მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვებზე მგლების თავდასხმების გამო ინდოეთი პანიკამ მოიცვა - რა განაპირობებს ცხოველების ქცევის ცვლილებას?
ბავშვებზე მგლების თავდასხმების გამო ინდოეთი პანიკამ მოიცვა - რა განაპირობებს ცხოველების ქცევის ცვლილებას?

ოთხი წლის სან­დი­ას 17 აგ­ვის­ტოს ღა­მეს თა­ვი­სი ალი­ზის ქო­ხის წინ ეძი­ნა, რო­დე­საც დენი მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და და სო­ფე­ლი სიბ­ნე­ლე­ში ჩა­ძი­რა. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბავ­შვს თავს მგლე­ბი და­ესხნენ და გა­ი­ტა­ცეს.

“შუ­ქის წას­ვლი­დან ორი წუ­თიც არ იყო გა­სუ­ლი, რომ მგლებ­მა სო­ფელს შე­მო­უ­ტი­ეს. ვიდ­რე იმის გა­აზ­რე­ბა მო­ვას­წა­რით, რა ხდე­ბო­და, სან­დია უკვე გა­ტა­ცე­ბუ­ლი ჰყავ­დათ”, - აცხა­დებს ბავ­შვის დედა სუ­ნი­ტა.

მე­ო­რე დღეს სან­დი­ას ცხე­და­რი შაქ­რის ლერ­წმებ­ში, სახ­ლი­დან 500 მეტ­რის და­შო­რე­ბით იპო­ვეს.

აპ­რი­ლი­დან, ინ­დო­ე­თის ბაჰ­რა­ი­ჩის რე­გი­ონ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 30 სო­ფელს მგლე­ბის თავ­დას­ხმე­ბი ატე­რო­რებს. მათი მსხვერ­პლი გახ­და ცხრა ბავ­შვი და ერთი სრულ­წლო­ვა­ნი, 34 ადა­მი­ა­ნი კი და­შავ­და. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მსხვერ­პლი 1 წლის იყო, ყვე­ლა­ზე დიდი კი - 45-ის. ად­გი­ლობ­რივ­მა მა­მა­კა­ცებ­მა ღამ-ღა­მო­ბით პატ­რუ­ლი­რე­ბა და­ი­წყეს, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დრო­ნე­ბი­თა და კა­მე­რე­ბით კონ­ტრო­ლი და მა­ხე­ე­ბის და­გე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა თავ­დას­ხმე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა.

მგლე­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი იშ­ვი­ა­თია და, რო­გორც წესი, ცო­ფის გავ­რცე­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ბაჰ­რა­ი­ჩის რე­გი­ონ­ში ხში­რი წვი­მე­ბის გამო მგლე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო და­ზი­ან­და, რა­მაც ისი­ნი აი­ძუ­ლა, საკ­ვე­ბის ძი­ე­ბა ადა­მი­ან­თა და­სახ­ლე­ბებ­ში და­ე­წყოთ. ინ­დო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, მგლე­ბის ქცე­ვის შეც­ვლას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს.

გარ­და ამი­სა, რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ბავ­შვებს ხში­რად სა­თა­ნა­დოდ ვერ იცა­ვენ, რაც მათ მგლე­ბის ად­ვილ სა­მიზ­ნედ აქ­ცევს. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი წარ­სულ­შიც ყო­ფი­ლა, მა­გა­ლი­თად, 1996 წელს, რო­დე­საც მგლე­ბის სა­მიზ­ნე 76 ბავ­შვი გახ­და, მათ­გან 38 და­ი­ღუ­პა. მა­ში­ნაც და ახ­ლაც, მგლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ღა­რიბ სოფ­ლებ­ში ბავ­შვე­ბი ძი­რი­თა­დად ღია ცის ქვეშ იძი­ნე­ბენ და თავ­დას­ხმე­ბის სა­მიზ­ნე სწო­რედ ამ დროს ხდე­ბი­ან.

ექ­სპერ­ტე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებს მო­უ­წო­დე­ბენ, ბავ­შვე­ბი შიგ­ნით, დი­დე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში და­ა­ძი­ნონ და ღამე გა­რეთ მარ­ტო არ გა­უშ­ვან. მათი თქმით, ვიდ­რე თავ­დას­ხმე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი დად­გინ­დე­ბა, ეს ზო­მე­ბი ხალ­ხის და­სა­ცა­ვად არ­სე­ბი­თია.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ბავშვებზე მგლების თავდასხმების გამო ინდოეთი პანიკამ მოიცვა - რა განაპირობებს ცხოველების ქცევის ცვლილებას?

ბავშვებზე მგლების თავდასხმების გამო ინდოეთი პანიკამ მოიცვა - რა განაპირობებს ცხოველების ქცევის ცვლილებას?

ოთხი წლის სანდიას 17 აგვისტოს ღამეს თავისი ალიზის ქოხის წინ ეძინა, როდესაც დენი მოულოდნელად წავიდა და სოფელი სიბნელეში ჩაძირა. რამდენიმე წუთში ბავშვს თავს მგლები დაესხნენ და გაიტაცეს.

“შუქის წასვლიდან ორი წუთიც არ იყო გასული, რომ მგლებმა სოფელს შემოუტიეს. ვიდრე იმის გააზრება მოვასწარით, რა ხდებოდა, სანდია უკვე გატაცებული ჰყავდათ”, - აცხადებს ბავშვის დედა სუნიტა.

მეორე დღეს სანდიას ცხედარი შაქრის ლერწმებში, სახლიდან 500 მეტრის დაშორებით იპოვეს.

აპრილიდან, ინდოეთის ბაჰრაიჩის რეგიონში, დაახლოებით 30 სოფელს მგლების თავდასხმები ატერორებს. მათი მსხვერპლი გახდა ცხრა ბავშვი და ერთი სრულწლოვანი, 34 ადამიანი კი დაშავდა. ყველაზე პატარა მსხვერპლი 1 წლის იყო, ყველაზე დიდი კი - 45-ის. ადგილობრივმა მამაკაცებმა ღამ-ღამობით პატრულირება დაიწყეს, ხოლო ხელისუფლებამ დრონებითა და კამერებით კონტროლი და მახეების დაგება დაიწყო, თუმცა თავდასხმები კვლავ გრძელდება.

მგლების ადამიანებზე თავდასხმები იშვიათია და, როგორც წესი, ცოფის გავრცელებას უკავშირდება. მეცნიერების თქმით, ბაჰრაიჩის რეგიონში ხშირი წვიმების გამო მგლების ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო დაზიანდა, რამაც ისინი აიძულა, საკვების ძიება ადამიანთა დასახლებებში დაეწყოთ. ინდოელი მეცნიერების აზრით, მგლების ქცევის შეცვლას კლიმატის ცვლილება განაპირობებს.

გარდა ამისა, რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ხშირად სათანადოდ ვერ იცავენ, რაც მათ მგლების ადვილ სამიზნედ აქცევს. მსგავსი შემთხვევები წარსულშიც ყოფილა, მაგალითად, 1996 წელს, როდესაც მგლების სამიზნე 76 ბავშვი გახდა, მათგან 38 დაიღუპა. მაშინაც და ახლაც, მგლების საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს მდებარე ღარიბ სოფლებში ბავშვები ძირითადად ღია ცის ქვეშ იძინებენ და თავდასხმების სამიზნე სწორედ ამ დროს ხდებიან.

ექსპერტები ადგილობრივებს მოუწოდებენ, ბავშვები შიგნით, დიდების გარემოცვაში დააძინონ და ღამე გარეთ მარტო არ გაუშვან. მათი თქმით, ვიდრე თავდასხმების ზუსტი მიზეზი დადგინდება, ეს ზომები ხალხის დასაცავად არსებითია.

წყარო