მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შესაძლო ბრალდებებს შორისაა ტერორიზმი, ნარკოტიკები, პედოფილია...“ - დუროვის დაკავების დეტალები: რას წერს ფრანგული მედია მილიარდერზე, რომელიც დაზვერვის სამსახურმა აეროპორტში აიყვანა
“შესაძლო ბრალდებებს შორისაა ტერორიზმი, ნარკოტიკები, პედოფილია...“ - დუროვის დაკავების დეტალები: რას წერს ფრანგული მედია მილიარდერზე, რომელიც დაზვერვის სამსახურმა აეროპორტში აიყვანა

Telegram-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, პა­ველ დუ­რო­ვი საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ პა­რი­ზის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვა. ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, დუ­რო­ვი მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც მისი პი­რა­დი თვითმფრი­ნა­ვი ლე ბურ­ჟეს აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 39 წლის მა­მა­კა­ცი აპ­ლი­კა­ცია telegram-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ა­კა­ვეს. ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თვითმფრი­ნა­ვი­დან გად­მოს­ვლის­თა­ნა­ვე აიყ­ვა­ნეს.

ფრან­გუ­ლი TF1-ის ცნო­ბით, დუ­როვს “ტე­ლეგ­რამ“ პლატ­ფორ­მის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში და ქსელ­ში მომ­ხდა­რი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის გამო ედა­ვე­ბი­ან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ნარ­კო­ტი­კე­ბის, ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ი­სა და თაღ­ლი­თო­ბის გავ­რცე­ლე­ბას ეხე­ბა.

ბიზ­ნეს­მე­ნი საფ­რან­გეთ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ჩა­ვი­და. რო­გორც ფრან­გუ­ლი მე­დია წერს, დუ­როვს, რუ­სე­თის გარ­და, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც აქვს. მა­თი­ვე თქმით, მან იცო­და, რომ ძებ­ნი­ლი იყო და თავს არი­დებ­და საფ­რან­გეთ­ში ჩას­ვლას.

Telegram-ს პა­ველ დუ­რო­ვის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ გავ­რცე­ლე­ბია.

  • რა დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი

პა­ველ დუ­რო­ვი საფ­რან­გე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებ­მა პა­რი­ზის ლე ბურ­ჟეს აე­რო­პორ­ტში პი­რა­დი თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­მოს­ვლის დროს და­ა­კა­ვეს. TF1-ის ცნო­ბით, 39 წლის Telegram-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს თან ახ­ლდა მისი დაც­ვა და ქალი. და­კა­ვე­ბა­ში სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის ჟან­დარ­მე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დუ­რო­ვი ამ­ჟა­მად წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ბრა­ლის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. ის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­სდგე­ნა რო­გორც საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე.

  • შე­საძ­ლო ბრალ­დე­ბებს შო­რის: ტე­რო­რიზ­მი, ნარ­კო­ტი­კე­ბი, თაღ­ლი­თო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა და პე­დო­ფი­ლი­აა - იუ­წყე­ბა TF1.

“პა­ველ დუ­როვ­მა და­უშ­ვა უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი“, - ავ­რცე­ლებს მე­დია.

ფაქტს X-ის (Twitter) მფლო­ბე­ლი, მი­ლი­არ­დეი ილონ მას­კიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

მისი თქმით, Telegram-ის შემ­ქმნელს “არას­დროს და­უ­წე­სე­ბია ცენ­ზუ­რა და არ და­უ­რე­ვია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა“

მან ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა FreePavel ჰეშ­თე­გი თა­ვის X გვერ­დზე და და­ურ­თო დუ­რო­ვის ინ­ტერ­ვიუ რეს­პუბ­ლი­კელ ჟურ­ნა­ლისტ კარლ­სონ­თან.

პა­ველ­მა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2021 წელს მი­ი­ღო, რა­საც გა­ზეთ­მა Le Monde-მა "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და უაღ­რე­სად პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რა" უწო­და. მი­ლი­არ­დე­რი, რო­მელ­საც “რუს მარ ცუ­კერ­ბერ­გსაც“ უწო­დე­ბენ, 2017 წლი­დან დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობს, სა­დაც Telegram-ის სა­თაო ოფი­სიც არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

აპ­ლი­კა­ცია “ტე­ლეგ­რა­მი“ რუ­სეთ­ში 2018 წელს აიკ­რძა­ლა, მას შემ­დეგ, რაც დუ­როვ­მა მომ­ხმა­რებ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­ცე­მა­ზე უარი თქვა, თუმ­ცა აკ­რძალ­ვა 2021 წელს გა­უქ­მდა.

პა­ველ დუ­რო­ვის ქო­ნე­ბა, Forbes-ის შე­ფა­სე­ბით, 15 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

“შესაძლო ბრალდებებს შორისაა ტერორიზმი, ნარკოტიკები, პედოფილია...“ - დუროვის დაკავების დეტალები: რას წერს ფრანგული მედია მილიარდერზე, რომელიც დაზვერვის სამსახურმა აეროპორტში აიყვანა

“შესაძლო ბრალდებებს შორისაა ტერორიზმი, ნარკოტიკები, პედოფილია...“ - დუროვის დაკავების დეტალები: რას წერს ფრანგული მედია მილიარდერზე, რომელიც დაზვერვის სამსახურმა აეროპორტში აიყვანა

Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში დააკავა. ფრანგული მედიის ცნობით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

ოფიციალური პირების განცხადებით, 39 წლის მამაკაცი აპლიკაცია telegram-თან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. ის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებმა თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე აიყვანეს.

ფრანგული TF1-ის ცნობით, დუროვს “ტელეგრამ“ პლატფორმის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაში და ქსელში მომხდარი უკანონო ქმედებების გამო ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ნარკოტიკების, ბავშვთა პორნოგრაფიისა და თაღლითობის გავრცელებას ეხება.

ბიზნესმენი საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩავიდა. როგორც ფრანგული მედია წერს, დუროვს, რუსეთის გარდა, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს. მათივე თქმით, მან იცოდა, რომ ძებნილი იყო და თავს არიდებდა საფრანგეთში ჩასვლას.

Telegram-ს პაველ დუროვის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებია.

  • რა დეტალები ხდება ცნობილი

პაველ დუროვი საფრანგეთის დაზვერვის სამსახურებმა პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში პირადი თვითმფრინავიდან ჩამოსვლის დროს დააკავეს. TF1-ის ცნობით, 39 წლის Telegram-ის დამფუძნებელს თან ახლდა მისი დაცვა და ქალი. დაკავებაში საჰაერო ტრანსპორტის ჟანდარმები მონაწილეობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დუროვი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის სასამართლოში წარსდგენა როგორც საფრანგეთის მოქალაქე.

  • შესაძლო ბრალდებებს შორის: ტერორიზმი, ნარკოტიკები, თაღლითობაში თანამონაწილეობა, ფულის გათეთრება და პედოფილიაა - იუწყება TF1.

“პაველ დუროვმა დაუშვა უამრავი დანაშაული“, - ავრცელებს მედია.

ფაქტს X-ის (Twitter) მფლობელი, მილიარდეი ილონ მასკიც გამოეხმაურა:

მისი თქმით, Telegram-ის შემქმნელს “არასდროს დაუწესებია ცენზურა და არ დაურევია სიტყვის თავისუფლება“

მან ასევე გამოაქვეყნა FreePavel ჰეშთეგი თავის X გვერდზე და დაურთო დუროვის ინტერვიუ რესპუბლიკელ ჟურნალისტ კარლსონთან.

პაველმა საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო, რასაც გაზეთმა Le Monde-მა "განსაკუთრებული და უაღრესად პოლიტიკური პროცედურა" უწოდა. მილიარდერი, რომელსაც “რუს მარ ცუკერბერგსაც“ უწოდებენ, 2017 წლიდან დუბაიში ცხოვრობს, სადაც Telegram-ის სათაო ოფისიც არის განთავსებული.

აპლიკაცია “ტელეგრამი“ რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ, რაც დუროვმა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე უარი თქვა, თუმცა აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.

პაველ დუროვის ქონება, Forbes-ის შეფასებით, 15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო

იხილეთ ასევე: