საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ყველაფერი კარგად იქნება, ყველა შენს გვერდში ვართ“ - "კვარას" მიმართვა დათის, რომელიც მორიგი ოპერაციისთვის ემზადება
“ყველაფერი კარგად იქნება, ყველა შენს გვერდში ვართ“ - "კვარას" მიმართვა დათის, რომელიც მორიგი ოპერაციისთვის ემზადება

ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დათი ქოქ­რაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, ოჯა­ხი უახ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, მას კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია ელის წინ, რის შემ­დე­გაც პრო­თე­ზის მორ­გე­ბა უნდა გა­უ­ად­ვილ­დეს.

და­თის ხში­რად ამ­ხნე­ვე­ბენ ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ამ­ჯე­რად კი მას ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ მი­მარ­თა. ვი­დე­ოს და­თის დედა აქ­ვეყ­ნებს:

“და­თუ­ნა ჩემო პა­ტა­რა მე­გო­ბა­რო, რო­გორ ხარ? გა­ვი­გე რომ ოპე­რა­ცი­ას იკე­თებ. შენ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ბიჭი ხარ, გახ­სოვ­დეს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ღმერ­თი შენ­თან არის.

ჩვენ ყვე­ლა შენს გვერ­დში ვართ. ძლი­ე­რად იყა­ვი და გახ­სოვ­დეს, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხარ“, - მი­მარ­თავს ხვი­ჩა.

ცოტა ხნის წინ მას ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ძი­უ­დო­ში, ლაშა ბე­ქა­ურ­მაც მი­მარ­თა და გა­ამ­ხნე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­თის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ის ბოლო პე­რი­ოდ­ში პა­ლა­ტა­ში რჩე­ბა. რო­გორც მო­ზარ­დის ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, დათი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის.

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ გა­დაჰ­ყავს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს დათი დი­ვან­ზე.

“რო­გორც თვი­თონ თქვა, ახა­ლი სუ­პერ­გმი­რი გვყავს ოჯახ­ში “მფრი­ნა­ვი ბუ­რი­ტო“ (Flying Burrito)“, - წერს სა­ხა­ლი­სო კო­მენ­ტარს და­თის დედა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“ყველაფერი კარგად იქნება, ყველა შენს გვერდში ვართ“ - "კვარას" მიმართვა დათის, რომელიც მორიგი ოპერაციისთვის ემზადება

“ყველაფერი კარგად იქნება, ყველა შენს გვერდში ვართ“ - "კვარას" მიმართვა დათის, რომელიც მორიგი ოპერაციისთვის ემზადება

ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის შესახებ, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, ოჯახი უახლეს ინფორმაციას და ვიდეოს ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, მას კიდევ ერთი ოპერაცია ელის წინ, რის შემდეგაც პროთეზის მორგება უნდა გაუადვილდეს.

დათის ხშირად ამხნევებენ ცნობილი სპორტსმენები და ცნობილი ადამიანები. ამჯერად კი მას ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმართა. ვიდეოს დათის დედა აქვეყნებს:

“დათუნა ჩემო პატარა მეგობარო, როგორ ხარ? გავიგე რომ ოპერაციას იკეთებ. შენ ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ, გახსოვდეს. ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი შენთან არის.

ჩვენ ყველა შენს გვერდში ვართ. ძლიერად იყავი და გახსოვდეს, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ“, - მიმართავს ხვიჩა.

ცოტა ხნის წინ მას ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში, ლაშა ბექაურმაც მიმართა და გაამხნევა.

რაც შეეხება დათის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის ბოლო პერიოდში პალატაში რჩება. როგორც მოზარდის ოჯახის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, დათი რეაბილიტაციას გადის.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ გადაჰყავს სამედიცინო პერსონალს დათი დივანზე.

“როგორც თვითონ თქვა, ახალი სუპერგმირი გვყავს ოჯახში “მფრინავი ბურიტო“ (Flying Burrito)“, - წერს სახალისო კომენტარს დათის დედა.

იხილეთ ასევე: