საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგროვადების დაცვა და ხარისხიანი პროდუქცია კარგი მოსავლის წინაპირობაა" – ინტერვიუ აგრონომ მარიამ ყუბანეიშვილთან
"აგროვადების დაცვა და ხარისხიანი პროდუქცია კარგი მოსავლის წინაპირობაა" – ინტერვიუ აგრონომ მარიამ ყუბანეიშვილთან

აგ­რო­ნომ მა­რი­ამ ყუ­ბა­ნე­იშ­ვილს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ბავ­შვო­ბა­ში გა­უჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ დროს აგ­რო­ნო­მო­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა მა­ინც არ გას­ჭირ­ვე­ბია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის შემ­დეგ, ის მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ იმერ­ში 80 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბულ ნუ­შის მე­ურ­ნე­ო­ბას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში და სამი წლის თავ­ზე უკვე პირ­ველ მო­სა­ვალს ელის.

რა გზა გა­ი­ა­რა მა­რი­ამ­მა დღემ­დე და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ფერ­მე­რებ­მა ნუ­შის ბა­ღის მოვ­ლის დროს? – ამ და სხვა კი­თხვე­ბით მა­რი­ამ ყუ­ბა­ნე­იშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

მა­რი­ამ, მა­ინც რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბა აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბით და რო­გო­რია თქვენ მიერ გან­ვლი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გზა?

ჩემს ოჯახს და­სავ­ლეთ­ში სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს, ამი­ტომ ამ სფე­როს­თან შე­ხე­ბა ბავ­შვო­ბი­დან­ვე მქონ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტე­რე­სიც გა­მიჩ­ნდა და აგ­რო­ნო­მი­ის შეს­წავ­ლა გა­დავ­წყვი­ტე. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა აგ­რო­და­ზღვე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა მივ­ხვდი, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ეს საკ­მა­რი­სი არ იყო. ამი­ტომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ის ნუ­შის ბაღ­ში დავ­საქმდი აგ­რო­ნო­მად. სამი წლის თავ­ზე ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ძებ­ნა და­ვი­წყე და ასე მოვ­ხვდი მარ­ნე­ულ­ში, „ნუში იმი­რის“ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, სა­დაც ნუ­შის სამი ჯიში – პენ­ტა, ლო­უ­რე­ნი და მა­რი­ნა­და მოგ­ვყავს.

რა ეტაპ­ზეა თქვე­ნი მე­ურ­ნე­ო­ბა და რო­დის ელო­დე­ბით პირ­ველ მო­სა­ვალს?

ჩვე­ნი ნუ­შის ბაღი ჯერ მე­სა­მე წელ­შია. სრულ მო­სავ­ლი­ა­ნო­ბას კი ეს კულ­ტუ­რა მე­ო­თხე-მე­ხუ­თე წელს იძ­ლე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს და აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, და­ახ­ლო­ე­ბით 10 ჰექ­ტარ­ზე უკვე შევ­ძლებთ საკ­მა­ოდ დიდი მო­ცუ­ლო­ბის მო­სავ­ლის აღე­ბას.

რო­გორ მი­აღ­წი­ეთ ამ შე­დეგს?

იმი­სათ­ვის, რომ მე­ურ­ნე­ო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს და მო­გი­ტა­ნოს მო­გე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ნი­ა­და­გი­სა თუ მცე­ნა­რის შე­სა­ბა­მის ვა­დებ­ში და­მუ­შა­ვე­ბა. უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ა­საც. ამი­ტომ უპი­რა­ტე­სო­ბას „აგ­როს­ფე­როს“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში წარ­მოდ­გე­ნილ ბრენ­დებს ვა­ნი­ჭებთ, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ მათი პრო­დუქ­ცი­ის ხა­რისხში, ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ში. ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად კი BAYER-ის მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს – ნა­ტი­ვო­სა და კონ­ფი­დორს ვი­ყე­ნებთ. ვფიქ­რობ, აგ­რო­ვა­დე­ბის დაც­ვა და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია კარ­გი მო­სავ­ლის წი­ნა­პი­რო­ბაა, რა­საც ჩვე­ნი წლე­ვან­დე­ლი შე­დე­გე­ბიც ადას­ტუ­რებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აგროვადების დაცვა და ხარისხიანი პროდუქცია კარგი მოსავლის წინაპირობაა" – ინტერვიუ აგრონომ მარიამ ყუბანეიშვილთან

"აგროვადების დაცვა და ხარისხიანი პროდუქცია კარგი მოსავლის წინაპირობაა" – ინტერვიუ აგრონომ მარიამ ყუბანეიშვილთან

აგრონომ მარიამ ყუბანეიშვილს სოფლის მეურნეობისადმი ინტერესი ბავშვობაში გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს აგრონომობა პოპულარული სპეციალობა არ ყოფილა, პროფესიის არჩევა მაინც არ გასჭირვებია. უნივერსიტეტის დასრულებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ის მარნეულის რაიონის სოფელ იმერში 80 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის მეურნეობას ჩაუდგა სათავეში და სამი წლის თავზე უკვე პირველ მოსავალს ელის.

რა გზა გაიარა მარიამმა დღემდე და რა უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა ნუშის ბაღის მოვლის დროს? – ამ და სხვა კითხვებით მარიამ ყუბანეიშვილს მივმართეთ.

მარიამ, მაინც რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება აგრომეურნეობით და როგორია თქვენ მიერ განვლილი პროფესიული გზა?

ჩემს ოჯახს დასავლეთში სასათბურე მეურნეობა აქვს, ამიტომ ამ სფეროსთან შეხება ბავშვობიდანვე მქონდა. დროთა განმავლობაში ინტერესიც გამიჩნდა და აგრონომიის შესწავლა გადავწყვიტე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიაში დავიწყე მუშაობა აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა მივხვდი, რომ პროფესიული განვითარებისთვის ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ კერძო კომპანიის ნუშის ბაღში დავსაქმდი აგრონომად. სამი წლის თავზე ახალი გამოწვევების ძებნა დავიწყე და ასე მოვხვდი მარნეულში, „ნუში იმირის“ მეურნეობაში, სადაც ნუშის სამი ჯიში – პენტა, ლოურენი და მარინადა მოგვყავს.

რა ეტაპზეა თქვენი მეურნეობა და როდის ელოდებით პირველ მოსავალს?

ჩვენი ნუშის ბაღი ჯერ მესამე წელშია. სრულ მოსავლიანობას კი ეს კულტურა მეოთხე-მეხუთე წელს იძლევა. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და აგვისტოს ბოლოს, დაახლოებით 10 ჰექტარზე უკვე შევძლებთ საკმაოდ დიდი მოცულობის მოსავლის აღებას.

როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს?

იმისათვის, რომ მეურნეობა წარმატებული იყოს და მოგიტანოს მოგება, აუცილებელია, ნიადაგისა თუ მცენარის შესაბამის ვადებში დამუშავება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც. ამიტომ უპირატესობას „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ ბრენდებს ვანიჭებთ, რადგან დარწმუნებული ვართ მათი პროდუქციის ხარისხში, ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში. ყველაზე აქტიურად კი BAYER-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებს – ნატივოსა და კონფიდორს ვიყენებთ. ვფიქრობ, აგროვადების დაცვა და ხარისხიანი პროდუქცია კარგი მოსავლის წინაპირობაა, რასაც ჩვენი წლევანდელი შედეგებიც ადასტურებს.

NS