მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თალიბანი უმძიმეს შეზღუდვებს აწესებს: ამიერიდან ქალებს ეკრძალებათ საჯაროდ ხმამაღლა ლაპარაკი და სახლის გარეთ საკუთარი სახის ჩვენება: კიდევ რას გააკონტროლებენ მოჰტასაბინები?
თალიბანი უმძიმეს შეზღუდვებს აწესებს: ამიერიდან ქალებს ეკრძალებათ საჯაროდ ხმამაღლა ლაპარაკი და სახლის გარეთ საკუთარი სახის ჩვენება: კიდევ რას გააკონტროლებენ მოჰტასაბინები?

გა­სულ კვი­რას თა­ლი­ბან­მა ავ­ღა­ნეთ­ში ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი მი­ი­ღო, რაც, მათი თქმით, მიზ­ნად ისა­ხავს "სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბას და მან­კი­ე­რე­ბის აღ­მო­ფხვრას". სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ამი­ე­რი­დან ქა­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ სა­ჯა­როდ ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი და სახ­ლის გა­რეთ სა­კუ­თა­რი სა­ხის ჩვე­ნე­ბა.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დაგ­მო ახა­ლი ე.წ. მან­კი­ე­რე­ბი­სა და სათ­ნო­ე­ბის შე­ზღუდ­ვე­ბი და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა მათი მი­ღე­ბის გამო.

კა­ნო­ნი თა­ლი­ბა­ნის უზე­ნა­ეს­მა ლი­დერ­მა ჰა­ი­ბა­თუ­ლა ახუნ­ძა­დამ და­ამ­ტკი­ცა.

მო­რა­ლის სა­მი­ნის­ტრომ, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლია, რო­გორც სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბის აღ­კვე­თის სა­მი­ნის­ტრო, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვინ არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ამ კა­ნო­ნე­ბის­გან.

კა­ნო­ნის ნაკ­რე­ბი Mohtasabeen-ს (თა­ლი­ბა­ნის ზნე­ო­ბის პო­ლი­ცია) სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჩა­ე­რი­ოს ავ­ღა­ნე­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში - და­წყე­ბუ­ლი იმით, თუ რა აც­ვი­ათ და რო­გორ ჩნდე­ბი­ან სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში, რას ჭა­მენ და სვა­მენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ახალ შე­ზღუდ­ვებ­ში ნათ­ქვა­მია: "რო­დე­საც ზრდას­რუ­ლი ქალი ტო­ვებს სახ­ლს აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო, მან უნდა და­მა­ლოს ხმა, სახე და სხე­უ­ლი“.

სა­მი­ნის­ტრო უკვე ახორ­ცი­ე­ლებს მსგავს მო­რა­ლურ მო­თხოვ­ნებს შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით და ამ­ბობს, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა მათი შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თვის. თა­ლი­ბე­ბის თქმით, წე­სე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის მა­თე­ულ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას და აღას­რუ­ლებს მო­რა­ლის სა­მი­ნის­ტრო. ისი­ნი ეფუძ­ნე­ბა 2022 წელს თა­ლი­ბა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის მიერ გა­მო­ცე­მულ ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას და ახლა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოქ­ვეყ­ნდა კა­ნო­ნის სა­ხით.

  • რას ამ­ბობს კა­ნო­ნი ქა­ლებ­ზე?

კა­ნონ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ქა­ლებ­მა უნდა და­ი­ფა­რონ მთე­ლი სხე­უ­ლი, მათ შო­რის სახე, "რათა არ აც­დუ­ნონ კა­ცე­ბი და მან­კი­ე­რე­ბა­ში არ ჩა­აგ­დონ “:

ქა­ლებ­მა ასე­ვე არ უნდა იმ­ღე­რონ და ხმა­მაღ­ლა არ უნდა ისა­უბ­რონ, ისე, რომ მათი ხმა ქუ­ჩამ­დე აღ­წევ­დეს, მა­ში­ნაც კი, როცა სა­კუ­თარ სახ­ლში არი­ან.

ქა­ლის ტან­საც­მე­ლი არ უნდა იყოს თხე­ლი, მოკ­ლე ან მჭიდ­რო.

ქა­ლებ­მა უნდა და­მა­ლონ თა­ვი­ან­თი სხე­უ­ლი და სახე კა­ცე­ბის­გან, რომ­ლებ­თა­ნაც სის­ხლით ან ქორ­წი­ნე­ბით ნა­თე­სა­ვე­ბი არ არი­ან.

კა­ცებს ეკ­რძა­ლე­ბათ ქა­ლის სხე­უ­ლი­სა და სა­ხის ყუ­რე­ბა, ქა­ლებს ასე­ვე ეკ­რძა­ლე­ბათ კა­ცის­თვის შე­ხედ­ვა.

  • ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი აქვთ კა­ცებ­საც

მო­რა­ლის ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი გარ­კვე­ულ შე­ზღუდ­ვებს კა­ცებ­ზეც აწე­სებს. ახლა მათ მო­ე­თხო­ვე­ბათ სხე­უ­ლი ჭი­პი­დან მუხ­ლამ­დე და­ი­ფა­რონ, რო­დე­საც ისი­ნი სახ­ლის გა­რეთ არი­ან, რად­გან სხე­უ­ლის ეს ნა­წი­ლე­ბი აკ­რძა­ლუ­ლად ით­ვლე­ბა.

კა­ცებს ასე­ვე ეკ­რძა­ლე­ბათ ისე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბის ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებს.

თა­ლი­ბებ­მა რამ­დე­ნი­მე პრო­ვინ­ცი­ა­ში აკ­რძა­ლეს წვე­რის გა­პარსვა და შეჭ­რა. მათი გან­ცხა­დე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებს. ახა­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით. ზნე­ო­ბის კა­ნო­ნი ასე­ვე უკ­რძა­ლავს მა­მა­კა­ცებს ჰალ­სტუ­ხის ტა­რე­ბას.

  • ვინ არი­ან მოჰტა­სა­ბი­ნე­ბი?

მოჰტა­სა­ბი­ნე­ბი პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ამ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე და მოქ­მე­დე­ბენ ყვე­ლა პრო­ვინ­ცი­ა­ში. ისი­ნი სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვებ­საც კი აკა­ვე­ბენ.

ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბით, მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და და სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვთ თა­ლი­ბა­ნის ლი­დე­რის მხრი­დან. მათ შე­უძ­ლი­ათ აუკ­რძა­ლონ ქა­ლებს სიმ­ღე­რა, აი­ძუ­ლონ ისი­ნი, გა­თი­შონ სახ­ლში მუ­სი­კა. კა­ცებს აი­ძუ­ლონ შე­იჭ­რან თმა, თუ ის არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვარ­ცხნი­ლო­ბის ახალ სტან­დარ­ტებს.

კა­ცებ­სა და ქა­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ მან­ქა­ნა­ში გვერ­დიგ­ვერდ ჯდო­მა.

ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის­თვის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

ახა­ლი კა­ნო­ნი ასე­ვე კრძა­ლავს ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის­თვის სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბას, შე­ნახ­ვას ან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. ფრინ­ვე­ლე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის ან ოჯა­ხის წევ­რე­ბის სუ­რა­თე­ბიც კი აკ­რძა­ლუ­ლია.

ახა­ლი წე­სით, აკ­რძა­ლუ­ლია ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის ფი­გუ­რე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვაც.

კა­ნო­ნი ზნე­ობ­რივ პო­ლი­ცი­ას ავალ­დე­ბუ­ლებს, აღ­კვე­თოს მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბის, რა­დი­ოს ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა და შა­რი­ა­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ცოდ­ვად მიჩ­ნე­უ­ლი მუ­სი­კის დაკ­ვრა. ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლია ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის სუ­რა­თე­ბი­სა და ფილ­მე­ბის წარ­მო­ე­ბა და ყუ­რე­ბა.

  • რა ემუქ­რე­ბათ კა­ნონ­დამ­რღვე­ვებს?

კა­ნონ­ში ნათ­ქვა­მია, რომ თუ პირი ღიად ჩა­ი­დენს აკ­რძა­ლულ ქმე­დე­ბას, მას და­ე­კის­რე­ბა მთე­ლი რიგი სას­ჯე­ლი, და­წყე­ბუ­ლი "ღვთი­უ­რი შუ­რის­ძი­ე­ბით“, ჯა­რი­მით და სამ დღემ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ დიდი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია.

როზა ოტუნ­ბა­ე­ვა, გა­ე­როს დამ­ხმა­რე მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია ავ­ღა­ნეთ­ში. მისი თქმით, "ამ­დენ­წლი­ა­ნი ომის შემ­დეგ და სა­ში­ნე­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის შუ­ა­გულ­ში, ავ­ღა­ნე­ლი ხალ­ხი ბევ­რად მეტს იმ­სა­ხუ­რებს, ვიდ­რე მუ­ქა­რა ან ცი­ხეა“.

  • ახა­ლი წე­სე­ბი ჯერ სრუ­ლად არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა

თა­ლი­ბა­ნის მთავ­რო­ბამ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა თე­ოკ­რა­ტი­უ­ლი წესი და არ აპი­რებს უარი თქვას მო­რა­ლის კა­ნო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღ­სრუ­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში, მათ შო­რის ქა­ბულ­ში, კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა არ ხდე­ბა. მო­რა­ლის სა­მი­ნის­ტროს წყა­რომ BBC-ის პუშ­ტუ­ნურ სამ­სა­ხურს გა­ნუ­ცხა­და, რომ დე­პარ­ტა­მენ­ტი მუ­შა­ობს ახა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ჩარ­ჩო­ზე.

წყა­როს ცნო­ბით, ამ სტრუქ­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბი­სას კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა უფრო მკა­ფი­ოდ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. თუმ­ცა, კა­ნო­ნის მუხ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა უკვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქვეყ­ნის და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­ში.

სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნოა ავ­ღა­ნეთ­ში. ნათ­ქვა­მია, რომ მო­რა­ლის პო­ლი­ცი­ამ გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო 13000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი დრო­ე­ბით და­ა­კა­ვა. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

თალიბანი უმძიმეს შეზღუდვებს აწესებს: ამიერიდან ქალებს ეკრძალებათ საჯაროდ ხმამაღლა ლაპარაკი და სახლის გარეთ საკუთარი სახის ჩვენება: კიდევ რას გააკონტროლებენ მოჰტასაბინები?

თალიბანი უმძიმეს შეზღუდვებს აწესებს: ამიერიდან ქალებს ეკრძალებათ საჯაროდ ხმამაღლა ლაპარაკი და სახლის გარეთ საკუთარი სახის ჩვენება: კიდევ რას გააკონტროლებენ მოჰტასაბინები?

გასულ კვირას თალიბანმა ავღანეთში ახალი კანონები მიიღო, რაც, მათი თქმით, მიზნად ისახავს "სათნოების ხელშეწყობას და მანკიერების აღმოფხვრას". სხვა საკითხებთან ერთად, ამიერიდან ქალებს ეკრძალებათ საჯაროდ ხმამაღლა ლაპარაკი და სახლის გარეთ საკუთარი სახის ჩვენება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმო ახალი ე.წ. მანკიერებისა და სათნოების შეზღუდვები და შეშფოთება გამოთქვა მათი მიღების გამო.

კანონი თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბათულა ახუნძადამ დაამტკიცა.

მორალის სამინისტრომ, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტრო, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში არავინ არ არის თავისუფალი ამ კანონებისგან.

კანონის ნაკრები Mohtasabeen-ს (თალიბანის ზნეობის პოლიცია) საშუალებას აძლევს ჩაერიოს ავღანელების საზოგადოებრივ ცხოვრებაში - დაწყებული იმით, თუ რა აცვიათ და როგორ ჩნდებიან საჯარო ადგილებში, რას ჭამენ და სვამენ მოქალაქეები.

ახალ შეზღუდვებში ნათქვამია: "როდესაც ზრდასრული ქალი ტოვებს სახლს აუცილებლობის გამო, მან უნდა დამალოს ხმა, სახე და სხეული“.

სამინისტრო უკვე ახორციელებს მსგავს მორალურ მოთხოვნებს შარიათის კანონებზე დაყრდნობით და ამბობს, რომ ათასობით ადამიანი დააკავა მათი შეუსრულებლობისთვის. თალიბების თქმით, წესები შეესაბამება შარიათის კანონების მათეულ ინტერპრეტაციას და აღასრულებს მორალის სამინისტრო. ისინი ეფუძნება 2022 წელს თალიბანის უზენაესი ლიდერის მიერ გამოცემულ ბრძანებულებას და ახლა ოფიციალურად გამოქვეყნდა კანონის სახით.

  • რას ამბობს კანონი ქალებზე?

კანონში ნათქვამია, რომ ქალებმა უნდა დაიფარონ მთელი სხეული, მათ შორის სახე, "რათა არ აცდუნონ კაცები და მანკიერებაში არ ჩააგდონ “:

ქალებმა ასევე არ უნდა იმღერონ და ხმამაღლა არ უნდა ისაუბრონ, ისე, რომ მათი ხმა ქუჩამდე აღწევდეს, მაშინაც კი, როცა საკუთარ სახლში არიან.

ქალის ტანსაცმელი არ უნდა იყოს თხელი, მოკლე ან მჭიდრო.

ქალებმა უნდა დამალონ თავიანთი სხეული და სახე კაცებისგან, რომლებთანაც სისხლით ან ქორწინებით ნათესავები არ არიან.

კაცებს ეკრძალებათ ქალის სხეულისა და სახის ყურება, ქალებს ასევე ეკრძალებათ კაცისთვის შეხედვა.

  • ახალი შეზღუდვები აქვთ კაცებსაც

მორალის ახალი კანონები გარკვეულ შეზღუდვებს კაცებზეც აწესებს. ახლა მათ მოეთხოვებათ სხეული ჭიპიდან მუხლამდე დაიფარონ, როდესაც ისინი სახლის გარეთ არიან, რადგან სხეულის ეს ნაწილები აკრძალულად ითვლება.

კაცებს ასევე ეკრძალებათ ისეთი ვარცხნილობის ტარება, რომელიც არ შეესაბამება შარიათის კანონებს.

თალიბებმა რამდენიმე პროვინციაში აკრძალეს წვერის გაპარსვა და შეჭრა. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება შარიათის კანონებს. ახალი წესების მიხედვით. ზნეობის კანონი ასევე უკრძალავს მამაკაცებს ჰალსტუხის ტარებას.

  • ვინ არიან მოჰტასაბინები?

მოჰტასაბინები პასუხისმგებელნი არიან ამ კანონის აღსრულებაზე და მოქმედებენ ყველა პროვინციაში. ისინი სამართალდამრღვევებსაც კი აკავებენ.

ახალი კანონის მიღებით, მათი უფლებამოსილება კიდევ უფრო გაიზარდა და სრული მხარდაჭერა აქვთ თალიბანის ლიდერის მხრიდან. მათ შეუძლიათ აუკრძალონ ქალებს სიმღერა, აიძულონ ისინი, გათიშონ სახლში მუსიკა. კაცებს აიძულონ შეიჭრან თმა, თუ ის არ შეესაბამება ვარცხნილობის ახალ სტანდარტებს.

კაცებსა და ქალებს ეკრძალებათ მანქანაში გვერდიგვერდ ჯდომა.

ცოცხალი არსებებისთვის ფოტოების გადაღება აკრძალულია.

ახალი კანონი ასევე კრძალავს ცოცხალი არსებებისთვის სურათების გადაღებას, შენახვას ან გამოქვეყნებას. ფრინველების, ცხოველების ან ოჯახის წევრების სურათებიც კი აკრძალულია.

ახალი წესით, აკრძალულია ცოცხალი არსებების ფიგურების ყიდვა-გაყიდვაც.

კანონი ზნეობრივ პოლიციას ავალდებულებს, აღკვეთოს მაგნიტოფონების, რადიოს ბოროტად გამოყენება და შარიათის კანონმდებლობით ცოდვად მიჩნეული მუსიკის დაკვრა. ასევე აკრძალულია ცოცხალი არსებების სურათებისა და ფილმების წარმოება და ყურება.

  • რა ემუქრებათ კანონდამრღვევებს?

კანონში ნათქვამია, რომ თუ პირი ღიად ჩაიდენს აკრძალულ ქმედებას, მას დაეკისრება მთელი რიგი სასჯელი, დაწყებული "ღვთიური შურისძიებით“, ჯარიმით და სამ დღემდე თავისუფლების აღკვეთით.

კანონის მიღებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია.

როზა ოტუნბაევა, გაეროს დამხმარე მისიის ხელმძღვანელია ავღანეთში. მისი თქმით, "ამდენწლიანი ომის შემდეგ და საშინელი ჰუმანიტარული კრიზისის შუაგულში, ავღანელი ხალხი ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე მუქარა ან ციხეა“.

  • ახალი წესები ჯერ სრულად არ ამოქმედებულა

თალიბანის მთავრობამ ჩამოაყალიბა თეოკრატიული წესი და არ აპირებს უარი თქვას მორალის კანონის ოფიციალურად აღსრულებაზე, მაგრამ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის ქაბულში, კანონის აღსრულება არ ხდება. მორალის სამინისტროს წყარომ BBC-ის პუშტუნურ სამსახურს განუცხადა, რომ დეპარტამენტი მუშაობს ახალი დებულებების განხორციელების ჩარჩოზე.

წყაროს ცნობით, ამ სტრუქტურის დასრულებისას კანონის გამოყენება უფრო მკაფიოდ დარეგულირდება. თუმცა, კანონის მუხლების უმეტესობა უკვე გამოიყენება ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში.

სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამთავრობო ორგანოა ავღანეთში. ნათქვამია, რომ მორალის პოლიციამ გასული წლის განმავლობაში შარიათის კანონების შეუსრულებლობის გამო 13000-ზე მეტი ადამიანი დროებით დააკავა. წყარო

იხილეთ ასევე: