კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ხელოსანი ბიჭი აბანოს უკეთებდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მომხდარ სამმაგ მკვლელობაზე
"ის ხელოსანი ბიჭი აბანოს უკეთებდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მომხდარ სამმაგ მკვლელობაზე

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­შენ­ში მომ­ხდარ სამ­მა­გი მკვლე­ლო­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეა ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მე­უღ­ლე და ორი მე­გო­ბა­რი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა. მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან ფიქ­რია უღუ­ლაშ­ვი­ლი, მალ­ხაზ მა­მი­საშ­ვი­ლი, როინ კო­ბი­აშ­ვი­ლი.

  • ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის ცნო­ბით, წარ­სულ­ში, ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­პა­ტიმ­რო კი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ტო­ვა.

"ცოლი და­ი­ბა­რა, სახ­ლი და­სა­ლა­გე­ბე­ლი გვაქ­ვსო, ის მუშა კი­დევ, ხე­ლო­სა­ნი ბიჭი, აბა­ნოს უკე­თებ­და. არ ვიცი, რა მოხ­და. და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ცოტა ხანს და მერე ქალ­მა თქვა, რომ მა­ინც არ მო­მას­ვე­ნებ­სო და შე­უ­რიგ­და. ცი­ხი­დან ახლა გა­მო­ვი­და, ერთი-ორი თვე იქ­ნე­ბა," - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი კი ჰყვე­ბა:

"დი­ლას ყავა და­ვა­ლე­ვი­ნე, პური ჭა­მეს, მშვე­ნივ­რად იყ­ვნენ, არა­ფე­რი ისე­თი არ შე­მი­ნიშ­ნავს და მერე რა მოხ­და, აღარ ვიცი. ჩემ­მა მე­უღ­ლემ თქვა, ცივი წყა­ლი მი­ვუ­ტა­ნოო, აქ რომ არ ცხოვ­რო­ბენ ეგე­ნი, მი­ვალ, ვნა­ხავ, წყა­ლი ხომ არ უნ­დაო. მი­ვი­და, შე­ვი­და და ნახა, რომ გდია... მეთ­ქი, ვა­ი­მე, ფიქ­რია რომ არ ჩანს, შევ­ხე­დე მა­რან­ში არ იყო, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ვი­ხე­დე და იქ გდია ფიქ­რია..." - ჰყვე­ბა ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი "კუ­რი­ერ­თან".

გა­ნახ­ლე­ბა 29 აგ­ვის­ტო, 12:22

  • მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც სო­ფელ ახა­შენ­ში ცოლი და ორი მე­გო­ბა­რი მოკ­ლა, და­ა­კა­ვეს - იხი­ლეთ ვრცლად
00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ის ხელოსანი ბიჭი აბანოს უკეთებდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მომხდარ სამმაგ მკვლელობაზე

"ის ხელოსანი ბიჭი აბანოს უკეთებდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მომხდარ სამმაგ მკვლელობაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ სამმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების თქმით, სავარაუდო დამნაშავეა ზვიად ზურაბაშვილი, რომელმაც მეუღლე და ორი მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტა. მოკლულები არიან ფიქრია უღულაშვილი, მალხაზ მამისაშვილი, როინ კობიაშვილი.

  • ერთ-ერთი ადგილობრივის ცნობით, წარსულში, ზვიად ზურაბაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, საპატიმრო კი რამდენიმე თვის წინ დატოვა.

"ცოლი დაიბარა, სახლი დასალაგებელი გვაქვსო, ის მუშა კიდევ, ხელოსანი ბიჭი, აბანოს უკეთებდა. არ ვიცი, რა მოხდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა. ციხიდან ახლა გამოვიდა, ერთი-ორი თვე იქნება," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კიდევ ერთი ადგილობრივი კი ჰყვება:

"დილას ყავა დავალევინე, პური ჭამეს, მშვენივრად იყვნენ, არაფერი ისეთი არ შემინიშნავს და მერე რა მოხდა, აღარ ვიცი. ჩემმა მეუღლემ თქვა, ცივი წყალი მივუტანოო, აქ რომ არ ცხოვრობენ ეგენი, მივალ, ვნახავ, წყალი ხომ არ უნდაო. მივიდა, შევიდა და ნახა, რომ გდია... მეთქი, ვაიმე, ფიქრია რომ არ ჩანს, შევხედე მარანში არ იყო, სამზარეულოში შევიხედე და იქ გდია ფიქრია..." - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი "კურიერთან".

განახლება 29 აგვისტო, 12:22

  • მამაკაცი, რომელმაც სოფელ ახაშენში ცოლი და ორი მეგობარი მოკლა, დააკავეს - იხილეთ ვრცლად