მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა: რას ითხოვს კრემლი ოკუპირებული რეგიონისგან და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს სანქცია?
რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა: რას ითხოვს კრემლი ოკუპირებული რეგიონისგან და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს სანქცია?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოს­კო­ვი აფხა­ზე­თის­თვის 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტას გეგ­მავ­და მა­ნამ, ვიდ­რე აფხა­ზუ­რი მხა­რე არ შე­ას­რუ­ლებს გარ­კვე­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს - მათ შო­რის სა­სა­მარ­თლო და სა­არ­ბიტ­რა­ჟო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ურ­თი­ერთ აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რუსი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლას, კო­მერ­ცი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის (აპარ­ტა­მენ­ტე­ბის) ბა­ზარ­ზე რუსი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას. 3 სექ­ტემ­ბერს,. სერ­გეი შამ­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ, 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან რუ­სეთ­მა შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და­ი­წყო და გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა უკვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია. "1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკვე და­ი­წყო. გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა უკვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ეხე­ბა ექი­მებს, მას­წავ­ლებ­ლებს, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს და სხვა. ეს აშ­კა­რად პირ­ვე­ლი ასე­თი ნა­ბი­ჯია“, - ცი­ტი­რებს აფხა­ზუ­რი მე­დია შამ­ბას.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს ასე­ვე უთხრა - მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბა"აფხა­ზე­თის ლი­დე­რი“ ას­ლან ბჟა­ნია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სავ­ლის თა­ო­ბა­ზეო.

ამ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი:

- რუ­სეთს იმე­დი ჰქონ­და, რომ დღე­ვან­დე­ლი დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია შე­ას­რუ­ლებ­და იმ პი­რო­ბებს, რო­მელ­საც ხელი მო­ა­წე­რა 2020 წელს ნო­ემ­ბერ­ში. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სულ ჯამ­ში 45 პუნ­ქტის­გან შედ­გე­ბო­და, რომ­ლი­და­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბა დღემ­დე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. ამ სა­კითხს ამა­სო­ბა­ში წა­მო­ე­წია ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბი­სა და აპარ­ტა­მენ­ტე­ბის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც შე­თან­ხმე­ბა­ში არ შე­დი­ო­და. რო­გორც ვხე­დავთ, ბჟა­ნია ვერ­ცერთ სა­კი­თხში ვერ უწევს სტრა­ტე­გი­ულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მოს­კოვს, ამი­ტომ ძა­ლი­ან ცოტა დრო დარ­ჩა... ის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც, ბევ­რს აქვს უკვე ბჟა­ნი­ას გა­დად­გო­მის სურ­ვი­ლი, რა­ზეც მოს­კო­ვი ნერ­ვი­უ­ლობს, რად­გან ძნე­ლია გან­სა­ზღვრო ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი თუ არა ბჟა­ნია, ამი­ტომ მი­მარ­თეს შემ­დეგ ხერ­ხებს, - აი­ძუ­ლონ ბჟა­ნია, რომ რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბი მა­ინც გა­დად­გას მო­მა­ვა­ლი წლის მარ­ტის დე ფაქ­ტო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე.

რუ­სეთ­მა მსგავ­სი პი­რო­ბე­ბი ბლო­მად ჩადო იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო დას­ჯის მიზ­ნით არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გა­წე­რი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის არ შეს­რუ­ლე­ბა აა­მუ­შა­ვა რუ­სეთ­მა...

- რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდნენ აფხა­ზე­ბი?

- შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ წელს აფხა­ზეთ­ში კარ­გად ჩა­ი­ა­რა სა­კუ­რორ­ტო სე­ზონ­მა, ბევ­რი რუსი ტუ­რის­ტი იყო ჩა­სუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა შე­ი­ტა­ნეს, რის გა­მოც მგო­ნია, რომ შიმ­ში­ლით არ მოკ­ვდე­ბი­ან. აფხა­ზე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ გან­წყო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, რა­საც ვუს­მენ ოპო­ზი­ცი­ურ არ­ხებ­ზე და ვკი­თხუ­ლობ გა­ზე­თებს, იქ ამ­ბო­ბენ რომ უნდა მო­ით­მი­ნონ.

ეს თუ დიდ ხანს გაგ­რძელ­და, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ აფხა­ზეთ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბა უფრო გა­იზ­რდე­ბა, რაც რუ­სეთს არ აწყობს. ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ხოლო უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში მა­ლე­ვე მოხ­სნის რუ­სე­თი ამ სან­ქცი­ას. ხალ­ხი სულ არ ანაღ­ვლებთ, მაგ­რამ მათ არ სჭირ­დე­ბათ ამ ეტაპ­ზე აფხა­ზებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა.

ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა: რას ითხოვს კრემლი ოკუპირებული რეგიონისგან და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს სანქცია?

რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა: რას ითხოვს კრემლი ოკუპირებული რეგიონისგან და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს სანქცია?

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი აფხაზეთისთვის 1-ელი სექტემბრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტას გეგმავდა მანამ, ვიდრე აფხაზური მხარე არ შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებს - მათ შორის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლას, კომერციული უძრავი ქონების (აპარტამენტების) ბაზარზე რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნას. 3 სექტემბერს,. სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ, 1-ელი სექტემბრიდან რუსეთმა შეზღუდვების აღსრულება დაიწყო და გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია. "1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯია“, - ციტირებს აფხაზური მედია შამბას.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა - მოსკოვში იმყოფება"აფხაზეთის ლიდერი“ ასლან ბჟანია, რომელიც რამდენიმე შეხვედრას გამართავს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის თაობაზეო.

ამ საკითხზე გვესაუბრება პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი:

- რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ დღევანდელი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შეასრულებდა იმ პირობებს, რომელსაც ხელი მოაწერა 2020 წელს ნოემბერში. ხელშეკრულება სულ ჯამში 45 პუნქტისგან შედგებოდა, რომლიდანაც უმრავლესობა დღემდე შესრულებული არ არის. ამ საკითხს ამასობაში წამოეწია ბიჭვინთის აგარაკებისა და აპარტამენტების საკითხები, რომელიც შეთანხმებაში არ შედიოდა. როგორც ვხედავთ, ბჟანია ვერცერთ საკითხში ვერ უწევს სტრატეგიულ თანამშრომლობას მოსკოვს, ამიტომ ძალიან ცოტა დრო დარჩა... ის არაპოპულარულია აფხაზურ საზოგადოებაშიც, ბევრს აქვს უკვე ბჟანიას გადადგომის სურვილი, რაზეც მოსკოვი ნერვიულობს, რადგან ძნელია განსაზღვრო ვინ იქნება შემდეგი დე ფაქტო პრეზიდენტი თუ არა ბჟანია, ამიტომ მიმართეს შემდეგ ხერხებს, - აიძულონ ბჟანია, რომ რაღაც ნაბიჯები მაინც გადადგას მომავალი წლის მარტის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

რუსეთმა მსგავსი პირობები ბლომად ჩადო იმ ხელშეკრულებაში, მაგრამ შეუსრულებლობის გამო დასჯის მიზნით არაფერი გაუკეთებია. ეს პირველი შემთხვევაა, რომ ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულების არ შესრულება აამუშავა რუსეთმა...

- რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ აფხაზები?

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს აფხაზეთში კარგად ჩაიარა საკურორტო სეზონმა, ბევრი რუსი ტურისტი იყო ჩასული, გარკვეული რაოდენობის თანხა შეიტანეს, რის გამოც მგონია, რომ შიმშილით არ მოკვდებიან. აფხაზების ამჟამინდელ განწყობას რაც შეეხება, რასაც ვუსმენ ოპოზიციურ არხებზე და ვკითხულობ გაზეთებს, იქ ამბობენ რომ უნდა მოითმინონ.

ეს თუ დიდ ხანს გაგრძელდა, მოსალოდნელია, რომ აფხაზეთში ანტირუსული განწყობა უფრო გაიზრდება, რაც რუსეთს არ აწყობს. ამიტომაც მგონია, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში, ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს არჩევნებამდე, ხოლო უკეთეს შემთხვევაში მალევე მოხსნის რუსეთი ამ სანქციას. ხალხი სულ არ ანაღვლებთ, მაგრამ მათ არ სჭირდებათ ამ ეტაპზე აფხაზებთან დაპირისპირება.

ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი