მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა

სა­სა­მარ­თლო ად­გენს, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კონ­ვენ­ცი­ის მე-3 და მე-5 მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას განმცხა­დებ­ლის გა­ტა­ცე­ბის, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბი­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში უკა­ნო­ნო გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­უ­ტა­რებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ "მუხ­თარ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ საქ­მე­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, განმცხა­დე­ბე­ლი ჩი­ო­და, რომ იგი გა­ი­ტა­ცეს თბი­ლის­ში 2017 წლის 29 მა­ისს, არა­სა­თა­ნა­დოდ მო­პყრო­ბი­თა და იძუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ან ჩუმი თან­ხმო­ბით და რომ ამ მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რი იყო.

ამას­თან, მუხ­თარ­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მის მი­მართ და­ირ­ღვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ის მე-3 მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც არა­ვინ უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს წა­მე­ბას ან სას­ტიკ, არა­ა­და­მი­ა­ნურ ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ მო­პყრო­ბას ან სას­ჯელს და მე-5 მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ყვე­ლას აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­ლე­ბა.

სა­სა­მარ­თლო ად­გენს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ად­გი­ლი ჰქონ­და დარ­ღვე­ვას მუხ­თარ­ლის გა­ტა­ცე­ბის, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბი­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში უკა­ნო­ნო გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­უ­ტა­რებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თუმ­ცა, ამას­თან, დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­სა­მარ­თლო "ად­გენს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ არ მომ­ხდა­რა კონ­ვენ­ცი­ის მე-3 და მე-5 მუხ­ლე­ბის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა“.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ და­ირ­ღვა კონ­ვენ­ცი­ის მე-5 მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტი და კონ­ვენ­ცი­ის მე-8 მუხ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უნდა გა­და­უ­ხა­დოს განმცხა­დე­ბელს 10 000 ევრო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის სა­ნაც­ვლოდ, 2 500 ევრო ხარ­ჯე­ბი­სა და და­ნა­ხარ­ჯე­ბის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთავ­რო­ბამ უნდა გა­და­უ­ხა­დოს განმცხა­დე­ბელს 6 000 ევრო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის სა­ნაც­ვლოდ და ხარ­ჯე­ბი­სა და და­ნა­ხარ­ჯე­ბის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა

სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევას განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ჩიოდა, რომ იგი გაიტაცეს თბილისში 2017 წლის 29 მაისს, არასათანადოდ მოპყრობითა და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით, ან ჩუმი თანხმობით და რომ ამ მოვლენების გამოძიება არაეფექტური იყო.

ამასთან, მუხთარლი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმადაც არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს და მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება.

სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს მიერ ადგილი ჰქონდა დარღვევას მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით.

თუმცა, ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სასამართლო "ადგენს, რომ საქართველოს მიერ არ მომხდარა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების არსებითი დარღვევა“.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი და კონვენციის მე-8 მუხლი.

"საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, 2 500 ევრო ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად, აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 6 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.