კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა
საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე განმწეს­რი­გე­ბე­ლი სხდო­მა დას­რულ­და.

პრო­ცე­სი, სა­დაც სა­სა­მარ­თლომ სარ­ჩე­ლის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლა, სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სხდო­მა­ზე ენათ­მეც­ნი­ერს, მა­რი­ნე ბე­რი­ძეს მო­უს­მი­ნეს, რო­მელ­მაც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ ლინგვის­ტურ კვლე­ვა­ზე ისა­უბ­რა და უპა­სუ­ხა რო­გორც მხა­რე­ე­ბის, ისე მო­სა­მარ­თლე­თა კი­თხვებს.

ასე­ვე, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა მო­სარ­ჩე­ლე და მო­პა­სუ­ხე მხა­რემ, რის შემ­დე­გაც მათ ერ­თმა­ნეთ­საც და­უს­ვეს შე­კი­თხვე­ბი. სხდო­მის ბო­ლოს, თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა სა­სა­მარ­თლოს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თა.

გუ­შინ კი სა­სა­მარ­თლომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელს მო­უს­მი­ნა.

რო­დის მი­ი­ღებს და გა­მო­ა­ცხა­დებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მი სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სარ­ჩე­ლე­ბის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვის თა­ო­ბა­ზე, ჯერ უც­ნო­ბია.

დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის და­სას­რულს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, მე­რაბ ტუ­რა­ვამ გან­მარ­ტა, რომ “სა­სა­მარ­თლო აქ­ტის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ მხა­რე­ებს ეც­ნო­ბე­ბათ და­მა­ტე­ბით”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა

საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა.

პროცესი, სადაც სასამართლომ სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელა, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სხდომაზე ენათმეცნიერს, მარინე ბერიძეს მოუსმინეს, რომელმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ჩატარებულ ლინგვისტურ კვლევაზე ისაუბრა და უპასუხა როგორც მხარეების, ისე მოსამართლეთა კითხვებს.

ასევე, მოსამართლეების კითხვებს უპასუხა მოსარჩელე და მოპასუხე მხარემ, რის შემდეგაც მათ ერთმანეთსაც დაუსვეს შეკითხვები. სხდომის ბოლოს, თითოეულმა მათგანმა სასამართლოს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა.

გუშინ კი სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს მოუსმინა.

როდის მიიღებს და გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საკუთარ გადაწყვეტილებას სარჩელების არსებითად განხილვის თაობაზე, ჯერ უცნობია.

დღევანდელი სხდომის დასასრულს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ განმარტა, რომ “სასამართლო აქტის მიღების შესახებ მხარეებს ეცნობებათ დამატებით”.