კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცმა 2 წლის შვილი და ცოლი მე-16 სართულიდან გადააგდო - მოსკოვში მომხდარი უმძიმესი შემთხვევის დეტალები (ფოტო)
მამაკაცმა 2 წლის შვილი და ცოლი მე-16 სართულიდან გადააგდო - მოსკოვში მომხდარი უმძიმესი შემთხვევის დეტალები (ფოტო)

მოს­კოვ­ში, ლე­ფორ­ტო­ვოს სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში მა­მა­კაც­მა მისი მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი მე-16 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­აგ­დო. რო­გორც ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე ვრცელ­დე­ბა, მომ­ხდა­რის შემ­დეგ, შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი ფან­ჯრი­დან იყუ­რე­ბო­და და სხვა ნივ­თე­ბის სრო­ლას აგ­რძე­ლებ­და.

უმ­ძი­მე­სი ში­ნა­არ­სის გამო, ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებთ.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მა­ლე­ვე მი­ვიდ­ნენ. თუმ­ცა, მათ მო­თხოვ­ნას, გა­ე­ღო ბი­ნის კა­რე­ბი და ჩა­ბა­რე­ბო­და ძა­ლო­ვან უწყე­ბებს, მა­მა­კა­ცი არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ამ ბინა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­ღო და მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბას კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევ­და ლე­ფორ­ტო­ვოს რა­ი­ონ­თა­შო­რი­სი პრო­კუ­რო­რი ზა­ფარ მახ­მუ­დო­ვი.

დად­გინ­და ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა. ის 39 წლის ალექ­სან­დრე ლი­პა­ტო­ვია.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 9 სა­ათ­ზე ფან­ჯრი­დან ორი წლის ბავ­შვი გად­მო­ვარ­და და მალე ქა­ლიც და­ე­ცა. გარ­დაც­ვლილს მი­ლე­ნა ლი­პა­ტო­ვა ერ­ქვა.

სხვა დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტდე­ბა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, მა­მა­კა­ცი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მამაკაცმა 2 წლის შვილი და ცოლი მე-16 სართულიდან გადააგდო - მოსკოვში მომხდარი უმძიმესი შემთხვევის დეტალები (ფოტო)

მამაკაცმა 2 წლის შვილი და ცოლი მე-16 სართულიდან გადააგდო - მოსკოვში მომხდარი უმძიმესი შემთხვევის დეტალები (ფოტო)

მოსკოვში, ლეფორტოვოს საცხოვრებელ კომპლექსში მამაკაცმა მისი მეუღლე და მცირეწლოვანი მე-16 სართულის ფანჯრიდან გადააგდო. როგორც ტელეგრამარხებზე ვრცელდება, მომხდარის შემდეგ, შიშველ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ფანჯრიდან იყურებოდა და სხვა ნივთების სროლას აგრძელებდა.

უმძიმესი შინაარსის გამო, ვიდეოს გავრცელებისგან თავს ვიკავებთ.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ. თუმცა, მათ მოთხოვნას, გაეღო ბინის კარები და ჩაბარებოდა ძალოვან უწყებებს, მამაკაცი არ ემორჩილებოდა.

მოგვიანებით პოლიციამ ბინა ძალის გამოყენებით გააღო და მამაკაცი დააკავეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას კოორდინაციას უწევდა ლეფორტოვოს რაიონთაშორისი პროკურორი ზაფარ მახმუდოვი.

დადგინდა ბრალდებულის ვინაობა. ის 39 წლის ალექსანდრე ლიპატოვია.

თვითმხილველების თქმით, დაახლოებით დილის 9 საათზე ფანჯრიდან ორი წლის ბავშვი გადმოვარდა და მალე ქალიც დაეცა. გარდაცვლილს მილენა ლიპატოვა ერქვა.

სხვა დეტალები ზუსტდება. როგორც თვითმხილველები ვარაუდობენ, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.