კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპული მონარქიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ქორწინება - ნორვეგიელი პრინცესას და ფერადკანიანი შამანის სასიყვარულო ურთიერთობა ქორწილით დასრულდა
ევროპული მონარქიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური  ქორწინება - ნორვეგიელი პრინცესას და ფერადკანიანი შამანის სასიყვარულო ურთიერთობა ქორწილით დასრულდა

ნიშ­ნო­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ, 52 წლის ნორ­ვე­გი­ის პრინ­ცე­სა მარ­ტა ლუ­ი­ზა და 49 წლის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შა­მა­ნი დი­უ­რეკ ვე­რე­ტი და­ქორ­წინ­დნენ. .

ქორ­წი­ლი 31 აგ­ვის­ტოს, ნორ­ვე­გი­ა­ში, სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ გე­ი­რან­ჯერ­ში გა­ი­მარ­თა, ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფი­ორ­დის სა­ნა­პი­რო­ზე - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­წარმ­ტაც ად­გილ­ზე, რო­მე­ლიც იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­შიც კი შე­დის.

ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს, მარ­ტა ლუ­ი­ზამ ტინა სტე­ფე­ნაკ ჰერ­მან­სე­ნის სახ­ლის კაბა მო­ირ­გო, 3,5 მეტ­რი სიგ­რძის შლე­ი­ფით. პა­ტარ­ძლის თავს მარ­გა­ლი­ტის სა­მე­ფო ტი­ა­რა და ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რე­ე­ბი ამ­შვე­ნებ­და. დი­ა­დე­მა პრინ­ცე­სას 18 წლის იუ­ბი­ლე­ზე მის­მა ბა­ბუ­ამ, ნორ­ვე­გი­ის მეფე ოლავ V-მ აჩუ­ქა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქორ­წი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად იყო და­გეგ­მი­ლი, რო­გორც არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი წყვი­ლის­გან იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი, სა­ღა­მო­ზე მი­სულ სტუმ­რებს ბევ­რი უც­ნა­უ­რო­ბა დახ­ვდათ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო ვახ­შმის ნაც­ვლად, სტუმ­რებს წინ სალ­სას წვე­უ­ლე­ბა ელო­დათ. მა­ნამ­დე კი გე­მით გა­ი­სე­ირ­ნეს.

მოწ­ვე­ულ­თა შო­რის, ბევ­რი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მათ შო­რის ნორ­ვე­გი­ის და შვე­დე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბი. მეფე ჰა­რალდ V და დე­დო­ფა­ლი სო­ნია, მარ­ტა ლუ­ი­ზის ძმა, პრინ­ცი ჰა­ა­კო­ნი მე­უღ­ლეს­თან, ნორ­ვე­გი­ის გვირ­გვი­ნო­სან პრინ­ცე­სა მეტე-მა­რიტ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად.

დღე­სას­წა­ულს ასე­ვე შე­უ­ერ­თდნენ მარ­ტა ლუ­ი­ზას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი: 21 წლის მოდი, 19 წლის ლეა და 16 წლის ემა.

ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფო ოჯა­ხის ვებგ­ვერ­დზე უკვე გა­მოჩ­ნდა ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფოტო საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მარ­ტა ლუ­ი­ზა­სა და დი­უ­რეკ ვე­რე­ტის ქორ­წი­ლი სკან­და­ლურ მოვ­ლე­ნად იქცა მრა­ვა­ლი მი­ზე­ზის გამო. მო­ნარ­ქი­ის ის­ტო­რი­ა­ში ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა შავ­კა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცი ევ­რო­პულ სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე ქორ­წინ­დე­ბა. ვე­რეტ­თან ქორ­წი­ნე­ბის გამო, მარ­ტა ლუ­ი­ზამ სა­მე­ფო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა დათ­მო და დი­უ­რეკს ქორ­წი­ლის შემ­დეგ ტი­ტუ­ლი არ მი­ე­ნი­ჭე­ბა. ასე­ვე, ეს წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ვე­რე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის გამო.

ფაქ­ტია, რომ ვე­რე­ტი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არატ­რა­დი­ცი­ულ მე­დი­ცი­ნას მის­დევ­და, რის გა­მოც, ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ. ასე­ვე ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ იმის, გამო, რომ თვით­ნას­წავლმა ექიმ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კი­ბოს თა­ვად ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნად მი­იჩ­ნევ­და და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, მისი აზ­რით, ექი­მე­ბი შე­მო­სავ­ლის გამო უნიშ­ნა­ვენ პა­ცი­ენ­ტებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შა­მანს ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, გვი­ნეტ პელტრო­უმ მას სუ­ლი­ე­რი მენ­ტო­რი უწო­და.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ მარ­ტა ლუ­ი­ზა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ აღა­რა­სო­დეს და­ქორ­წინ­დე­ბო­და. მისი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა მწე­რალ არი ბენ­თან, რო­მე­ლიც 14 წელი გაგ­რძელ­და, გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და და არიმ მა­ლე­ვე თავი მო­იკ­ლა. თუმ­ცა, 2018 წელს დი­უ­რეკ­თან შეხ­ვედ­რამ პრინ­ცე­სას ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ევროპული მონარქიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ქორწინება - ნორვეგიელი პრინცესას და ფერადკანიანი შამანის სასიყვარულო ურთიერთობა ქორწილით დასრულდა

ევროპული მონარქიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური  ქორწინება - ნორვეგიელი პრინცესას და ფერადკანიანი შამანის სასიყვარულო ურთიერთობა ქორწილით დასრულდა

ნიშნობიდან ორი წლის შემდეგ, 52 წლის ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა და 49 წლის თვითგამოცხადებული შამანი დიურეკ ვერეტი დაქორწინდნენ. .

ქორწილი 31 აგვისტოს, ნორვეგიაში, საკურორტო ქალაქ გეირანჯერში გაიმართა, ამავე სახელწოდების ფიორდის სანაპიროზე - ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაც ადგილზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიც კი შედის.

ცხოვრებაში მნიშვნელოვან დღეს, მარტა ლუიზამ ტინა სტეფენაკ ჰერმანსენის სახლის კაბა მოირგო, 3,5 მეტრი სიგრძის შლეიფით. პატარძლის თავს მარგალიტის სამეფო ტიარა და ბრილიანტის საყურეები ამშვენებდა. დიადემა პრინცესას 18 წლის იუბილეზე მისმა ბაბუამ, ნორვეგიის მეფე ოლავ V-მ აჩუქა.

მიუხედავად იმისა, რომ ქორწილი ტრადიციულად იყო დაგეგმილი, როგორც არაორდინალური წყვილისგან იყო მოსალოდნელი, საღამოზე მისულ სტუმრებს ბევრი უცნაურობა დახვდათ. ჩვეულებრივი წინასაქორწილო ვახშმის ნაცვლად, სტუმრებს წინ სალსას წვეულება ელოდათ. მანამდე კი გემით გაისეირნეს.

მოწვეულთა შორის, ბევრი წარჩინებული ადამიანი იყო, მათ შორის ნორვეგიის და შვედეთის სამეფო ოჯახების წევრები. მეფე ჰარალდ V და დედოფალი სონია, მარტა ლუიზის ძმა, პრინცი ჰააკონი მეუღლესთან, ნორვეგიის გვირგვინოსან პრინცესა მეტე-მარიტთან და შვილებთან ერთად.

დღესასწაულს ასევე შეუერთდნენ მარტა ლუიზას სამი ქალიშვილი: 21 წლის მოდი, 19 წლის ლეა და 16 წლის ემა.

ნორვეგიის სამეფო ოჯახის ვებგვერდზე უკვე გამოჩნდა ახალდაქორწინებულების ოფიციალური ფოტო საყვარელ ადამიანებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ მარტა ლუიზასა და დიურეკ ვერეტის ქორწილი სკანდალურ მოვლენად იქცა მრავალი მიზეზის გამო. მონარქიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა შავკანიანი მამაკაცი ევროპულ სამეფო ოჯახის წარმომადგენელზე ქორწინდება. ვერეტთან ქორწინების გამო, მარტა ლუიზამ სამეფო უფლებამოსილება დათმო და დიურეკს ქორწილის შემდეგ ტიტული არ მიენიჭება. ასევე, ეს წყვილი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ვერეტის საქმიანობის გამო.

ფაქტია, რომ ვერეტი მრავალი წლის განმავლობაში არატრადიციულ მედიცინას მისდევდა, რის გამოც, ხშირად აკრიტიკებდნენ. ასევე ხშირად აკრიტიკებენ იმის, გამო, რომ თვითნასწავლმა ექიმმა განაცხადა, რომ კიბოს თავად ადამიანების არჩევანად მიიჩნევდა და ქიმიოთერაპიას, მისი აზრით, ექიმები შემოსავლის გამო უნიშნავენ პაციენტებს. მიუხედავად ამისა, შამანს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორის ცნობილი ადამიანები. მაგალითად, გვინეტ პელტროუმ მას სულიერი მენტორი უწოდა.

რამდენიმე წლის წინ მარტა ლუიზა დარწმუნებული იყო, რომ აღარასოდეს დაქორწინდებოდა. მისი პირველი ქორწინება მწერალ არი ბენთან, რომელიც 14 წელი გაგრძელდა, განქორწინებით დასრულდა და არიმ მალევე თავი მოიკლა. თუმცა, 2018 წელს დიურეკთან შეხვედრამ პრინცესას ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

წაიკითხეთ ასევე: