მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს - მას ანდრეი სიბიგა შეცვლის
დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს - მას ანდრეი სიბიგა შეცვლის

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას დმიტ­რო კუ­ლე­ბას პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ან­დრეი სი­ბი­გა და­ი­კა­ვებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის მმარ­თვე­ლი პარ­ტია “ხალ­ხის მსა­ხუ­რის” ფრაქ­ცი­ის ლი­დე­რი, და­ვით არა­ხა­მია ავ­რცე­ლებს.

  • პარ­ტია “ხალ­ხის მსა­ხურ­მა” 4 სექ­ტემ­ბერს სხდო­მა გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც სა­უ­ბა­რი მთავ­რო­ბის “გა­დატ­ვირ­თვას” ეხე­ბო­და.

სხდო­მის შე­დე­გად, არა­ხა­მი­ას ცნო­ბით, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას დმიტ­რო კუ­ლე­ბას პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ან­დრეი სი­ბი­გა და­ი­კა­ვებს.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას კი, ვიცე-პრე­მი­ე­რი ოლგა სტე­ფა­ნი­ში­ნა.

დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრი, ირი­ნი ვე­რეშ­ჩუ­კი პრე­ზი­დენ­ტის ოფის­ში გა­და­ვა, სა­დაც სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის კუ­თხით იმუ­შა­ვებს, ხოლო თა­ვად სა­მი­ნის­ტრო, რო­გორც ცალ­კე ორ­გა­ნო, გა­უქ­მდე­ბა, ხოლო მისი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი უკ­რა­ი­ნის თე­მე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­ვა.

უკ­რა­ი­ნის ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას მატ­ვეი ბედ­ნი და­ი­კა­ვებს, ხოლო კულ­ტუ­რი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის მი­ნის­ტრი თა­ნამ­დე­ბო­ბას - ნი­კო­ლაი ტო­ჩიც­კი.

არა­ხა­მი­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­დას­ტუ­რა, რომ სხდო­მას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიც ეს­წრე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს - მას ანდრეი სიბიგა შეცვლის

დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს - მას ანდრეი სიბიგა შეცვლის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დმიტრო კულებას პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია ავრცელებს.

  • პარტია “ხალხის მსახურმა” 4 სექტემბერს სხდომა გამართა, რომელზეც საუბარი მთავრობის “გადატვირთვას” ეხებოდა.

სხდომის შედეგად, არახამიას ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დმიტრო კულებას პირველი მოადგილე, ანდრეი სიბიგა დაიკავებს.

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას კი, ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა.

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ირინი ვერეშჩუკი პრეზიდენტის ოფისში გადავა, სადაც სოციალური პოლიტიკის კუთხით იმუშავებს, ხოლო თავად სამინისტრო, როგორც ცალკე ორგანო, გაუქმდება, ხოლო მისი ფუნქციონალი უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროში გადავა.

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას მატვეი ბედნი დაიკავებს, ხოლო კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი თანამდებობას - ნიკოლაი ტოჩიცკი.

არახამიამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ სხდომას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.