მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“1 000-ზე მეტი პატიმარი, კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად“ - მამუკა მდინარაძე “ამნისტიის კანონის“ შესახებ: კიდევ რა საკითხების განხილვას გეგმავს პარლამენტი?
“1 000-ზე მეტი პატიმარი, კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად“ - მამუკა მდინარაძე “ამნისტიის კანონის“ შესახებ: კიდევ რა საკითხების განხილვას გეგმავს პარლამენტი?

“ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის“ ძა­ლა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე 1000-ზე მეტი პა­ტი­მა­რი და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­როს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტა­პობ­რი­ვად“, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • კა­ნო­ნი სხვა­დას­ხვა დროს და ფორ­მით 6 000-მდე პა­ტი­მარს შე­ე­ხე­ბა

“დღეს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­ი­მარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა. ძი­რი­თა­დად, ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ ორ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია:

ხვალ და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ჩვენ ვიმ­სჯე­ლებთ ამ­ნის­ტი­ის კა­ნონ­ზე, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­ე­ხე­ბა სხვა­დას­ხვა დროს და ფორ­მით 6 000-მდე პა­ტი­მარს, აქე­დან 1 000-ზე მეტი ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­როს, ხოლო 5 000-ზე მეტი და­ტო­ვებს ეტა­პობ­რი­ვად, სხვა­დას­ხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ამ­ნის­ტია და, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი­სა, ჩვენ კარგ საქ­მეს ვა­კე­თებთ და ადა­მი­ა­ნებს მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის, რაც სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის დროს არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

  • მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში პარ­ლა­მენ­ტში "ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ზეც იმ­სჯე­ლე­ბენ

"ვი­ნა­ი­დან, დღეს ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, ეს არის მხო­ლოდ კა­ნო­ნი და არა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა. კა­ნონს, რო­მელ­საც მი­ი­ღებს დღეს მოქ­მე­დი პარ­ლა­მენ­ტი, ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც ამას ვუ­წო­დებთ ხოლ­მე - ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ვი­ხი­ლავთ და მი­ვი­ღებთ, ხოლო შემ­დეგ სა­სე­სიო კვი­რა­ში, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო სა­სე­სიო კვი­რა იქ­ნე­ბა ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი­სათ­ვის, ჩვენ მი­ვი­ღებთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც 19 კა­ნო­ნის­გან შედ­გე­ბა. ხოლო მას შემ­დეგ, რაც, ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მი­ი­ღებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას, ჩვენ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას უკვე ავ­სა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში", - დას­ძი­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

ამას­თან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნის თქმით, უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა­ზე ისა­უბ­რეს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, მდი­ნა­რა­ძის გა­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა.

"ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა არ­ჩევ­ნებს, იქნა გან­ხი­ლუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი, რომ ეს არ არის მარ­ტი­ვი, თუმ­ცა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით იმ გა­ცხა­დე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად მი­ი­ღოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა - რა ყვე­ლა ლე­გი­ტი­მუ­რი გზით უნდა მი­აღ­წი­ოს “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ამ მიზ­ნებს,“ - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

“1 000-ზე მეტი პატიმარი, კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად“ - მამუკა მდინარაძე “ამნისტიის კანონის“ შესახებ: კიდევ რა საკითხების განხილვას გეგმავს პარლამენტი?

“1 000-ზე მეტი პატიმარი, კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად“ - მამუკა მდინარაძე “ამნისტიის კანონის“ შესახებ: კიდევ რა საკითხების განხილვას გეგმავს პარლამენტი?

“ამნისტიის კანონის“ ძალაში შესვლისთანავე 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად“, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • კანონი სხვადასხვა დროს და ფორმით 6 000-მდე პატიმარს შეეხება

“დღეს, ტრადიციულად, გაიმართა უმრავლესობის სხდომა. ძირითადად, ჩვენ ვისაუბრეთ ორ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აქტუალურია:

ხვალ და მომდევნო დღეებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით 6 000-მდე პატიმარს, აქედან 1 000-ზე მეტი ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია და, მიუხედავად ბევრი სპეკულაციებისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ საშუალება რესოციალიზაციის, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა მდინარაძემ.

  • მიმდინარე კვირაში პარლამენტში "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონზეც იმსჯელებენ

"ვინაიდან, დღეს ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის მხოლოდ კანონი და არა საკონსტიტუციო ცვლილება. კანონს, რომელსაც მიიღებს დღეს მოქმედი პარლამენტი, ოჯახური ღირებულებების შესახებ, როგორც ამას ვუწოდებთ ხოლმე - ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მიმდინარე კვირაში მეორე მოსმენით განვიხილავთ და მივიღებთ, ხოლო შემდეგ სასესიო კვირაში, რომელიც, სავარაუდოდ, ბოლო სასესიო კვირა იქნება ამ მოწვევის პარლამენტისათვის, ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც 19 კანონისგან შედგება. ხოლო მას შემდეგ, რაც, ძალიან დიდი ალბათობით, “ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ ამ ინიციატივას უკვე ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში", - დასძინა მდინარაძემ.

ამასთან, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებითაც, მდინარაძის გაცხადებით, "ქართული ოცნება" მაქსიმალურად შეეცდება ოქტომბრის არჩევნებში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს, იქნა განხილული. მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია და ამ კამპანიის ფარგლებში დასახული მიზანი, რომ ეს არ არის მარტივი, თუმცა, “ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება ქართველი ხალხის მხარდაჭერით იმ გაცხადებული მიზნების აღსასრულებლად მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა - რა ყველა ლეგიტიმური გზით უნდა მიაღწიოს “ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნებს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.