საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამანადგურებლებით გაფერადებული პარიზის ცა, ნარინჯისფერი მზის ჩასვლა და ქართველები კონკორდის მოედანზე - საფრანგეთში პარაოლიმპიური თამაშები გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)
გამანადგურებლებით გაფერადებული პარიზის ცა, ნარინჯისფერი მზის ჩასვლა და ქართველები კონკორდის მოედანზე - საფრანგეთში პარაოლიმპიური თამაშები გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)

საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში 2024 წლის პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც 184 ქვეყ­ნი­დან და რე­გი­ო­ნი­დან 4000-ზე მეტი სპორ­ტსმე­ნი და­ეს­წრო.

მთა­ვა­რი ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის მსგავ­სად, ცე­რე­მო­ნია პირ­ვე­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე ოლიმ­პი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ტარ­და არა სტა­დი­ონ­ზე ან სხვა ოლიმ­პი­ურ ად­გი­ლებ­ში, არა­მედ სწო­რედ თა­მა­შე­ბის დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში.

ამავდრო­უ­ლად, თუ პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა 26 ივ­ლისს, საგ­რძნობ­ლად გა­ა­ფუ­ჭა კო­კის­პი­რულ­მა წვი­მამ, გუ­შინ პა­რიზ­ში 32-გრა­დუ­სი­ა­ნი სი­ცხის შემ­დეგ სა­ღა­მოს ოდ­ნავ აგ­რილ­და. ცა უღ­რუბ­ლო იყო.

თუმ­ცა, მა­ყუ­რებ­ლებ­მა გახ­სნამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და­ი­წყეს ად­გი­ლე­ბის და­კა­ვე­ბა, ჯერ კი­დევ მცხუნ­ვა­რე მზის ქვეშ.

ცე­რე­მო­ნია პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ენ­დრიუ პარ­სონსმა გახ­სნეს.

პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გახ­სნი­სას პა­რი­ზის ცა საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი დრო­შის ფე­რებ­მა - წი­თელ­მა, თეთრმა და ლურ­ჯმა მო­იც­ვა, რომ­ლის კვა­ლიც გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა თვითმფრი­ნა­ვებ­მა და­ტო­ვეს და გუნ­დებ­მა და­ი­წყეს მო­ე­დან­ზე შეს­ვლა, რო­გორც ყო­ველ­თვის, ან­ბა­ნუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით.

ყვე­ლა­ზე წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი დე­ლე­გა­ცია ბრა­ზი­ლი­ი­დან არის - 250-ზე მეტი სპორ­ტსმე­ნი. ყვე­ლა­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია მი­ან­მა­რის დე­ლე­გა­ცია, სა­ი­და­ნაც სამი პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი გა­მო­ვი­და.

ვიდ­რე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი სცე­ნა­ზე გულ­შე­მატ­კი­ვარს არ­თობ­დნენ, თა­მა­შე­ბის მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ცეკ­ვავ­დნენ პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის გვერ­დით, ფრი­ა­ლებ­და ეროვ­ნუ­ლი დრო­შე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით ელე­გან­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ნა­რინ­ჯის­ფე­რი მზის ჩას­ვლის ფონ­ზე.

უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ას შეკ­რე­ბი­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ხმა­მაღ­ლა მი­ე­სალმნენ.

ფრან­გუ­ლი დე­ლე­გა­ცია უკა­ნას­კნე­ლი მი­ვი­და კონ­კორ­დის მო­ე­დან­ზე, დამ­სწრე­თა დიდი ოვა­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რომ­ლე­ბიც მღე­როდ­ნენ პო­პუ­ლა­რულ ფრან­გულ სიმ­ღე­რებს.

მომ­დევ­ნო კვი­რა­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში (8 სექ­ტემ­ბრამ­დე) შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე სპორ­ტსმე­ნე­ბი სპორ­ტის 22 სა­ხე­ო­ბა­ში იას­პა­რე­ზე­ბენ.

  • წელს სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და­ზე რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის, 14 სპორ­ტსმე­ნი წარ­მო­ად­გენს. მათ შო­რის არი­ან:

ანა ჯა­ფა­რი­ძე - პა­რა­ტა­ეკ­ვონ­დო,19 წლის ანა პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლეა. მან უკვე შეძ­ლო ევ­რო­პის სა­კონ­ტი­ნენ­ტო ტურ­ნი­რის მო­გე­ბა.

გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე - პა­რა­ტა­ეკ­ვონ­დო, გი­ორ­გი ევ­რო­პის სა­კონ­ტი­ნენ­ტო ტურ­ნი­რი­სა და გრან-პრის ორგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

ლია ჩა­ჩი­ბა­ია - პა­რა­ტა­ეკ­ვონ­დო, ლიას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი.

ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი - ეტ­ლით ფა­რი­კა­ო­ბა, ირმა მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნია, მას მსოფ­ლიო თასი 21-ჯერ აქვს მო­გე­ბუ­ლი.

ნინა თი­ბი­ლაშ­ვი­ლი - ეტ­ლით ფა­რი­კა­ო­ბა, ნინა პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ მე­დალს უკვე ფლობს - ის ტო­კი­ოს ზა­ფხუ­ლის პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნია. გარ­და ამი­სა, თი­ბი­ლაშ­ვი­ლი არის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გუნ­დურ თან­რიგ­ში და მსოფ­ლიო თა­სის მრა­ვალ­გზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

გიგა ოჩხი­კი­ძე - პა­რამ­ძლე­ოს­ნო­ბა (ბირ­თვის კვრა). გიგა მსოფ­ლი­ოს მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნია. ამას­თა­ნა­ვე, მას ეკუთ­ვნის რე­კორ­დი ევ­რო­პის მას­შტა­ბით.

და­ვით ქავ­თა­რა­ძე - პა­რამ­ძლე­ოს­ნო­ბა (შუ­ბის სტყორ­ცნა), და­ვი­თი შუ­ბის ტყორ­ცნა­ში გრან-პრის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მან ტო­კი­ოს პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და­ზე ას­პა­რე­ზო­ბა მე-12 ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა.

რე­ვაზ ჩი­კო­ი­ძე - პა­რა­ძი­უ­დო, რე­ვაზს ტო­კი­ოს პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, ის არის ევ­რო­პის ორგზის ჩემ­პი­ო­ნი და მსოფ­ლი­ოს ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი.

გი­ორ­გი ქალ­და­ნი - პა­რა­ძი­უ­დო, გი­ორ­გი ევ­რო­პის ორგზის ჩემ­პი­ო­ნია. ამას­თა­ნა­ვე, ის არის არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

ინა ქალ­და­ნი - პა­რა­ძი­უ­დო, ინა ტო­კი­ოს ზა­ფხუ­ლის პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლია.

ლაშა ყი­ზი­ლაშ­ვი­ლი - პა­რა­ძი­უ­დო. ლა­შას მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი.

ზუ­რაბ ზუ­რა­ბი­ა­ნი - პა­რა­ძი­უ­დო. ზუ­რა­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბრინ­ჯა­ოს მე­დალს ფლობს, ასე­ვე არის ევ­რო­პის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი.

აკა­კი ჯინ­ჭა­რა­ძე - პა­რა­წო­ლ­ჭი­მი. აკა­კი ევ­რო­პის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი და მსოფ­ლიო თა­სის მრა­ვალ­გზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

ლადო ჭინ­ჭა­რა­უ­ლი - პა­რას­რო­ლა. ლადო ევ­რო­პის მოქ­მე­დი ვიცე-ჩემ­პი­ო­ნია.

00:00 / 00:00
ქეთი
0

წარმატებები !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გამანადგურებლებით გაფერადებული პარიზის ცა, ნარინჯისფერი მზის ჩასვლა და ქართველები კონკორდის მოედანზე - საფრანგეთში პარაოლიმპიური თამაშები გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)

გამანადგურებლებით გაფერადებული პარიზის ცა, ნარინჯისფერი მზის ჩასვლა და ქართველები კონკორდის მოედანზე - საფრანგეთში პარაოლიმპიური თამაშები გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში 2024 წლის პარაოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც 184 ქვეყნიდან და რეგიონიდან 4000-ზე მეტი სპორტსმენი დაესწრო.

მთავარი ოლიმპიადის გახსნის მსგავსად, ცერემონია პირველად თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში ჩატარდა არა სტადიონზე ან სხვა ოლიმპიურ ადგილებში, არამედ სწორედ თამაშების დედაქალაქის ცენტრში.

ამავდროულად, თუ პირველი ღონისძიება 26 ივლისს, საგრძნობლად გააფუჭა კოკისპირულმა წვიმამ, გუშინ პარიზში 32-გრადუსიანი სიცხის შემდეგ საღამოს ოდნავ აგრილდა. ცა უღრუბლო იყო.

თუმცა, მაყურებლებმა გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს ადგილების დაკავება, ჯერ კიდევ მცხუნვარე მზის ქვეშ.

ცერემონია პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ენდრიუ პარსონსმა გახსნეს.

პარაოლიმპიური თამაშების გახსნისას პარიზის ცა საფრანგეთის ეროვნული დროშის ფერებმა - წითელმა, თეთრმა და ლურჯმა მოიცვა, რომლის კვალიც გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა დატოვეს და გუნდებმა დაიწყეს მოედანზე შესვლა, როგორც ყოველთვის, ანბანური თანმიმდევრობით.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="qme" dir="ltr">💙🤍❤️<a href="https://twitter.com/hashtag/Paralympics?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Paralympics</a> <a href="https://t.co/NI3X4c0P09">pic.twitter.com/NI3X4c0P09</a></p>&mdash; Paralympic Games (@Paralympics) <a href="https://twitter.com/Paralympics/status/1828865455915676032?ref_src=twsrc%5Etfw">August 28, 2024</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ყველაზე წარმომადგენლობითი დელეგაცია ბრაზილიიდან არის - 250-ზე მეტი სპორტსმენი. ყველაზე მოკრძალებულია მიანმარის დელეგაცია, საიდანაც სამი პარაოლიმპიელი სპორტსმენი გამოვიდა.

ვიდრე შემსრულებლები სცენაზე გულშემატკივარს ართობდნენ, თამაშების მოხალისეები ცეკვავდნენ პარაოლიმპიელი სპორტსმენების გვერდით, ფრიალებდა ეროვნული დროშები, რომლებიც განსაკუთრებით ელეგანტურად გამოიყურებოდა ნარინჯისფერი მზის ჩასვლის ფონზე.

უკრაინის დელეგაციას შეკრებილები განსაკუთრებით ხმამაღლა მიესალმნენ.

ფრანგული დელეგაცია უკანასკნელი მივიდა კონკორდის მოედანზე, დამსწრეთა დიდი ოვაციების ფონზე, რომლებიც მღეროდნენ პოპულარულ ფრანგულ სიმღერებს.

მომდევნო კვირანახევრის განმავლობაში (8 სექტემბრამდე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენები სპორტის 22 სახეობაში იასპარეზებენ.

  • წელს საქართველოს პარაოლიმპიადაზე რეკორდული რაოდენობის, 14 სპორტსმენი წარმოადგენს. მათ შორის არიან:

ანა ჯაფარიძე - პარატაეკვონდო,19 წლის ანა პარაოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. მან უკვე შეძლო ევროპის საკონტინენტო ტურნირის მოგება.

გიორგი ნიკოლაძე - პარატაეკვონდო, გიორგი ევროპის საკონტინენტო ტურნირისა და გრან-პრის ორგზის გამარჯვებულია.

ლია ჩაჩიბაია - პარატაეკვონდო, ლიას ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

ირმა ხეცურიანი - ეტლით ფარიკაობა, ირმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, მას მსოფლიო თასი 21-ჯერ აქვს მოგებული.

ნინა თიბილაშვილი - ეტლით ფარიკაობა, ნინა პარაოლიმპიურ მედალს უკვე ფლობს - ის ტოკიოს ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია. გარდა ამისა, თიბილაშვილი არის მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ თანრიგში და მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებული.

გიგა ოჩხიკიძე - პარამძლეოსნობა (ბირთვის კვრა). გიგა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ამასთანავე, მას ეკუთვნის რეკორდი ევროპის მასშტაბით.

დავით ქავთარაძე - პარამძლეოსნობა (შუბის სტყორცნა), დავითი შუბის ტყორცნაში გრან-პრის გამარჯვებულია. მან ტოკიოს პარაოლიმპიადაზე ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულა.

რევაზ ჩიკოიძე - პარაძიუდო, რევაზს ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ის არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი.

გიორგი ქალდანი - პარაძიუდო, გიორგი ევროპის ორგზის ჩემპიონია. ამასთანავე, ის არის არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

ინა ქალდანი - პარაძიუდო, ინა ტოკიოს ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ლაშა ყიზილაშვილი - პარაძიუდო. ლაშას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

ზურაბ ზურაბიანი - პარაძიუდო. ზურაბი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს ფლობს, ასევე არის ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

აკაკი ჯინჭარაძე - პარაწოლჭიმი. აკაკი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებულია.

ლადო ჭინჭარაული - პარასროლა. ლადო ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.