საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დრონებით მასობრივი თავდასხმა რუსეთზე: მოსკოვის მახლობლად ცეცხლი გაუჩნდა ელექტროსადგურსა და ნავთობბაზას, შეჩერდა ფრენები, აფეთქებები ისმოდა ბელგოროდში - ღამის ქრონიკა
დრონებით მასობრივი თავდასხმა რუსეთზე: მოსკოვის მახლობლად ცეცხლი გაუჩნდა ელექტროსადგურსა და ნავთობბაზას, შეჩერდა ფრენები, აფეთქებები ისმოდა ბელგოროდში - ღამის ქრონიკა

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ­ტკი­ცებს, რომ 1-ელ სექ­ტემ­ბრის ღა­მეს, სულ ცოტა, 158 უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს ქვეყ­ნის 15 რე­გი­ონ­ში, რაც რე­კორ­დუ­ლი რი­ცხვია.

დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის შე­დე­გად, ხან­ძა­რი გაჩ­ნდა მოს­კო­ვის ჩრდი­ლო­ე­თით, ტვე­რის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ კო­ნა­კოვ­სკის ჰიდ­რო­ე­ლექტრო სად­გურ­ზე.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ხან­ძა­რი უკვე ჩა­აქ­რეს, თუმ­ცა უც­ნო­ბია, რა ზი­ა­ნი მი­ად­გა ჰიდ­რო­ე­ლექტრო სად­გურს.

ხან­ძრის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა ტვე­რის მცხოვ­რებ­ლებ­მა ატ­ვირ­თეს "ტე­ლეგ­რამ­ში“.

გა­მო­ცე­მა "ბა­ზას“ ცნო­ბით, დრო­ნი კა­პოტ­ნა­ში, მოს­კო­ვის ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის ერთ-ერთ შე­ნო­ბას და­ე­ჯა­ხა, სა­და­ცა ასე­ვე ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რო­მელ­საც ამ წუ­თებ­შიც აქ­რო­ბენ. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ხან­ძარს მი­ე­ნი­ჭა სირ­თუ­ლის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი. მოს­კო­ვის მერ­მა სერ­გეი სო­ბი­ა­ნინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხან­ძა­რი "ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია" და ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის მუ­შა­ო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მოს­კო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლაქთან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს. სო­ფელ სპარ­ტაკ­ში (ჟუ­კოვ­სკის ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნი) დრო­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად კერ­ძო სახ­ლი და­ზი­ან­და,

დრო­ნე­ბის თავ­დას­ხმის გამო მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რეს მოს­კო­ვის ვნუ­კო­ვოს, დო­მო­დე­დო­ვო­სა და ჟუ­კოვ­სკის აე­რო­პორ­ტებ­მა. 43 თვითმფრი­ნა­ვი კი ავა­რი­უ­ლად და­ეშ­ვა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ აე­როდ­რო­მებ­ზე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არის დრო­ნე­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმა მოს­კოვ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის და­წყე­ბი­დან. უკ­რა­ი­ნულ მხარს ამა­ზე კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.

აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და ბელ­გო­როდ­ში. ქა­ლაქ­სა და მის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე სო­ფელ მა­ის­კში, კვი­რას, და­ბომბვის შე­დე­გად 12 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, გა­ნა­ცხა­და გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა. "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" "ბაზა" აქ­ვეყ­ნებს თავ­დას­ხმის ამ­სახ­ველ ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას.

  • შე­ტე­ვა კი­ევ­ზე

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა კი­ევს 10-ზე მეტი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტით, ათამ­დე ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტით და დრო­ნე­ბით და­არ­ტყეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, სერ­გეი პო­პ­კო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი! ქა­ლაქ­ში სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად ნამ­სხვრე­ვე­ბი ჩა­მო­ვარ­და გო­ლო­შე­ევ­სკის, სვი­ა­ტო­შინ­სკის, დნეპ­რი­სა და შევ­ჩენ­კოვ­სკის რა­ი­ო­ნებ­ში. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლებს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა და არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი და­ზი­ან­და“, - აღ­ნიშ­ნა პო­პ­კომ.

მისი თქმით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა დე­და­ქა­ლა­ქის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ათზე მეტი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა, 10-მდე ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა და თავ­დას­ხმის დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს.

  • ბარ­ბა­რო­სუ­ლი თავ­დას­ხმა

რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი სუ­მის ბავ­შვთა სო­ცი­ა­ლურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრსა და ბავ­შვთა სახ­ლს რა­კე­ტე­ბით და­ესხნენ თავს. შე­დე­გად 13 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ოთხი ბავ­შვი, და­შავ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია სუ­მის ოლ­ქის პო­ლი­ცი­ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და და­ზი­ან­და, სულ მცი­რე, 5 მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა.

ეროვ­ნულ პო­ლი­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი აღ­რი­ცხა­ვენ ზა­რალს და აგ­რო­ვე­ბენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს აგ­რე­სო­რი სა­ხელ­მწი­ფოს არ­მი­ის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ომის და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ.

"აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა უკ­რა­ი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 438-ე მუხ­ლით: "ომის კა­ნო­ნე­ბი­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა“, - აცხა­დე­ბენ სუ­მის ოლ­ქის პო­ლი­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დრონებით მასობრივი თავდასხმა რუსეთზე: მოსკოვის მახლობლად ცეცხლი გაუჩნდა ელექტროსადგურსა და ნავთობბაზას, შეჩერდა ფრენები, აფეთქებები ისმოდა ბელგოროდში - ღამის ქრონიკა

დრონებით მასობრივი თავდასხმა რუსეთზე: მოსკოვის მახლობლად ცეცხლი გაუჩნდა ელექტროსადგურსა და ნავთობბაზას, შეჩერდა ფრენები, აფეთქებები ისმოდა ბელგოროდში - ღამის ქრონიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 1-ელ სექტემბრის ღამეს, სულ ცოტა, 158 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ქვეყნის 15 რეგიონში, რაც რეკორდული რიცხვია.

დრონებით თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა მოსკოვის ჩრდილოეთით, ტვერის რეგიონში არსებულ კონაკოვსკის ჰიდროელექტრო სადგურზე.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="bazabazon/30830" data-width="100%"></script>

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი უკვე ჩააქრეს, თუმცა უცნობია, რა ზიანი მიადგა ჰიდროელექტრო სადგურს.

ხანძრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ტვერის მცხოვრებლებმა ატვირთეს "ტელეგრამში“.

გამოცემა "ბაზას“ ცნობით, დრონი კაპოტნაში, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ შენობას დაეჯახა, სადაცა ასევე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ამ წუთებშიც აქრობენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაპირველად ხანძარს მიენიჭა სირთულის უმაღლესი ხარისხი. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ხანძარი "ლოკალიზებულია" და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="bazabazon/30840" data-width="100%"></script>

მოსკოვის ხელისუფლების განცხადებით, ქალაქთან მიახლოებისას რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სოფელ სპარტაკში (ჟუკოვსკის ქალაქის რაიონი) დრონის ჩამოვარდნის შედეგად კერძო სახლი დაზიანდა,

დრონების თავდასხმის გამო მუშაობა დროებით შეაჩერეს მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა. 43 თვითმფრინავი კი ავარიულად დაეშვა ალტერნატიულ აეროდრომებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი თავდასხმა მოსკოვზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან. უკრაინულ მხარს ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აფეთქებების ხმა ისმოდა ბელგოროდში. ქალაქსა და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ მაისკში, კვირას, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, განაცხადა გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. "ტელეგრამარხი" "ბაზა" აქვეყნებს თავდასხმის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="bazabazon/30865" data-width="100%"></script>
<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="bazabazon/30879" data-width="100%"></script>
  • შეტევა კიევზე

რუსულმა ძალებმა კიევს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით, ათამდე ბალისტიკური რაკეტით და დრონებით დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები! ქალაქში სარაკეტო დარტყმის შედეგად ნამსხვრევები ჩამოვარდა გოლოშეევსკის, სვიატოშინსკის, დნეპრისა და შევჩენკოვსკის რაიონებში. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა და არასაცხოვრებელი ფართები დაზიანდა“, - აღნიშნა პოპკომ.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ათზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმის დრონი გაანადგურეს.

  • ბარბაროსული თავდასხმა

რუსული ძალები სუმის ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრსა და ბავშვთა სახლს რაკეტებით დაესხნენ თავს. შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის პოლიციის კომუნიკაციის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულება და დაზიანდა, სულ მცირე, 5 მაღალსართულიანი შენობა.

ეროვნულ პოლიციაში განმარტავენ, რომ გამომძიებლები აღრიცხავენ ზარალს და აგროვებენ მტკიცებულებებს აგრესორი სახელმწიფოს არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ.

"აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით: "ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა“, - აცხადებენ სუმის ოლქის პოლიციაში.

იხილეთ ასევე: