სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიახლე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის - კახა კალაძემ “ბაგა-ბაღების განახლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა
სიახლე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის - კახა კალაძემ “ბაგა-ბაღების განახლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სექ­ტემ­ბრი­დან, სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის აღ­საზ­რდე­ლებს ახა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი და სხვა მე­თო­დუ­რი მა­სა­ლე­ბი დახ­ვდე­ბათ, რის­თვი­საც სა­ა­გენ­ტოს ბი­უ­ჯე­ტი­დან 1 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა.

რო­გორც მან თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, დე­და­ქა­ლა­ქის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღის 12 შე­ნო­ბას უტარ­დე­ბა სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი; 3 სა­ბავ­შვო ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ეზოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია; 11 სა­ბავ­შვო ბა­ღის შე­ნო­ბას კი უტარ­დე­ბა სა­ხუ­რა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

“აქ­ტი­უ­რი სამ­ზა­დი­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღებ­ში ახა­ლი, 2024-2025 სა­აღ­მზრდე­ლო წლის­თვის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა აქვს სა­ბავ­შვო ბა­ღებ­თან, მის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმი­სათ­ვის, რომ ჩვენს პა­ტა­რებს სა­თა­ნა­დოდ კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი გა­რე­მო და­ვახ­ვედ­როთ და იმ ბა­ღებ­ში, სა­დაც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს, ყვე­ლა პრობ­ლე­მა აღ­მოვ­ფხვრათ.

რო­გორც იცით, გა­სულ წელს ჩვენ და­ვი­წყეთ “ბაგა-ბა­ღე­ბის გა­ნახ­ლე­ბის პროგ­რა­მა“, რომ­ლის მი­ზა­ნია ბა­ღე­ბის ძველ შე­ნო­ბებ­ში კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი გა­რე­მოს შექ­მნა და მათი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ყო­ველ­წლი­უ­რად, ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შე­ირ­ჩე­ვა სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი, სა­დაც სა­ჭი­როა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბა და ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­ი­ყო­ფა თან­ხე­ბი ამ სა­მუ­შა­ოს­თვის.

ამ­ჟა­მად, თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღის 12 შე­ნო­ბას უტარ­დე­ბა სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ახა­ლი სა­აღ­მზრდე­ლო წლის და­სა­წყის­ში ამ ბა­ღე­ბის აღ­საზ­რდე­ლებს დახ­ვდე­ბათ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რი, ფა­სა­დე­ბი და გარე სივ­რცე­ე­ბი. 3 სა­ბავ­შვო ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ეზოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. 11 სა­ბავ­შვო ბა­ღის შე­ნო­ბას უტარ­დე­ბა სა­ხუ­რა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ასე­ვე, თბი­ლი­სის 115-ე სა­ბავ­შვო ბაგა-ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მას­შტა­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს სა­აღ­მზრდე­ლო ჯგუ­ფე­ბის, ეზოს ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის, სამ­ზა­რე­უ­ლო და სა­სა­წყო­ბე სივ­რცე­ე­ბის მთლი­ან გა­ნახ­ლე­ბას. ამ პრო­ექ­ტე­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ბი­უ­ჯე­ტი­დან 8 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი იხარ­ჯე­ბა.

სი­ახ­ლე­ე­ბი გვაქვს მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ინ­ვენ­ტა­რის გა­ნახ­ლე­ბის კუ­თხი­თაც. პა­ტა­რებს სექ­ტემ­ბრი­დან ახა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი და სხვა მე­თო­დუ­რი მა­სა­ლე­ბი დახ­ვდე­ბათ, რის­თვი­საც სა­ა­გენ­ტოს ბი­უ­ჯე­ტი­დან 1 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა.

აქვე შე­ვახ­სე­ნებ დე­და­ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებს, რომ ახა­ლი სა­აღ­მზრდე­ლო წელი თბი­ლი­სის ბა­ღებ­ში 16 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ვახ­სე­ნე და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ წელს სამი ახა­ლი და ორი რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სა­ბავ­შვო ბაღი გა­იხ­სნე­ბა. ამ პრო­ექ­ტე­ბის მი­ზა­ნია რო­გორც ახა­ლი ად­გი­ლე­ბის შექ­მნა, ისე არ­სე­ბულ ბა­ღებ­ში ჯგუ­ფე­ბის გან­ტვირ­თვა. ეს პრო­ცე­სი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც, რა თქმა უნდა, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ იქ­მნე­ბა ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მიდ­გო­მე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის ისე, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბულ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში და ჩვენ რა თქმა უნდა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მა­ვალ­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, იმი­ტომ, რომ ჩვენს პა­ტა­რებს უნდა ჰქონ­დეთ ნორ­მა­ლურ გა­რე­მო­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში აღ­ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სიახლე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის - კახა კალაძემ “ბაგა-ბაღების განახლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა

სიახლე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის - კახა კალაძემ “ბაგა-ბაღების განახლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება სრული განახლების სამუშაოები; 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; 11 საბავშვო ბაღის შენობას კი უტარდება სახურავის რეაბილიტაცია.

“აქტიური სამზადისი მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის. მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერიას განსაკუთრებული მიდგომა აქვს საბავშვო ბაღებთან, მის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები იმისათვის, რომ ჩვენს პატარებს სათანადოდ კეთილმოწყობილი გარემო დავახვედროთ და იმ ბაღებში, სადაც ამის საჭიროება არსებობს, ყველა პრობლემა აღმოვფხვრათ.

როგორც იცით, გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ “ბაგა-ბაღების განახლების პროგრამა“, რომლის მიზანია ბაღების ძველ შენობებში კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა და მათი თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფა. ყოველწლიურად, ამ პროგრამის ფარგლებში შეირჩევა საბავშვო ბაღები, სადაც საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება და ეტაპობრივად გამოიყოფა თანხები ამ სამუშაოსთვის.

ამჟამად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება სრული განახლების სამუშაოები. ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში ამ ბაღების აღსაზრდელებს დახვდებათ განახლებული ინტერიერი, ფასადები და გარე სივრცეები. 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 11 საბავშვო ბაღის შენობას უტარდება სახურავის რეაბილიტაცია. ასევე, თბილისის 115-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობს სააღმზრდელო ჯგუფების, ეზოს ატრაქციონების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების მთლიან განახლებას. ამ პროექტებისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება.

სიახლეები გვაქვს მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლების კუთხითაც. პატარებს სექტემბრიდან ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აქვე შევახსენებ დედაქალაქის მაცხოვრებლებს, რომ ახალი სააღმზრდელო წელი თბილისის ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება. რამდენიმე კვირის წინ ვახსენე და ახლაც გავიმეორებ, რომ წელს სამი ახალი და ორი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნება. ამ პროექტების მიზანია როგორც ახალი ადგილების შექმნა, ისე არსებულ ბაღებში ჯგუფების განტვირთვა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან გაზრდილია ბავშვების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს გამოწვეულია იმით, რომ იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, მიდგომები და დამოკიდებულება არის ისე, როგორც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მომავალში გავაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ, რომ ჩვენს პატარებს უნდა ჰქონდეთ ნორმალურ გარემოსა და ინფრასტრუქტურაში აღზრდის შესაძლებლობა“,- განაცხადა კალაძემ.