წლის განმავლობაში 110-150 მეტრითაა სიგრძეში შემცირებული, ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია" - გლაციოლოგი ლევან ტიელიძე

2025 წელი გაერომ ოფიციალურად გამოაცხადა მყინვარების დაცვის საერთაშორისო წლად. მყინვარების დაცვის პირველი მსოფლიო დღე 2025 წლის 21 მარტს და ყოველი მომდევნო წლის ამ დღეს სიმბოლურად აღინიშნება. ქართველმა გლაციოლოგმა, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის წამყვანმა მეცნიერმა ლევან ტიელიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ

"ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის, ისლანდიის უნივერსიტეტის, იუნესკოს, რაისის უნივერსიტეტის, ისლანდიის გლაციოლოგიური საზოგადოებისა და ცალკეული მეცნიერების თანამშრომლობით შეიქმნა ახალი საერთაშორისო პროექტი - "The Global Glacier Casualty List". აღნიშნულ სიაში კავკასიის რეგიონიდან ჯერჯერობით მხოლოდ გერგეტის მყინვარია შესული (რამდენიმე მყინვარს მოგვიანებით დავამატებთ). სექტემბრის თვეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, ქართულ-ავსტრალიურ-ფრანგული თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი ჯგუფი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის გლაციოლოგებთან ერთად, ჩაატარებს ექსპედიციას კავკასიონის რამდენიმე მყინვარულ ხეობაში. ექსპედიციის განმავლობაში შევისწავლით როგორც ამჟამინდელი მყინვარების მდგომარეობას, ასევე შევასრულებთ სამუშაოებს ძველი გამყინვარების გეოქრონოლოგიური დათარიღების მიზნით“, - წერს გლაციოლოგი.

ambebi.ge ლევან ტიელიძეს ესაუბრა:

- თუ შეიძლება მოკლედ გვითხრათ იმ სიახლის შესახებ, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელეთ...

- მყინვარების დაცვის საერთაშორისო წლის და მყინვარების მსოფლიო დღის დაწესება მიზნად ისახავს გლობალური მასშტაბით ცნობიერების ამაღლებას მყინვარების, და თოვლ-ყინულოვანი საფარის მნიშვნელოვანი როლის შესახებ დედამიწის კლიმატის სისტემასა და ჰიდროლოგიურ ციკლში. ასევე, მყინვარების მოსალოდნელი ცვლილებების და შესაბამისი გავლენის მნიშვნელობაზე ეკონომიკურ, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე. ამ ინიციატივის ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოვლინდეს მყინვარების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საუკეთესო პრაქტიკა გლობალური და რეგიონალური მასშტაბით.

ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის, ისლანდიის უნივერსიტეტის, იუნესკოს, რაისის უნივერსიტეტის, ისლანდიის გლაციოლოგიური საზოგადოებისა და ცალკეული მეცნიერების თანამშრომლობით შეიქმნა ახალი საერთაშორისო პროექტი - "The Global Glacier Casualty List". აღნიშნულ სიაში კავკასიის რეგიონიდან ჯერჯერობით მხოლოდ გერგეტის მყინვარია შესული. კიდევ რამდენიმე მყინვარს მოგვიანებით დავამატებთ.

- როგორია კავკასიონის მყინვარების დღვანდელი მდგომარეობა?

- ჩვენი ჯგუფის მიერ კავკასიონის მყინვარების მდგომარეობის შესახებ უკვე არაერთი სამეცნიერო კვლევაა გამოქვეყნებული. თუმცა ეს საკმარისი ნადვილად არაა და ვცდილობთ, რომ გლაციოლოგიური შინაარსის კვლევები უწყვეტად მიმდინარეობდეს. კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ეფუძნება გეოდეზიური მასის ბალანსის მონაცემებს რეგიონალური მასშტაბით და ფარავს კავკასიონის ყველა მყინვარულ ხეობას. საერთო ჯამში კვლევა აანალიზებს ორიათასამდე ინდივიდუალური მყინვარის მდგომარეობას 1953-2023 წლებში. ვინაიდან მონაცემები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ყველა შედეგს აქ ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ წინასწარი მონაცემებით გეტყვით, რომ 1953-2023 წლებში კავკასიონის მყინვარები დაახლოებით 21 კუბური კილომეტრით შემცირდა. განსაკუთრებით დრამატულია ბოლო 13 წელი (2010-2023), როდესაც მყინვარების მოცულობამ 11 კუბური კილომეტრით დაიკლო, რაც დაახლოებით 9 გეგატონა წყლის ექვივალენტია.

უფრო მეტი დეტალები დაწვრილებით იქნება განხილული პუბლიკაციაში.

მყინვარ კირტიშოს შემცირება 2020-2024 წლებში. წითელი კონტურით ნაჩვენებია მყინვარის საზღვრები 2020 წლის მდგომარეობით. Planet-ის სატელიტური სურათი (19/08/2024)

მასის ბალანსის პარალელურად, ვაკვირდებით მყინვარების სიგრძეში შემცირების ტენდენციას. ამჟამად 2024 წლის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვაკეთებთ შედარებას კავკასიონის მყინვარების ბოლო ინვენტარიზაციასთან, რომელიც 2020 წლის კოსმოსური სურათების საფუძველზეა შედგენილი. შედეგები აჩვენებს, რომ დნობის ტენდენცია ბოლო წლებში განსაკუთრებითაა მომატებული. მაგალითად ისეთი მყინვარები, როგორიცაა გერგეტი (ყაზბეგში), ბოყო, კირტიშო, ედენა (რაჭაში), ხალდე, ასმაში, ჭალაადი (სვანეთში), ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 110-150 მეტრითაა სიგრძეში შემცირებული, რაც ასეთ მოკლე დროში უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია კავკასიონის მყინვარებისთვის.

- როგორც აღნიშნეთ, საველე კვლევების მიზნით უახლოეს პერიოდში გეგმავთ საქართელოში ჩამოსვლას...

- დიახ, უახლოეს კვირებში ქართულ-ავსტრალიურ-ფრანგული თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი ჯგუფი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის გლაციოლოგებთან ერთად ჩაატარებს ექსპედიციას კავკასიონის რამდენიმე მყინვარულ ხეობაში. ექსპედიციის განმავლობაში მოვახდენთ როგორც ამჟამინდელი მყინვარების მდგომარეობისშესწავლას, ასევე შევასრულებთ სამუშაოებს ძველი გამყინვარების გეოქრონოლოგიური დათარიღების მიზნით.

იხილეთ ასევე: