მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი უკრაინის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრზე, რომელმაც დმიტრო კულება შეცვალა?
რა არის ცნობილი უკრაინის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრზე, რომელმაც დმიტრო კულება შეცვალა?

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ან­დრეი სი­ბი­გა გახ­და

უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ან­დრეი სი­ბი­გა და­ნიშ­ნა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ იაროს­ლავ ჟე­ლეზ­ნი­აკ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი 258-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა.

სი­ბი­გა კა­რი­ე­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია. მუ­შა­ობ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, 2016 წლი­დან 2021 წლამ­დე იყო უკ­რა­ი­ნის ელჩი თურ­ქეთ­ში, შემ­დეგ კი 2021 წელს, პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პოს­ტი და­ი­კა­ვა, სა­დაც სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებს კუ­რი­რებ­და. ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში დაბ­რუნ­და - უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლედ. 2017 წლი­დან მას აქვს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რან­გი.

ის 1975 წლის 1-ელ იან­ვარს ტერ­ნო­პო­ლის მხა­რის ქა­ლაქ ზბო­როვ­ში და­ი­ბა­და, 1997 წელს და­ამ­თავ­რა ლვო­ვის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, "სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის" სპე­ცი­ა­ლო­ბით.

მან სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შეც­ვა­ლა დმიტ­რო კუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც უწყე­ბას 2020 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

კუ­ლე­ბას შემ­დგო­მი ბედი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. RBC-უკ­რა­ი­ნის წყა­რო­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მას შე­იძ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზონ თა­ნამ­დე­ბო­ბა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ან ნა­ტოს მი­სი­ებ­ში, ანაც ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა ბელ­გი­ა­სა და ლუქ­სემ­ბურ­გში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა არის ცნობილი უკრაინის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრზე, რომელმაც დმიტრო კულება შეცვალა?

რა არის ცნობილი უკრაინის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრზე, რომელმაც დმიტრო კულება შეცვალა?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გახდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად მინისტრის პირველი მოადგილე, ანდრეი სიბიგა დანიშნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სიბიგა კარიერული დიპლომატია. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2016 წლიდან 2021 წლამდე იყო უკრაინის ელჩი თურქეთში, შემდეგ კი 2021 წელს, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა, სადაც საგარეო პოლიტიკის საკითხებს კურირებდა. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის ივლისში დაბრუნდა - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ. 2017 წლიდან მას აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ის 1975 წლის 1-ელ იანვარს ტერნოპოლის მხარის ქალაქ ზბოროვში დაიბადა, 1997 წელს დაამთავრა ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტი, "საერთაშორისო ურთიერთობების" სპეციალობით.

მან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა დმიტრო კულება, რომელიც უწყებას 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კულებას შემდგომი ბედი ჯერჯერობით უცნობია. RBC-უკრაინის წყაროებმა განაცხადეს, რომ მას შეიძლება შესთავაზონ თანამდებობა ბრიუსელში, ევროკავშირის ან ნატოს მისიებში, ანაც ელჩის თანამდებობა ბელგიასა და ლუქსემბურგში.

იხილეთ ასევე: