მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ" - კახა კალაძე
"ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ" - კახა კალაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კახა კა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ დღეს ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმ სამ­შვი­დო­ბო კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა, რაც მმარ­თველ გუნდს გა­აჩ­ნია.

ამის შე­სა­ხებ კახა კა­ლა­ძემ ოზურ­გეთ­ში გა­მარ­თულ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე ისა­უბ­რა.

"მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის ჟამს ბევ­რს ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფასი შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად გვეს­მო­და, მაგ­რამ მრა­ვა­ლ­ჭირ­ნა­ხულ­მა გუ­რულ­მა ხალ­ხმა ზუს­ტად იცო­და, რომ მშვი­დო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. დღეს იმ დიდ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ქარ­ტე­ხილ­ში, რომ­ლის შუ­ა­გულ­შიც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა აღ­მოჩ­ნდა, ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბამ კი­დევ უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა.

ქარ­თვე­ლებს ომი­საც არას­დროს შეგ­ვში­ნე­ბია და სა­დაც სა­ო­მა­რი იყო ყო­ველ­თვის თავს ვწი­რავ­დით სამ­შობ­ლოს­თვის, მაგ­რამ ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი, ვი­საც თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა უყ­ვარს, არას­დროს გა­წი­რავს სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს ვი­ღა­ცის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ან სა­კუ­თა­რი ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის”, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, ყო­ველ­თვის, რო­დე­საც ჩვენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი აკე­თებ­და სა­ერ­თო საქ­მეს.

"დღე­საც ეს ჟამი დგას, მე­გობ­რე­ბო. ჩვენ ყვე­ლას ერ­თად მხრებ­ზე გვა­წევს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო სამ­შვი­დო­ბოს გა­ვიყ­ვა­ნოთ, კი­დევ უფრო ძლი­ე­რი, ერ­თი­ა­ნი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­გორც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ისე ჩვენც შევ­ძლებთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და ქუდ­ზე კაცი გა­მო­ვა ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, მშვი­დო­ბის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად. დიახ, მო­ცე­მულ მო­მენ­ტში არ­ჩე­ვა­ნი ასე­თია - ან ვი­მარ­ჯვებთ ჩვენ, ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად, იმარ­ჯვებს ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მა­ვა­ლი, ან, გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, სხვა ან არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ" - კახა კალაძე

"ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ" - კახა კალაძე

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ სამშვიდობო კურსის შენარჩუნებაა, რაც მმართველ გუნდს გააჩნია.

ამის შესახებ კახა კალაძემ ოზურგეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ისაუბრა.

"მშვიდობიანობის ჟამს ბევრს ამ ღირებულების ფასი შეიძლება ნაკლებად გვესმოდა, მაგრამ მრავალჭირნახულმა გურულმა ხალხმა ზუსტად იცოდა, რომ მშვიდობა განსაკუთრებული ღირებულებაა. დღეს იმ დიდ გეოპოლიტიკურ ქარტეხილში, რომლის შუაგულშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა, ამ ღირებულებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

ქართველებს ომისაც არასდროს შეგვშინებია და სადაც საომარი იყო ყოველთვის თავს ვწირავდით სამშობლოსთვის, მაგრამ ნამდვილი ქართველი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, არასდროს გაწირავს საკუთარ სამშობლოს ვიღაცის გეოპოლიტიკური ან საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ისტორიის მანძილზე, ყოველთვის, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა, საქართველოს მოსახლეობა ერთ მუშტად შეკრული აკეთებდა საერთო საქმეს.

"დღესაც ეს ჟამი დგას, მეგობრებო. ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ, კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული.

დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი წინაპრები, ისე ჩვენც შევძლებთ გაერთიანებას და ქუდზე კაცი გამოვა ამ არჩევნებზე, მშვიდობის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად. დიახ, მოცემულ მომენტში არჩევანი ასეთია - ან ვიმარჯვებთ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, იმარჯვებს ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, ან, გულწრფელად გეტყვით, სხვა ან არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.