საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენი, 150 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები ჩაერთნენ - რა ვითარებაა ბორჯომის ხეობაში, სადაც მეორე დღეა ტყეში გაჩენილ ცეცხლს ებრძვიან
ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენი, 150 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები ჩაერთნენ - რა ვითარებაა ბორჯომის ხეობაში, სადაც მეორე დღეა ტყეში გაჩენილ ცეცხლს ებრძვიან

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში, დაბა ახალ­და­ბას მიმ­დე­ბა­რედ ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ.

ცე­ცხლის ქრო­ბის პრო­ცეს­ში დღეს დი­ლი­დან სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის 4 ვერ­ტმფრე­ნი ჩა­ერ­თო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის გამო, ხან­ძრის კე­რას­თან სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კის შეყ­ვა­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა.

“ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცეს­ში თბი­ლი­სის, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­სა და შიდა ქარ­თლის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის 150 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის რე­ინ­ჯე­რე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ცეს­ში სხვა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის რე­ინ­ჯე­რე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ვე­ლე შტა­ბი მო­ე­წყო, სა­ი­და­ნაც ტყის ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხან­ძრის მო­ნი­ტო­რინ­გი კი დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა,“- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი გუ­შინ, 3 სექ­ტემ­ბერს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 12 კი­ლო­მეტრში გაჩ­ნდა.

“ტე­ლე­კომ­პა­ნია ბორ­ჯო­მი“ ად­გი­ლი­დან კად­რებს აქ­ვეყ­ნებს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენი, 150 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები ჩაერთნენ - რა ვითარებაა ბორჯომის ხეობაში, სადაც მეორე დღეა ტყეში გაჩენილ ცეცხლს ებრძვიან

ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენი, 150 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები ჩაერთნენ - რა ვითარებაა ბორჯომის ხეობაში, სადაც მეორე დღეა ტყეში გაჩენილ ცეცხლს ებრძვიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.

ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

“ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გუშინ, 3 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 12 კილომეტრში გაჩნდა.

“ტელეკომპანია ბორჯომი“ ადგილიდან კადრებს აქვეყნებს.