მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა ზებგერითი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქებს შეუტია - ლვოვში გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან, ნანგრევებში მოყოლილებს ისევ ეძებენ (ვიდეო)
რუსეთმა ზებგერითი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქებს შეუტია - ლვოვში გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან, ნანგრევებში მოყოლილებს ისევ ეძებენ (ვიდეო)

გა­სულ ღა­მეს რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ზე მო­რი­გი მას­შტა­ბუ­რი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

“ალფა სიხ­ში­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა Tu-95MS-ის ტი­პის სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბი­დან, Tu-22M3-ის ტი­პის შორი მოქ­მე­დე­ბის ბომბდამ­შე­ნე­ბი­დან, MIG-31K-ს ტი­პის რა­კეტმზი­დე­ბი­დან გა­უშ­ვეს:

KH-101-ის ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი; KH-22-ის ტი­პის ზებ­გე­რი­თი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი; KH-47 KINZHAL-M-ის ტი­პის აე­რო­ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი SHAHED-136-ის ტი­პის კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბი; KALIBR-ის ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი, შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ი­დან.

თავ­დას­ხე­ბი ძი­რი­თა­დად დიდ ქა­ლა­ქებ­ზე და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

სუმი რა­კე­ტე­ბი­თა და კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბით და­ი­ბომ­ბა.

პოლ­ტა­ვა­ში აფეთ­ქე­ბე­ბი შა­ჰი­დე­ბის თავ­დას­ხმის ფონ­ზე ის­მო­და. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­ვსსარ­თუ­ლი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ნო­ბის ნან­გრე­ვებ­ში შე­საძ­ლოა კი­დევ 13 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­დეს. მათ ამ დრომ­დე ეძე­ბენ.

გუ­შინ­დელ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმას 52 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 271 კი და­შავ­და.

აფეთ­ქე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­და კი­ე­ვის ოლ­ქში. ასე­ვე ზღვი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი კა­ლიბ­რის ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით და­ი­ბომ­ბა ოდე­საც.

ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით იე­რი­ში გან­ხორ­ცი­ელ­და კრი­ვოი როგ­ზე.

და­შავ­და 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 10 წლის გო­გო­ნა. და­ზი­ან­და 10 მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა, სას­ტუმ­რო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, აფ­თი­ა­ქი, მა­ღა­ზი­ე­ბი და მან­ქა­ნე­ბი.

  • თავ­დას­ხმის შე­დე­გად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ზა­რალ­და ქა­ლა­ქი ლვო­ვი

რუ­სე­თის ფრთო­სა­ნი და “კინ­ჟა­ლი“ რა­კე­ტე­ბით თავ­დას­ხმას 7 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ შო­რის 3 ბავ­შვია, და­შა­ვე­ბუ­ლია 45 ადა­მი­ა­ნი

ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში ორი სკო­ლა და სხვა შე­ნო­ბე­ბი და­ზი­ან­და.

“ტე­ლეგ­რა­მარ­ზებ­ზე“ ვრცელ­დე­ბა უმ­ძი­მე­სი კად­რი - ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ და­ღუ­პუ­ლი 9 წლის გო­გო­ნას ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძლა­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა 13 რა­კე­ტი­დან 7 და 29 ბომბდამ­შე­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსეთმა ზებგერითი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქებს შეუტია - ლვოვში გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან, ნანგრევებში მოყოლილებს ისევ ეძებენ (ვიდეო)

რუსეთმა ზებგერითი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქებს შეუტია - ლვოვში გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან, ნანგრევებში მოყოლილებს ისევ ეძებენ (ვიდეო)

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

“ალფა სიხშირის“ ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა Tu-95MS-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, Tu-22M3-ის ტიპის შორი მოქმედების ბომბდამშენებიდან, MIG-31K-ს ტიპის რაკეტმზიდებიდან გაუშვეს:

KH-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები; KH-22-ის ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტები; KH-47 KINZHAL-M-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტები SHAHED-136-ის ტიპის კამიკაძე დრონები; KALIBR-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, შავი ზღვის აკვატორიიდან.

თავდასხები ძირითადად დიდ ქალაქებზე და დასახლებულ პუნქტებზე განხორციელდა.

სუმი რაკეტებითა და კამიკაძე დრონებით დაიბომბა.

პოლტავაში აფეთქებები შაჰიდების თავდასხმის ფონზე ისმოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ექვსსართულიანი საგანმანათლებლო შენობის ნანგრევებში შესაძლოა კიდევ 13 ადამიანი იმყოფებოდეს. მათ ამ დრომდე ეძებენ.

გუშინდელ სარაკეტო დარტყმას 52 ადამიანი ემსხვერპლა, 271 კი დაშავდა.

აფეთქებები დაფიქსირდა კიევის ოლქში. ასევე ზღვიდან გაშვებული კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა ოდესაც.

ფრთოსანი რაკეტებით იერიში განხორციელდა კრივოი როგზე.

დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 10 წლის გოგონა. დაზიანდა 10 მაღალსართულიანი შენობა, სასტუმრო, საგანმანათლებლო დაწესებულებები, აფთიაქი, მაღაზიები და მანქანები.

  • თავდასხმის შედეგად განსაკუთრებულად დაზარალდა ქალაქი ლვოვი

რუსეთის ფრთოსანი და “კინჟალი“ რაკეტებით თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია, დაშავებულია 45 ადამიანი

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ორი სკოლა და სხვა შენობები დაზიანდა.

“ტელეგრამარზებზე“ ვრცელდება უმძიმესი კადრი - ნანგრევების ქვეშ დაღუპული 9 წლის გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძლაების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 13 რაკეტიდან 7 და 29 ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

იხილეთ ასევე: