მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო სასამართლო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო დღეს, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის შე­ჩე­რე­ბა­სა და გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვას იწყებს.

სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა 11:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

საქ­მეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მი გა­ნი­ხი­ლავს.

“სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა განმწეს­რი­გე­ბე­ლი სხდო­მა საქ­მე­ზე “სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ა(ა)იპ “ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი“, ა(ა)იპ “უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“, ა(ა)იპ “სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­დი“ და სხვე­ბი (სულ 122 მო­სარ­ჩე­ლე), სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი: თა­მარ კორ­ძა­ია, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი და სხვე­ბი (სულ 38 დე­პუ­ტა­ტი), შპს “სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსე­ლი“ და ა(ა)იპ “სტუ­დია მო­ნი­ტო­რი“ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ“ (კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლე­ბი №1828, №1829, №1834, №1837).

წარ­მოდ­გე­ნი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლე­ბით სა­და­ვოდ არის გამ­ხდა­რი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ად­გენს სუ­ბი­ექ­ტის უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად რე­გის­ტრა­ცი­ის წეს­სა და აწეს­რი­გებს უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­კი­თხებს.

მო­სარ­ჩე­ლე­თა არ­გუ­მენ­ტა­ცი­ით, სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი კა­ნო­ნი, მას­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­თა თუ სხვა­დას­ხვა რეპ­რე­სი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იწ­ვევს სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას, მათი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხელ­შეშ­ლას, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბას და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას ან სუ­ლაც შე­წყვე­ტას.

მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­და­ვო ნორ­მე­ბი ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნი­სა და უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის რე­ლე­ვან­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, აზი­ა­ნებს სუ­ბი­ექტთა სო­ცი­ა­ლურ იდენ­ტო­ბას და თვით­ნე­ბუ­რად ზღუ­დავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სუ­ბი­ექტთა სა­ჯა­რო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცია, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ფორ­მა, მო­ნი­ტო­რინ­გის წესი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­მე­ბი არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბებს. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე აგ­რეთ­ვე მი­უ­თი­თებს, რომ სა­და­ვო კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის წესი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უფ­ლე­ბის ფორ­მა­ლურ და მა­ტე­რი­ა­ლურ მო­თხოვ­ნებს, ხოლო სა­და­ვო ნორ­მე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში წარ­მო­შო­ბილ და დას­რუ­ლე­ბულ სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გავ­რცე­ლე­ბა არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ კა­ნო­ნის უკუ­ძა­ლის აკ­რძალ­ვის პრინ­ციპს. მო­სარ­ჩე­ლე­თა ნა­წი­ლი აგ­რეთ­ვე მი­იჩ­ნევს, რომ სა­და­ვო ნორ­მე­ბი იწ­ვევს მათ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, ვი­ნა­ი­დან აყე­ნებს უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­ულ) იუ­რი­დი­ულ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბით, რომ­ლე­ბიც ფი­ნანსდე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან.

გარ­და ამი­სა, მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე მი­იჩ­ნევს, რომ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ღე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს და აბ­რკო­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცესს, რი­თაც იგი არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლით გან­სა­ზღვრულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი აგ­რეთ­ვე შუ­ამ­დგომ­ლო­ბენ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი ნორ­მე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მი.

და­ვის სა­გა­ნი:

№1828 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის: (ა) მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-12 მუხლთან მი­მარ­თე­ბით; (ბ) მე-4 მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტის მე-2, მე-3 და მე-4 წი­ნა­და­დე­ბე­ბის, მე-6 მუხ­ლის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნ­ქტე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-15 მუხლთან მი­მარ­თე­ბით; (გ) მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის “ბ“, “გ“ და “დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბის, მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბის, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი­სა და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-17 მუხ­ლის პირ­ველ, მე-2 და მე-3 პუნ­ქტებ­თან მი­მარ­თე­ბით; (დ) მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის მე-3 და მე-4 წი­ნა­და­დე­ბე­ბის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტი­სა და მე-11 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 22-ე მუხლთან მი­მარ­თე­ბით; (ე) მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 31-ე მუხ­ლის მე-9 პუნ­ქტის მე-2 წი­ნა­და­დე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით; (ვ) “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლთან მი­მარ­თე­ბით.

№1829 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, მე-4 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-17 მუხ­ლის პირ­ველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტებ­თან და 22-ე მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით.

№1834 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: (ა) “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის “ა“, “გ“, “დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბი­სა და მე-4 პუნ­ქტის, მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის მე-3 და მე-4 წი­ნა­და­დე­ბე­ბის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბი­სა და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 22-ე მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით; (ბ) “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლთან მი­მარ­თე­ბით.

№1837 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის “ა“, “დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბის, მე-4 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან, მე-17 მუხ­ლის პირ­ველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტებ­თან და 22-ე მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

საკონსტიტუციო სასამართლო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს.

სარჩელის განხილვა 11:00 საათზე დაიწყება.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე “საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ “უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), შპს “საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ “სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1828, №1829, №1834, №1837).

წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ლეგიტიმური მიზნისა და უცხოური გავლენის იდენტიფიცირების რელევანტური კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, აზიანებს სუბიექტთა სოციალურ იდენტობას და თვითნებურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. აღნიშნულის პარალელურად, კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ანგარიშვალდებულების ფორმა, მონიტორინგის წესი და პასუხისმგებლობის ზომები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ სადავო კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს, ხოლო სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების კანონის ამოქმედებამდე პერიოდში წარმოშობილ და დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს. მოსარჩელეთა ნაწილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს მათ დისკრიმინაციას, ვინაიდან აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.

კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი:

№1828 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის: (ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით; (ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-6 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით; (გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“, “გ“ და “დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; (დ) მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლთან მიმართებით; (ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; (ვ) “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.

№1829 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

№1834 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: (ა) “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ა“, “გ“, “დ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; (ბ) “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.

№1837 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის “ა“, “დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.