მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე...მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი" - ჯონი ხეცურიანი
"ჩვენ უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე...მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი" - ჯონი ხეცურიანი

ჩვენ [წარ­სულ­ში] უარი ვთქვით მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად აღი­ა­რე­ბა­ზე და ავირ­ჩი­ეთ ის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს. ის ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რია,- ასე უპა­სუ­ხა კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტმა ჯონი ხე­ცუ­რი­ან­მა მე­დი­ის კი­თხვას, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ეხე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ჯონი ხე­ცუ­რი­ან­მა სა­პატ­რი­არ­ქოს­თან გა­ა­კე­თა და გან­მარ­ტა, რომ ის მღვდელმთავ­რებ­თან შეხ­ვედ­რას თა­ვად სა­პატ­რი­არ­ქოს მიწ­ვე­ვით ეს­წრე­ბა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის ერთ-ერთი ავ­ტო­რი.

"ჯერ სა­უ­ბა­რი არის ზო­გი­ერთ შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-8 მუხლთან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის, რო­გორც მის მნიშ­ვნე­ლო­ბას და ზო­გი­ერთ სხვა სა­კი­თხებ­საც. გვექ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა. მე აქ ვარ სა­პატ­რი­არ­ქოს მოწ­ვე­ვით. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით წინა დღე­საც ვი­ყა­ვი და გან­ვი­ხი­ლეთ. მსჯე­ლო­ბა დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს”. გა­ნა­ცხა­და ჯონი ხე­ცუ­რი­ან­მა.

ამას­თან, მან კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გან­მარ­ტა, რო­გო­რი იყო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს თა­ვად პრე­ზი­დენ­ტის და კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის პო­ზი­ცი­ე­ბი, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ით ყო­ფი­ლი­ყო გა­წე­რი­ლი.

"ჩვენ მა­შინ უარი ვთქვით მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად აღი­ა­რე­ბა­ზე და ავირ­ჩი­ეთ ის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს, ის ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რია. კერ­ძოდ, სა­ხელ­მწი­ფო და ეკ­ლე­სია, რო­გორც ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტი ერ­თმა­ნეთ­ში დე­ბენ მა­ღა­ლი რან­გის შე­თან­ხმე­ბას, გნე­ბავთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ შე­თან­ხმე­ბას, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სტა­ტუ­სი, მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა, აგ­რეთ­ვე, სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მე­ბი. ეს არის პა­რა­ლე­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მო­დე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბას, აქ მოქ­მე­დებს სხვა პრინ­ცი­პი, სხვა­თა შო­რის, ეს ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში არის, სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნებ­შია. იქ არის, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად აღი­ა­რე­ბენ, დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის ანუ სუ­ბორ­დი­ნა­ცი­ის პრინ­ცი­პია, როცა ან ეკ­ლე­სია იმორ­ჩი­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს ან სა­ხელ­მწი­ფო ეკ­ლე­სი­ას. [ეს საფრ­თხე] ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს. ჩვენ­თან მა­ღალ დო­ნე­ზეა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბით, რო­მელ­შიც ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა მხო­ლოდ მხა­რე­თა თან­ხმო­ბით შე­იძ­ლე­ბა - სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბით, სხვა ვე­რა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა მას­ში ვერ შევა. ამი­ტომ, ამ თვალ­საზ­რი­სით არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ არის. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა არის გა­რან­ტი იმი­სა, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სტა­ტუ­სი ვერ შე­იც­ვლე­ბა შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე. ახლა სა­უ­ბა­რია ზო­გი­ერთ ცვლი­ლე­ბებ­ზე მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის რე­ლი­გი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და არ არის ეკ­ლე­სი­ა­ზე სა­უ­ბა­რი, ეს უნდა გან­ვას­ხვა­ვოთ.

ჩვენ, თა­ვის დრო­ზე, უარი ვთქვით ამა­ზე და მეც ამის მომ­ხრე ვი­ყა­ვი, რომ ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად არ ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა, ახ­ლაც ასე­თია ჩემი პო­ზი­ცია. ჯერ არ არის ეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის სა­ხით. მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რომ რო­მე­ლი­მე რე­ლი­გი­ას მი­ე­ნი­ჭოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ლი­გი­ის სტა­ტუ­სი“, - გა­ნა­ცხა­და ჯონი ხე­ცუ­რი­ან­მა.

მისი თქმით, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან წინა შეხ­ვედ­რებ­ზე არა­ვინ ყო­ფი­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენ უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე...მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი" - ჯონი ხეცურიანი

"ჩვენ უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე...მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი" - ჯონი ხეცურიანი

ჩვენ [წარსულში] უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე და ავირჩიეთ ის მოდელი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს. ის ერთ-ერთი უნიკალურია,- ასე უპასუხა კონსტიტუციონალისტმა ჯონი ხეცურიანმა მედიის კითხვას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზებას ეხება.

აღნიშნული განცხადება ჯონი ხეცურიანმა საპატრიარქოსთან გააკეთა და განმარტა, რომ ის მღვდელმთავრებთან შეხვედრას თავად საპატრიარქოს მიწვევით ესწრება, როგორც თავის დროზე კონსტიტუციური შეთანხმების ერთ-ერთი ავტორი.

"ჯერ საუბარი არის ზოგიერთ შეთავაზებებზე კონსტიტუციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით. ეს ეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც მის მნიშვნელობას და ზოგიერთ სხვა საკითხებსაც. გვექნება მსჯელობა. მე აქ ვარ საპატრიარქოს მოწვევით. ამასთან დაკავშირებით წინა დღესაც ვიყავი და განვიხილეთ. მსჯელობა დღესაც მიმდინარეობს”. განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.

ამასთან, მან კითხვის საპასუხოდ განმარტა, როგორი იყო ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს თავად პრეზიდენტის და კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პოზიციები, რომ მართლმადიდებლობა კონსტიტუციით ყოფილიყო გაწერილი.

"ჩვენ მაშინ უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე და ავირჩიეთ ის მოდელი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, ის ერთ-ერთი უნიკალურია. კერძოდ, სახელმწიფო და ეკლესია, როგორც ორი დამოუკიდებელი სუბიექტი ერთმანეთში დებენ მაღალი რანგის შეთანხმებას, გნებავთ ხელშეკრულებას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, სადაც აღნიშნულია მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი, მისი მნიშვნელობა, აგრეთვე, სახელმწიფოსთან ურთიერთობის ფორმები. ეს არის პარალელური თანამშრომლობის მოდელი. რაც შეეხება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, აქ მოქმედებს სხვა პრინციპი, სხვათა შორის, ეს ევროპის ქვეყნებში არის, სკანდინავიის ქვეყნებშია. იქ არის, მაგრამ როდესაც სახელმწიფო რელიგიად აღიარებენ, დაქვემდებარების ანუ სუბორდინაციის პრინციპია, როცა ან ეკლესია იმორჩილებს სახელმწიფოს ან სახელმწიფო ეკლესიას. [ეს საფრთხე] ჩვენთან არ არსებობს. ჩვენთან მაღალ დონეზეა მოწესრიგებული, კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ცვლილებების შეტანა მხოლოდ მხარეთა თანხმობით შეიძლება - სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებით, სხვა ვერანაირი ცვლილება მასში ვერ შევა. ამიტომ, ამ თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ არის. კონსტიტუციური შეთანხმება არის გარანტი იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი ვერ შეიცვლება შეთანხმების გარეშე. ახლა საუბარია ზოგიერთ ცვლილებებზე მართლმადიდებლობის რელიგიის მნიშვნელობაზე და არ არის ეკლესიაზე საუბარი, ეს უნდა განვასხვავოთ.

ჩვენ, თავის დროზე, უარი ვთქვით ამაზე და მეც ამის მომხრე ვიყავი, რომ ოფიციალურ რელიგიად არ ყოფილიყო გამოცხადებული მართლმადიდებლობა, ახლაც ასეთია ჩემი პოზიცია. ჯერ არ არის ეს წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილების სახით. მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი“, - განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან წინა შეხვედრებზე არავინ ყოფილა წარმოდგენილი.

იხილეთ ასევე: