კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს კლინიკა საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?
რას აცხადებს კლინიკა საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

"გორ­მე­დის” სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი, კლი­ნი­კა­ში სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ვა­რა­უ­დით, პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სა­ნა­ყო­ფე გზე­ბის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია გახ­და.

"გვინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ "გორ­მე­დის” სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში 12 აგ­ვის­ტოს მშო­ბი­ა­რე პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ. პა­ცი­ენ­ტი "გორ­მე­დის” სამ­შო­ბი­ა­რო ცენ­ტრში შე­იყ­ვა­ნეს და­წყე­ბუ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბით. მშო­ბი­ა­რეს აღე­ნიშ­ნე­ბო­და პრეკ­ლამ­ფსია და ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­კე­ის­რო კვე­თა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პა­ცი­ენ­ტთან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია წინა პრობ­ლე­მუ­რი მშო­ბი­ა­რო­ბე­ბიც. სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ნი­ლია ნა­ყო­ფი. ნა­ყო­ფის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. (ბავ­შვი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში). ვი­ნა­ი­დან სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, მას ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ცია, რომ­ლის დრო­საც და­ფიქ­სირ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს­ვე და­ი­წყო და ეს პრო­ცე­სი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღებს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მე­ლიც იმ­სჯე­ლებს ექიმ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. საქ­მის შეს­წავ­ლი­სა და შე­მოწ­მე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა მყი­სი­ე­რად იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კა ელო­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას. ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე კლი­ნი­კა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აწ­ვდის და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას. "გორ­მე­დის” სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ვა­რა­უ­დით პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სა­ნა­ყო­ფე გზე­ბის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია გახ­და.

"გორ­მე­დის” სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს. სამ­წუ­ხა­როდ, კლი­ნი­კას და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა არ შე­უძ­ლია, რად­გან პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს პა­ცი­ენ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვას", - ნათ­ქვა­მია "გორ­მე­დის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

რას აცხადებს კლინიკა საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

რას აცხადებს კლინიკა საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

"გორმედის” სამედიცინო ცენტრი, კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

სამედიცინო ცენტრის ვარაუდით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.

"გვინდა გაცნობოთ, რომ "გორმედის” სამედიცინო ცენტრში 12 აგვისტოს მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ. პაციენტი "გორმედის” სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით. მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც. საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩენილია ნაყოფი. ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. (ბავშვი გადაყვანილ იქნა შესაბამის კლინიკაში). ვინაიდან საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საკითხის შესწავლა პაციენტის გარდაცვალების დღესვე დაიწყო და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილებას გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით მიიღებს პროფესიული განვითარების საბჭო ექიმ-სპეციალისტების მონაწილეობით, რომელიც იმსჯელებს ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. საქმის შესწავლისა და შემოწმების დასრულებისთანავე საზოგადოება მყისიერად იქნება ინფორმირებული აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კლინიკა ელოდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასრულებისთანავე კლინიკა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას. "გორმედის” სამედიცინო ცენტრის ვარაუდით პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.

"გორმედის” სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. სამწუხაროდ, კლინიკას დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვას", - ნათქვამია "გორმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: