კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოფის რამდენი შემთხვევა დადასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს და რამდენია ვაქცინირებული? - სურსათის ეროვნული სააგენტო დეტალურ მონაცემებს აქვეყნებს
ცოფის რამდენი შემთხვევა დადასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს და რამდენია ვაქცინირებული? - სურსათის ეროვნული სააგენტო დეტალურ მონაცემებს აქვეყნებს

მიმ­დი­ნა­რე წელს გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ფის ორი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და - ცო­ფის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 770 ცხო­ვე­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, “2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, ცხო­ვე­ლებ­ში ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი 80%-მდეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი”.

“მიმ­დი­ნა­რე წელს გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ფის ორი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და (ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის ოქმი #5408 - 05.08.2024; #5522 – 08.08.2024). და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პუნ­ქტსა და საფრ­თხის ქვეშ მყოფ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ცხად­და კა­რან­ტი­ნი. სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ჩა­ა­ტა­რა და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ცო­ფის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 770 ცხო­ვე­ლი, ჩა­ტარ­და დე­ზინ­ფექ­ცია, ცხო­ველ­თა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ტე­მა­ტუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი. არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ეგ­ზავ­ნა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრსა და ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მის ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხურს.

მიმ­დი­ნა­რე წელს, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­უ­ტარ­და 185 000 ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველს (ძაღ­ლი, კატა), მათ შო­რის, კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 27 300 ძაღ­ლი და კატა. სა­ა­გენ­ტოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია არის უფა­სო და გაგ­რძელ­დე­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 2013 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს. ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის (მათ შო­რის, ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფა­რი) მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ა­გენ­ტო უზ­რუნ­ველ­ყოფს პა­თო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის უფა­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვას.

პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, ყო­ველ­წლი­უ­რად სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო 300 000 სულ ძაღლსა და კა­ტას ცრის, რის შე­დე­გა­დაც, 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი ცხო­ვე­ლებ­ში 80%-მდეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

სა­ა­გენ­ტოს მიერ ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ცხო­ველ­თა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (WOAH) და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ცოფის რამდენი შემთხვევა დადასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს და რამდენია ვაქცინირებული? - სურსათის ეროვნული სააგენტო დეტალურ მონაცემებს აქვეყნებს

ცოფის რამდენი შემთხვევა დადასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს და რამდენია ვაქცინირებული? - სურსათის ეროვნული სააგენტო დეტალურ მონაცემებს აქვეყნებს

მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ცოფის პრევენციის მიზნით, ვაქცინირებულია 770 ცხოველი. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, “2012 წელთან შედარებით, ცხოველებში ცოფის შემთხვევები 80%-მდეა შემცირებული”.

“მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა (ლაბორატორიული კვლევის ოქმი #5408 - 05.08.2024; #5522 – 08.08.2024). დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, კომპეტენციის ფარგლებში, ჩაატარა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

ცოფის პრევენციის მიზნით, ვაქცინირებულია 770 ცხოველი, ჩატარდა დეზინფექცია, ცხოველთა ჯანმრთელობაზე მიმდინარეობს სისტემატური მონიტორინგი. არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის ჯანდაცვის სამსახურს.

მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით, ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდა 185 000 შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა), მათ შორის, კახეთის რეგიონში ვაქცინირებულია 27 300 ძაღლი და კატა. სააგენტოს მიერ განხორციელებული ვაქცინაცია არის უფასო და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით 2013 წლიდან ახორციელებს. ფიზიკური ან იურიდიული პირის (მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარი) მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს პათოლოგიური მასალის უფასო ლაბორატორიულ კვლევას.

პროფილაქტიკის მიზნით, ყოველწლიურად სურსათის ეროვნული სააგენტო 300 000 სულ ძაღლსა და კატას ცრის, რის შედეგადაც, 2012 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები ცხოველებში 80%-მდეა შემცირებული.

სააგენტოს მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებები ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WOAH) დადებითად შეაფასა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: