მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო გოგაშვილმა ციხიდან უნივერსიტეტში, 100%-იანი გრანტით ჩააბარა - “პედაგოგის დახმარების გარეშე, გაგზავნილი წიგნებით მეცადინეობდა საკანში“
სოსო გოგაშვილმა ციხიდან უნივერსიტეტში, 100%-იანი გრანტით ჩააბარა - “პედაგოგის დახმარების გარეშე, გაგზავნილი წიგნებით მეცადინეობდა საკანში“

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა სოსო გო­გაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ცი­ხი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა და 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო.

ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მისი შვი­ლი ნინი გო­გაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს:

“ღმერ­თო, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ!

მა­მა­ჩე­მი, პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი კი­დევ ერთხელ გახ­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი!

  • 100% გრან­ტი! სა­მარ­თა­ლი! ქარ­თუ­ლი: 60-დან 56; ის­ტო­რია: 60-დან 58; ინ­გლი­სუ­რი: 70-დან 62; მამა პე­და­გო­გის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, ჩვენს მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი სა­გა­მოც­დო წიგ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მე­ცა­დი­ნე­ობ­და სა­კან­ში. და­ი­სა­ხა მი­ზა­ნი, იშ­რო­მა და მი­აღ­წია მი­ზანს!

2024 წლის 16 ივ­ლისს, “ჯენ­ზის” მშობ­ლებ­თან ერ­თად ვე­ლო­დე­ბო­დი სკო­ლის გა­რეთ 52 წლის აბი­ტუ­რი­ენტ მა­მას ბოლო გა­მოც­და­ზე, რო­მელ­საც 4 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს და 3 შვი­ლი. სკო­ლის ეზოს გი­სო­სე­ბი­დან და­ვი­ნა­ხე და კი­დევ ერთხელ ვუ­თხა­რი ხმა­მაღ­ლა, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ემო­ცი­ებ­მა მე­ტის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცა.

მამა სკო­ლა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე იყო, შემ­დეგ ეკო­ნო­მის­ტი მა­გის­ტრის ხა­რის­ხით, შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დოქ­ტო­რი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი და ახლა კი­დევ ახ­ლის შეს­წავ­ლის ეტაპ­ზეა. რაც არ უნდა უსა­მარ­თლო რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე და “ადა­მი­ა­ნებ­მა” სცა­დონ შენი და შენი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა, ყო­ველ­თვის უნდა იპო­ვო ძალა, არ გა­ჩერ­დე და არას­დროს და­კარ­გო ღმერ­თის იმე­დი.

ჩვენ ვცდი­ლობთ ეს ძალა ერ­თად ვი­პო­ვოთ. მამა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით ჩვენ ყო­ველ­თვის მა­გა­ლითს გვაძ­ლევ­და, რომ ადა­მი­ან­მა არას­დროს არ უნდა შე­წყვი­ტოს სწავ­ლა, გან­ვი­თა­რე­ბა და არას­დროს და­კარ­გოს ღმერ­თის რწმე­ნა და გჯე­რო­დეს, რომ ის სულ შენ­თა­ნაა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი გწი­რა­ვენ.

მა, მად­ლო­ბა, რომ უდი­დე­სი უსა­მარ­თლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პო­უ­ლობ ძა­ლას, რომ მა­ქე­და­ნაც კი, შენს დიდ ოჯახს, პა­ტიმ­რებ­სა და სხვა ადა­მი­ა­ნებს ღირ­სე­უ­ლად მის­ცე მა­გა­ლი­თი თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყო ძლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთულ მო­მენ­ტში. შენ კი­დევ ერთხელ გვი­თხა­რი, რომ შენ ხარ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მამა და შენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ად­გი­ლი ცი­ხე­ში არაა! მიყ­ვარ­ხარ და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ შენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის შვი­ლი ვარ! ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბი, გვე­ნატ­რე­ბი და ღმერ­თს მთე­ლი გუ­ლით ვთხოვ, მალე ისევ ერ­თად ვი­ყოთ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი თან ვტი­რი, თან სი­ხა­რუ­ლის­გან ვი­ღი­მი და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ I’ve the coolest Dad ever !

თა­ვი­სუფ­ლე­ბა პო­ლიტ­პა­ტი­მარ იო­სებ გო­გაშ­ვილს ! 773-ე უსა­მარ­თლოდ წარ­თმე­უ­ლი დღე“, - წერს ნინი გო­გაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო გო­გაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

სოსო გო­გაშ­ვილს ბრა­ლი ედე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 320-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გან­ზრახ გახ­მა­უ­რე­ბა) ,157 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა და შე­ნახ­ვა); 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია), 157-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა მა­სობ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სოსო გოგაშვილმა ციხიდან უნივერსიტეტში, 100%-იანი გრანტით ჩააბარა - “პედაგოგის დახმარების გარეშე, გაგზავნილი წიგნებით მეცადინეობდა საკანში“

სოსო გოგაშვილმა ციხიდან უნივერსიტეტში, 100%-იანი გრანტით ჩააბარა - “პედაგოგის დახმარების გარეშე, გაგზავნილი წიგნებით მეცადინეობდა საკანში“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან უნივერსიტეტში ჩააბარა და 100%-იანი დაფინანსება მიიღო.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მისი შვილი ნინი გოგაშვილი ავრცელებს:

“ღმერთო, ძალიან ბედნიერი ვარ!

მამაჩემი, პოლიტპატიმარი იოსებ გოგაშვილი კიდევ ერთხელ გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი!

  • 100% გრანტი! სამართალი! ქართული: 60-დან 56; ისტორია: 60-დან 58; ინგლისური: 70-დან 62; მამა პედაგოგის დახმარების გარეშე, ჩვენს მიერ გაგზავნილი საგამოცდო წიგნების საშუალებით მეცადინეობდა საკანში. დაისახა მიზანი, იშრომა და მიაღწია მიზანს!

2024 წლის 16 ივლისს, “ჯენზის” მშობლებთან ერთად ველოდებოდი სკოლის გარეთ 52 წლის აბიტურიენტ მამას ბოლო გამოცდაზე, რომელსაც 4 შვილიშვილი ჰყავს და 3 შვილი. სკოლის ეზოს გისოსებიდან დავინახე და კიდევ ერთხელ ვუთხარი ხმამაღლა, რომ ძალიან მიყვარს, ემოციებმა მეტის თქმის საშუალება არ მომცა.

მამა სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო, შემდეგ ეკონომისტი მაგისტრის ხარისხით, შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი და ახლა კიდევ ახლის შესწავლის ეტაპზეა. რაც არ უნდა უსამართლო რეალობაში აღმოჩნდე და “ადამიანებმა” სცადონ შენი და შენი ოჯახის განადგურება, ყოველთვის უნდა იპოვო ძალა, არ გაჩერდე და არასდროს დაკარგო ღმერთის იმედი.

ჩვენ ვცდილობთ ეს ძალა ერთად ვიპოვოთ. მამა თავისი ცხოვრებით ჩვენ ყოველთვის მაგალითს გვაძლევდა, რომ ადამიანმა არასდროს არ უნდა შეწყვიტოს სწავლა, განვითარება და არასდროს დაკარგოს ღმერთის რწმენა და გჯეროდეს, რომ ის სულ შენთანაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანები გწირავენ.

მა, მადლობა, რომ უდიდესი უსამართლობის მიუხედავად, პოულობ ძალას, რომ მაქედანაც კი, შენს დიდ ოჯახს, პატიმრებსა და სხვა ადამიანებს ღირსეულად მისცე მაგალითი თუ როგორ შეიძლება იყო ძლიერი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში. შენ კიდევ ერთხელ გვითხარი, რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი მამა და შენნაირი ადამიანების ადგილი ციხეში არაა! მიყვარხარ და მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი ადამიანის შვილი ვარ! ძალიან გვჭირდები, გვენატრები და ღმერთს მთელი გულით ვთხოვ, მალე ისევ ერთად ვიყოთ ძალიან ბედნიერები თან ვტირი, თან სიხარულისგან ვიღიმი და ძალიან მადლიერი ვარ I’ve the coolest Dad ever !

თავისუფლება პოლიტპატიმარ იოსებ გოგაშვილს ! 773-ე უსამართლოდ წართმეული დღე“, - წერს ნინი გოგაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სოსო გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).