კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - ის პროფესიონალი სამხედრო გახლდათ. იბრძოდა აფხაზეთში, 2008 წელს - აგვისტოს ომში
ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - ის პროფესიონალი სამხედრო გახლდათ. იბრძოდა აფხაზეთში, 2008 წელს - აგვისტოს ომში

უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, 49 წლის ვიქ­ტორ კიპ­რი­ტი­დი და­ი­ღუ­პა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ გვერ­დი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ ავ­რცე­ლებს.

ვიქ­ტორ კიპ­რი­ტიდი ბოლო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, და­ბომბვის შე­დე­გად და­იჭ­რა.

მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ქარ­თველ მებ­რძოლს სა­ქარ­თვე­ლო­ში 30 აგ­ვის­ტოს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

ვიქ­ტორ კიპ­რი­ტი­დი სო­ხუ­მი­დან დევ­ნი­ლი იყო. მისი ოჯა­ხი, ცოლი და ორი შვი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ.

ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო გახ­ლდათ. 90-იან წლებ­ში იბ­რძო­და აფხა­ზეთ­ში. 2008 წელს - აგ­ვის­ტოს ომში.

ვიქ­ტორ კიპ­რი­ტი­დი უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძო­და 2014 წლი­დან - ევ­რო­მა­იდ­ნის მოვ­ლე­ნე­ბის, რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­დე­გად ყი­რი­მის ანექ­სი­ი­სა და სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მიერ დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რე­გი­ო­ნე­ბის ნა­წი­ლის ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ.

თავ­და­პირ­ვე­ლად ის უკ­რა­ი­ნა­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ წევ­რი იყო. თუმ­ცა, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის ცნო­ბით, ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ირი­ცხე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე 70-მდე ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - ის პროფესიონალი სამხედრო გახლდათ. იბრძოდა აფხაზეთში, 2008 წელს - აგვისტოს ომში

ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - ის პროფესიონალი სამხედრო გახლდათ. იბრძოდა აფხაზეთში, 2008 წელს - აგვისტოს ომში

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინტერნეტ გვერდი "ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.

ვიქტორ კიპრიტიდი ბოლო დავალების შესრულების დროს, დაბომბვის შედეგად დაიჭრა.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ მებრძოლს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ.

ვიქტორ კიპრიტიდი სოხუმიდან დევნილი იყო. მისი ოჯახი, ცოლი და ორი შვილი თბილისში ცხოვრობენ.

ის პროფესიონალი სამხედრო გახლდათ. 90-იან წლებში იბრძოდა აფხაზეთში. 2008 წელს - აგვისტოს ომში.

ვიქტორ კიპრიტიდი უკრაინაში იბრძოდა 2014 წლიდან - ევრომაიდნის მოვლენების, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად ყირიმის ანექსიისა და სეპარატისტების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადების შემდეგ.

თავდაპირველად ის უკრაინაში დაფუძნებული "ქართული ლეგიონის“ წევრი იყო. თუმცა, თანამებრძოლებისა და მეგობრების ცნობით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.