კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშინელი წყალდიდობა ბანგლადეშში - დაზარალდა 5 მილიონი ადამიანი, არიან დაღუპულები: ქვეყანა ბრალს ინდოეთს სდებს (ფოტო/ვიდეო)
საშინელი წყალდიდობა ბანგლადეშში - დაზარალდა 5 მილიონი ადამიანი, არიან დაღუპულები: ქვეყანა ბრალს ინდოეთს სდებს (ფოტო/ვიდეო)

სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ბან­გლა­დეშ­ში მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი ფენი ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი წყალ­დი­დო­ბის ეპი­ცენ­ტრი გახ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში წყალ­მა 11 რა­ი­ო­ნი და ქა­ლა­ქის დიდი ნა­წი­ლი დატ­ბო­რა. რე­გი­ო­ნი, სა­დაც თით­ქმის 5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ახლა მთლი­ა­ნად წყალ­შია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არ­ნა­ხუ­ლი სტი­ქი­ის გა­მოწ­ვე­ვა­ში მე­ზო­ბე­ლი ინ­დო­ე­თის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მათ აქვთ ვა­რა­უ­დი, რომ წყალ­დი­დო­ბა, სტი­ქია და ქუ­ჩე­ბის დატბ­რო­ვა ნიუ დე­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე “დუმ­ბუ­რის კაშხლი­დან“ წყლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კაშ­ხა­ლი სტი­ქი­ის ზო­ნას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

  • CNN-ი ბან­გლა­დე­შის ქა­ლაქ ფე­ნი­დან ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს

“როცა მათ სახ­ლებს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, ზოგი ყვი­რო­და: “გვძულს ინ­დო­ე­თი“ და “ეს ინ­დუ­რი წყა­ლია“. მათ გა­ა­ღეს კა­რიბ­ჭე, მაგ­რამ არ გა­ვუფრ­თხი­ლე­ბი­ვართ“, - წერს გა­მო­ცე­მა. ინ­დო­ეთ­მა ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, ცდი­ლო­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის სამ­შვი­დო­ბო­ზე გაყ­ვა­ნას.

“ქუ­ჩა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა არის ნავი. ყვე­ლა მთა­ვა­რი გზა მთლი­ა­ნად დატ­ბო­რი­ლია, სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ნე­ლე­ბუ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბი­სა და ქა­ლაქ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის თით­ქმის სრუ­ლი გა­თიშ­ვის გამო. სახ­ლებ­ში ჩარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა“, - წერს CNN-ი.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებს კო­ორ­დი­ნი­რე­ბას არ­მია და სა­ზღვაო ფლო­ტი უწე­ვენ.

წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად, სულ მცი­რე, 18 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. შე­საძ­ლოა გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი გა­ი­ზარ­დოს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, სულ მცი­რე 26 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა მე­ზო­ბელ ინ­დო­ეთ­ში და 64,000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი თავ­შე­საფ­რის გა­რე­შე დარ­ჩა.

წყა­რო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საშინელი წყალდიდობა ბანგლადეშში - დაზარალდა 5 მილიონი ადამიანი, არიან დაღუპულები: ქვეყანა ბრალს ინდოეთს სდებს (ფოტო/ვიდეო)

საშინელი წყალდიდობა ბანგლადეშში - დაზარალდა 5 მილიონი ადამიანი, არიან დაღუპულები: ქვეყანა ბრალს ინდოეთს სდებს (ფოტო/ვიდეო)

სამხრეთ-აღმოსავლეთ ბანგლადეშში მდებარე ქალაქი ფენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წყალდიდობის ეპიცენტრი გახდა. საერთო ჯამში წყალმა 11 რაიონი და ქალაქის დიდი ნაწილი დატბორა. რეგიონი, სადაც თითქმის 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ახლა მთლიანად წყალშია.

ადგილობრივები არნახული სტიქიის გამოწვევაში მეზობელი ინდოეთის ოფიციალურ პირებს ადანაშაულებენ. მათ აქვთ ვარაუდი, რომ წყალდიდობა, სტიქია და ქუჩების დატბროვა ნიუ დელის მახლობლად მდებარე “დუმბურის კაშხლიდან“ წყლის გათავისუფლებამ გამოიწვია.

აღნიშნული კაშხალი სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარეობს.

  • CNN-ი ბანგლადეშის ქალაქ ფენიდან ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს

“როცა მათ სახლებს მივუახლოვდით, ზოგი ყვიროდა: “გვძულს ინდოეთი“ და “ეს ინდური წყალია“. მათ გააღეს კარიბჭე, მაგრამ არ გავუფრთხილებივართ“, - წერს გამოცემა. ინდოეთმა ინფორმაცია უარყო.

ადგილობრივები, სამაშველო სამსახურთან ერთად, ცდილობენ მოსახლეობის სამშვიდობოზე გაყვანას.

“ქუჩაში გადაადგილების ერთადერთი საშუალება არის ნავი. ყველა მთავარი გზა მთლიანად დატბორილია, სამაშველო სამუშაოები შენელებულია ელექტროენერგიის ნაკლებობისა და ქალაქში კომუნიკაციების თითქმის სრული გათიშვის გამო. სახლებში ჩარჩენილ მოსახლეობას დახმარება ესაჭიროება“, - წერს CNN-ი.

სამაშველო ოპერაციებს კოორდინირებას არმია და საზღვაო ფლოტი უწევენ.

წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.

ოფიციალური პირების თქმით, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა მეზობელ ინდოეთში და 64,000-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

წყარო