მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯო ბაიდენის თქმით, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს, ისრაელში კი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო - ბოლო ცნობები კიდევ ერთი ცხელი წერტილიდან
ჯო ბაიდენის თქმით, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს, ისრაელში კი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო - ბოლო ცნობები კიდევ ერთი ცხელი წერტილიდან

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ საკ­მა­რისს არ აკე­თებს.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ღა­ზა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბის წარ­დგე­ნას­თან ახ­ლოს არის.

“ჩვენ ამას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ჯო ბა­ი­დენ­მა.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი საკ­მა­რისს აკე­თებს თუ არა, ჯო ბა­ი­დენ­მა უპა­სუ­ხა, რომ არა.

ცნო­ბის­თვის, დღეს, ჯო ბა­ი­დე­ნი და კა­მა­ლა ჰა­რი­სი ღა­ზა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გუნდს ხვდე­ბი­ან.

გუ­შინ, 1 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის­რა­ელ­მა ღა­ზა­ში კი­დევ ექ­ვსი მძევ­ლის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი იმ გვი­რა­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლო­მეტრში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთი გა­ტა­ცე­ბუ­ლი მძე­ვა­ლი გა­და­არ­ჩი­ნეს.

“პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით, ისი­ნი სას­ტი­კად და­ხო­ცეს “ჰა­მა­სის“ ტე­რო­რის­ტებ­მა ცოტა ხნის წინ მა­ნამ, სა­ნამ ჩვენ მათ მი­ვაღ­წევ­დით. ცხედ­რე­ბი იპო­ვეს რა­ფაჰ­ში ბრძო­ლის დროს გვი­რაბ­ში, იმ გვი­რა­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფარ­ჰან ალ-ქადი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ”, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კერ­მა, და­ნი­ელ ჰა­გა­რიმ.

  • “მძევ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის ფო­რუმ­მა“ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ გულ­გრი­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და პრე­მი­ერს მოს­თხო­ვა "აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მძევ­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბა­ზე". ფო­რუმ­ზე ნათ­ქვა­მია, რომ ექ­ვსი­ვე ტყვე "მოკ­ლუ­ლი იქნა ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და მათ თით­ქმის 11 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, წა­მე­ბა და შიმ­ში­ლი გა­და­ი­ტა­ნეს".

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი არ მო­ის­ვე­ნებს მა­ნამ, სა­ნამ პა­სუხს არ აგე­ბი­ნებს მათ, ვინც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან ექ­ვსი მძევ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში, რო­მელ­თა ცხედ­რე­ბი ღა­ზას სექ­ტორ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

“ვე­უბ­ნე­ბი “ჰა­მა­სის” ტე­რო­რის­ტებს, რომ­ლებ­მაც და­ხო­ცეს გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი და მათ ლი­დე­რებს - და­კარ­გეთ სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა. არ და­ვის­ვე­ნებთ და არ გავ­ჩუმ­დე­ბით, და­გე­დევ­ნე­ბით, და­გე­წე­ვით და ან­გა­რიშს გა­ვას­წო­რებთ თქვენ­თან“, - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

მისი თქმით, ის­რა­ე­ლი მზად არის მი­აღ­წი­ოს შე­თან­ხმე­ბას დარ­ჩე­ნი­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფის მიზ­ნით.

ტრა­გი­კუ­ლი და უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა ის­რა­ელ­ში. ქვე­ყა­ნა­ში სა­ყო­ველ­თაო, გე­ნე­რა­ლუ­რი გა­ფიც­ვა და­ი­წყო.

ღა­ზა­ში 6 მძევ­ლის ცხედ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­მარ­თა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის დაჩ­ქა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

  • ის­რა­ე­ლის უმ­სხვი­ლეს­მა პროფ­კავ­შირ­მა, „ჰის­ტად­რუტ­მა“, დღეს დი­ლი­დან, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 6:00 სა­ა­თი­დან ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გე­ნე­რა­ლუ­რი გა­ფიც­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ი­ხუ­რა სამ­თავ­რო­ბო და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ოფი­სე­ბი, ასე­ვე სკო­ლე­ბი და ბევ­რი კერ­ძო ბიზ­ნე­სი. ის­რა­ე­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტმა „ბენ გუ­რი­ონ­მა“ მუ­შა­ო­ბა ორი სა­ა­თით შე­ა­ჩე­რა.

”მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ მხო­ლოდ ჩვენს ჩა­რე­ვას შე­უძ­ლია შე­ან­ჯღ­რი­ოს ისი­ნი, ვი­საც შენ­ჯღ­რე­ვა სჭირ­დე­ბათ. შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის კუ­თხით პროგ­რე­სი არ ხდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ეს მი­უ­ღე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა „ჰის­ტად­რუ­ტის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, არ­ნონ ბარ-დე­ვიდ­მა.

თელ-ავი­ვის და გი­ვა­თა­ი­მის მე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი ორ­შა­ბათს მძევ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით გა­ი­ფი­ცე­ბოდ­ნენ.

უკვე თვე­ზე მე­ტია, აშშ-ის ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ის­რა­ე­ლი­სა და ღა­ზას სექ­ტორ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე.

ჯერ კი­დევ 19 აგ­ვის­ტოს, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა ის­რა­ელს და ჰა­მასს მო­უ­წო­და, არ ჩა­შა­ლონ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რაც, მისი თქმით, შე­იძ­ლე­ბა იყოს "ბოლო შე­საძ­ლებ­ლო­ბა" ღა­ზა­ში ზა­ვის და­დე­ბი­სა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

  • მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სის მი­ხედ­ვით, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ექ­ვსი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შე­ჩერ­დეს და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ მძევ­ლე­ბი და პა­ტიმ­რე­ბი.

თუმც, უც­ნო­ბია, რა ეტაპ­ზეა ახლა პრო­ცე­სი.

შე­გახ­სე­ნებთ, “ჰა­მა­სმა“ 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის დროს და­ახ­ლო­ე­ბით, 250 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა, ამ დრომ­დე, 35 მძევ­ლის და­ღუპ­ვა და­ა­დას­ტუ­რა, უც­ნო­ბია 101 მძევ­ლის ბედი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ჯო ბაიდენის თქმით, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს, ისრაელში კი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო - ბოლო ცნობები კიდევ ერთი ცხელი წერტილიდან

ჯო ბაიდენის თქმით, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს, ისრაელში კი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო - ბოლო ცნობები კიდევ ერთი ცხელი წერტილიდან

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ საბოლოო შეთანხმების წარდგენასთან ახლოს არის.

“ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვას, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკმარისს აკეთებს თუ არა, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ არა.

ცნობისთვის, დღეს, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის მოლაპარაკებების გუნდს ხვდებიან.

გუშინ, 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღაზაში კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ცხედრები იმ გვირაბიდან დაახლოებით 1 კილომეტრში აღმოაჩინეს, სადაც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გატაცებული მძევალი გადაარჩინეს.

“პირველადი შეფასებით, ისინი სასტიკად დახოცეს “ჰამასის“ ტერორისტებმა ცოტა ხნის წინ მანამ, სანამ ჩვენ მათ მივაღწევდით. ცხედრები იპოვეს რაფაჰში ბრძოლის დროს გვირაბში, იმ გვირაბიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც რამდენიმე დღის წინ ფარჰან ალ-ქადი გადავარჩინეთ”, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

  • “მძევლების ოჯახების ფორუმმა“ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გულგრილობაში დაადანაშაულა და პრემიერს მოსთხოვა "აიღოს პასუხისმგებლობა მძევლების მიტოვებაზე". ფორუმზე ნათქვამია, რომ ექვსივე ტყვე "მოკლული იქნა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და მათ თითქმის 11 თვის განმავლობაში, წამება და შიმშილი გადაიტანეს".

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხს არ აგებინებს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან ექვსი მძევლის მკვლელობაში, რომელთა ცხედრები ღაზას სექტორში აღმოაჩინეს.

“ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები და მათ ლიდერებს - დაკარგეთ სიცოცხლის უფლება. არ დავისვენებთ და არ გავჩუმდებით, დაგედევნებით, დაგეწევით და ანგარიშს გავასწორებთ თქვენთან“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისა და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით.

ტრაგიკული და უმძიმესი ფაქტის პარალელურად, ვითარება დაიძაბა ისრაელში. ქვეყანაში საყოველთაო, გენერალური გაფიცვა დაიწყო.

ღაზაში 6 მძევლის ცხედრების აღმოჩენის შემდეგ, ქვეყანაში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქციები გამართა და ხელისუფლებას მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

  • ისრაელის უმსხვილესმა პროფკავშირმა, „ჰისტადრუტმა“, დღეს დილიდან, ადგილობრივი დროით 6:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით გენერალური გაფიცვის განკარგულება გასცა. მედიის ინფორმაციით, დაიხურა სამთავრობო და მუნიციპალური ოფისები, ასევე სკოლები და ბევრი კერძო ბიზნესი. ისრაელის საერთაშორისო აეროპორტმა „ბენ გურიონმა“ მუშაობა ორი საათით შეაჩერა.

”მივედი დასკვნამდე, რომ მხოლოდ ჩვენს ჩარევას შეუძლია შეანჯღრიოს ისინი, ვისაც შენჯღრევა სჭირდებათ. შეთანხმების მიღწევის კუთხით პროგრესი არ ხდება პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და ეს მიუღებელია“, - აღნიშნა „ჰისტადრუტის“ ხელმძღვანელმა, არნონ ბარ-დევიდმა.

თელ-ავივის და გივათაიმის მერებმა განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტები ორშაბათს მძევლების დაბრუნების მოთხოვნით გაიფიცებოდნენ.

უკვე თვეზე მეტია, აშშ-ის ჩართულობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელისა და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ჯერ კიდევ 19 აგვისტოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა ისრაელს და ჰამასს მოუწოდა, არ ჩაშალონ მოლაპარაკებები, რაც, მისი თქმით, შეიძლება იყოს "ბოლო შესაძლებლობა" ღაზაში ზავის დადებისა და მძევლების გათავისუფლებისთვის.

  • მოლაპარაკებების პროცესის მიხედვით, საომარი მოქმედებები კონფლიქტის ზონაში ექვსი კვირის განმავლობაში უნდა შეჩერდეს და გათავისუფლდნენ მძევლები და პატიმრები.

თუმც, უცნობია, რა ეტაპზეა ახლა პროცესი.

შეგახსენებთ, “ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს დაახლოებით, 250 ადამიანი მძევლად აიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამ დრომდე, 35 მძევლის დაღუპვა დაადასტურა, უცნობია 101 მძევლის ბედი.

წყარო

იხილეთ ასევე: