პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ და ის თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის, შეიძლება ძეგლის მეშვეობითაც“ - გურამ მაჭარაშვილი
“არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ და ის თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის, შეიძლება ძეგლის მეშვეობითაც“ - გურამ მაჭარაშვილი

“კი­დევ ერთხელ მინ­და მი­ვე­სალ­მო ფაქტს, რა­საც ერეკ­ლე მე­ფის ძეგლის დად­გმა ჰქვია კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე - არ­ჩევ­ნებ­საც მო­ვი­გებთ, ერეკ­ლე II-ის ძეგლ­საც დავ­დგამთ და ის თა­ვად გას­ცემს პა­სუხს ყვე­ლას, მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა ძეგლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც“, - ამის შე­სა­ხებ “ხალ­ხის ძა­ლის” დე­პუ­ტატ­მა, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ას, მა­ჭა­რაშ­ვი­ლის თქმით, ცოტა ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ.

“კი­დევ ერთხელ მინ­და მი­ვე­სალ­მო ამ ფაქტს, რა­საც ერეკ­ლე მე­ფის ძეგლის დად­გმა ჰქვია კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე. ეს არის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პი­როვ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­მაც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უ­ნარ­ჩუ­ნა იდენ­ტო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის, ლაშა ბაქ­რა­ძის და ა.შ ნა­რა­ტი­ვებს - ცოტა ფრთხი­ლად იყ­ვნენ, თო­რემ ერეკ­ლე მე­ო­რე ცნო­ბი­ლია მათ შო­რის ევ­რო­პე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მხრი­დან, რო­გორც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მხე­დარ­თმთა­ვა­რი. ისე­თი ძლი­ე­რია, რომ მგო­ნი ის ძეგლიც გას­ცემს პა­სუხს ზუ­რა­ბიშ­ვილ­საც და ლაშა ბაქ­რა­ძე­საც. ახ­ლოს არ გა­უ­ა­რონ ერეკ­ლე II-ის ძეგლს, რო­მე­ლიც და­იდ­გმე­ბა, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ერეკ­ლე მე­ო­რეს მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია ჰქონ­დეს.

ეს იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს, რომ ერეკ­ლე მეფე ნამ­დვი­ლად ქარ­თვე­ლი მეფე იყო და რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს იდენ­ტო­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნა. ამი­ტომ, ყვე­ლა ფრთხი­ლად იყოს და ნუ ცდი­ან ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოთ­მი­ნე­ბას. 26 ოქ­ტომ­ბრის შემ­დგომ გა­სა­გე­ბია, რომ “ნაც­მოძ­რა­ო­ბა” გა­სა­მარ­თლდე­ბა, მათ შო­რის მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბიც, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნად და მოთ­მი­ნე­ბით ჩა­ვა­ტა­რებთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­საც. არ­ჩევ­ნებ­საც მო­ვი­გებთ, ერეკ­ლე II-ის ძეგლ­საც დავ­დგამთ და ვი­მე­ო­რებ, ის თა­ვად გას­ცემს პა­სუხს ყვე­ლას, მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა ძეგლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც”, - აღ­ნიშ­ნა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ერეკ­ლე II-ის ძეგლი აღი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

“არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ და ის თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის, შეიძლება ძეგლის მეშვეობითაც“ - გურამ მაჭარაშვილი

“არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ და ის თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის, შეიძლება ძეგლის მეშვეობითაც“ - გურამ მაჭარაშვილი

“კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ფაქტს, რასაც ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა ჰქვია კახეთის გზატკეცილზე - არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ და ის თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის შეიძლება ძეგლის მეშვეობითაც“, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციას, მაჭარაშვილის თქმით, ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ.

“კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ამ ფაქტს, რასაც ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა ჰქვია კახეთის გზატკეცილზე. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქართულ საზოგადოებას შეუნარჩუნა იდენტობა.

რაც შეეხება ოპოზიციის, ბერძენიშვილის, ლაშა ბაქრაძის და ა.შ ნარატივებს - ცოტა ფრთხილად იყვნენ, თორემ ერეკლე მეორე ცნობილია მათ შორის ევროპელი სახელმწიფოს ხელმძღვანელების მხრიდან, როგორც ძალიან ძლიერი მხედართმთავარი. ისეთი ძლიერია, რომ მგონი ის ძეგლიც გასცემს პასუხს ზურაბიშვილსაც და ლაშა ბაქრაძესაც. ახლოს არ გაუარონ ერეკლე II-ის ძეგლს, რომელიც დაიდგმება, თორემ შეიძლება ერეკლე მეორეს მხრიდან შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს.

ეს იმ საზოგადოების მხრიდან იქნება, რომელიც აღიარებს, რომ ერეკლე მეფე ნამდვილად ქართველი მეფე იყო და რომელმაც საქართველოს იდენტობა შეუნარჩუნა. ამიტომ, ყველა ფრთხილად იყოს და ნუ ცდიან ქართველი საზოგადოების მოთმინებას. 26 ოქტომბრის შემდგომ გასაგებია, რომ “ნაცმოძრაობა” გასამართლდება, მათ შორის მათთან დაკავშირებულებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მშვიდობიანად და მოთმინებით ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიასაც. არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ და ვიმეორებ, ის თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის შეიძლება ძეგლის მეშვეობითაც”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერეკლე II-ის ძეგლი აღიმართება.